რას ნიშნავს, იყო ოჯახისთავი?
ბიბლიის თვალსაზრისი
რას ნიშნავს, იყო ოჯახისთავი?
ბიბლიის თანახმად, „ცოლის თავი ქმარია“ (1 კორინთელთა 11:3, აფ; ეფესელთა 5:23). მაგრამ მრავალს, ვინც ამბობს, რომ პატივს სცემს ბიბლიას, მიაჩნია, რომ ქმრის მეთაურობასთან დაკავშირებული პრინციპი არა მხოლოდ მოძველებულია, არამედ სახიფათოც. „თუ სწავლება იმის თაობაზე, რომ ქალები ‘სიხარულით [უნდა] დაემორჩილონ’ [თავიანთ ქმრებს], უკიდურეს ფორმებში იქნება გამოყენებული, ამას შეიძლება მოჰყვეს როგორც ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ქალების გრძნობების გათელვა“, — თქვა ერთმა წყვილმა. სამწუხაროდ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მეთაურობის პრინციპს ბოროტად იყენებენ. „ცოლის ცემა, — ამბობს ერთი მწერალი, — ბევრ ქვეყანაში სრულიად ნორმალურად ითვლება — ესაა მამაკაცის პრეროგატივა, რაც განდიდებულია სიმღერებში, ანდაზებსა და საქორწილო ცერემონიალებში“.
ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი უხეში მოპყრობის მიზეზი ბიბლიაში მოცემული მეთაურობის პრინციპია. მართლა ამცირებს ეს ბიბლიური პრინციპი ქალებს და ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის გამოვლენას? რას ნიშნავს სინამდვილეში ოჯახის მეთაურობა? *
ოჯახის მეთაურობა არ ნიშნავს ტირანიას
ბიბლიის თანახმად, ოჯახის მეთაურობა სიყვარულით ნაკარნახევი ღონისძიებაა. მას არანაირი კავშირი დაბადება 3:16). ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ მამაკაცები ხშირად ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას, სასტიკ ექსპლუატაციას უწევდნენ სხვებს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს.
არა აქვს ტირანიასთან. მხოლოდ ღვთის ხელისუფლებისადმი უპატივცემულობის გამოვლენამ მოიტანა ის, რომ მამაკაცები ხშირად სასტიკად ბატონობენ ქალებზე (თუმცა ეს არ ყოფილა ღვთის განზრახვა. იეჰოვას სძულს ისინი, ვინც ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. ღმერთი მკაცრად კიცხავდა იმ ისრაელ მამაკაცებს, რომლებიც დაუნდობლად ექცეოდნენ თავიანთ ცოლებს (მალაქია 2:13—16). გარდა ამისა, ღმერთი ამბობს, რომ „ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნები 10:5). ასე რომ, ისინი, ვინც ცოლებს სცემენ ან სხვაგვარად შეურაცხყოფენ, თავიანთ სასტიკ მოქმედებებს ბიბლიით ვერანაირად გაამართლებენ.
როგორი უნდა იყოს ოჯახისთავი?
მეთაურობის პრინციპი ის ძირითადი ღონისძიებაა, რომელსაც ღმერთი მთელ სამყაროში წესრიგის შესანარჩუნებლად იყენებს. ღვთის გარდა, ყველა ვიღაცას ემორჩილება. მამაკაცები ემორჩილებიან ქრისტეს, ბავშვები — მშობლებს, ყველა ქრისტიანი კი — მთავრობებს. იესოც კი ღმერთს ემორჩილება (რომაელთა 13:1; 1 კორინთელთა 11:3; 15:28; ეფესელთა 6:1).
ხელმძღვანელებისადმი მორჩილება აუცილებელია მოწესრიგებული, სტაბილური საზოგადოების არსებობისთვის. მსგავსად ამისა, ოჯახის მეთაურისადმი მორჩილება მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი მტკიცე და ბედნიერი იყოს და მასში მშვიდობა სუფევდეს. თუ ოჯახში არ არის ქმარი ან მამა, ეს პრინციპი მაინც უცვლელი რჩება. ასეთ ოჯახებში მეთაურობას საკუთარ თავზე დედა იღებს. როდესაც ოჯახში არც ერთი მშობელი არაა, ეს პასუხისმგებლობა შეიძლება უფროსმა შვილმა ან სხვა ნათესავმა იტვირთოს. ყველა ამ შემთხვევაში, ოჯახის წევრებისთვის სასარგებლო იქნება, თუ პატივისცემას გამოავლენენ ასეთი ადამიანის მიმართ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მეთაურობის პრინციპი კი არ უარყოთ, არამედ ისწავლოთ მისი გამოყენება და სათანადო თვალსაზრისი იქონიოთ მასზე. პავლე მოციქული მოუწოდებს ქრისტიან ქმრებს, რომ ისეთივე ოჯახისთავები იყვნენ, „როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი“ (ეფესელთა 5:21—23). რა მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ?
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მესიასა და მომავალ მეფეს, იესოს თავად ღვთისგან ჰქონდა მიღებული ძალაუფლება და თავის მოწაფეებზე გაცილებით ბრძენი და გამოცდილი იყო, ის სიყვარულს, სითბოსა და თანაგრძნობას ავლენდა. იესო არ ყოფილა უხეში, ჯიუტი ან ზედმეტად მომთხოვნი. ის ბოროტად არ იყენებდა თავის ძალაუფლებას და არც გამუდმებით ახსენებდა ყველას, რომ ღვთის ძე იყო. იესო თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ამიტომაც ‘მისი უღელი საამური იყო და ტვირთი — მსუბუქი’ (მათე 11:28—30). მასთან ადვილად შეიძლებოდა მისვლა და დალაპარაკება. როგორც პავლე ამბობს, იესოს იმდენად უყვარდა კრება, რომ „თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:25).
როგორ შეუძლიათ ოჯახისთავებს, მიჰბაძონ იესოს?
როგორ შეუძლიათ ოჯახის მეთაურებს, მიჰბაძონ იესოს თვისებებს? პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მეთაური ინტერესდება თავისი ოჯახის ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობით. ის სათანადო დროს გამოყოფს, რომ ყურადღება მიაქციოს როგორც თითოეული წევრის, ისე მთელი ოჯახის მოთხოვნილებებს. მეუღლისა და შვილების ინტერესებს ის თავისაზე მაღლა აყენებს * (1 კორინთელთა 10:24; ფილიპელთა 2:4). ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპებისა და სწავლებების გამოყენებით ქმარი ცოლ-შვილის პატივისცემას იმსახურებს და მათ მხარდაჭერას იღებს. სიყვარულით გამოვლენილი მეთაურობის წყალობით ისინი შეძლებენ, ერთობლივად წარმატებით გაუმკლავდნენ ნებისმიერ პრობლემას. ამგვარად, თუ ქმარი მეთაურობის პრინციპთან დაკავშირებულ ბიბლიურ მითითებებს მიჰყვება, მისი ოჯახი ბედნიერი იქნება და განადიდებს ღმერთს.
ბრძენი ოჯახისთავი თავმდაბლობითაც გამოირჩევა. თუ საჭიროა, ის თავისუფლად მოიბოდიშებს, თუნდაც მისთვის ძნელი იყოს შეცდომის აღიარება. ბიბლია ამბობს, რომ „მრავალ მრჩეველშია ხსნა“ (იგავები 24:6). დიახ, თავმდაბლობა აღძრავს ოჯახის მეთაურს, მოუსმინოს და მზადყოფნით გაიზიაროს მეუღლისა და შვილების გონივრული თვალსაზრისი. ქრისტიანი ოჯახისთავი, რომელიც ჰბაძავს იესოს, დარწმუნდება იმაში, რომ მის მეთაურობას არა მხოლოდ ბედნიერება და უსაფრთხოება მოაქვს ოჯახისთვის, არამედ პატივს მიაგებს და განადიდებს ოჯახის დამფუძნებელს, იეჰოვა ღმერთს (ეფესელთა 3:14, 15).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიაში, ძირითადად, განიხილება ქმრისა და მამის როლი ოჯახში, მარტოხელა დედებსაც და და-ძმებზე მზრუნველ ობლებსაც შეუძლიათ ოჯახის მეთაურთათვის მიცემული პრინციპების გამოყენება.
^ აბზ. 14 იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება ოჯახზე სიყვარულით ზრუნვა.
[სურათი 26 გვერდზე]
გონიერი ქმარი ყურადღებით ეკიდება ცოლ-შვილის თვალსაზრისს.