წინდახედული დედა
წინდახედული დედა
დედა, რომელიც ითვალისწინებს თავისი შვილების მოთხოვნილებებს და ზრუნავს მათ საჭიროებებზე, ყოველთვის გულმოდგინედ ცდილობს, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვები მოუმზადოს შვილებს. მსგავსი გულმოდგინებით ეკიდება იგი მათ სულიერ კვებასაც.
ახლახან ერთმა ბრაზილიელმა ქალმა ამავე ქვეყანაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს წერილი მისწერა, რომელშიც მადლობას უხდიდა ბროშურისთვის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ „ამ ბროშურამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, — წერდა ის. — თვალი გადავავლე თუ არა გაკვეთილს, რომელშიც ისეთ საქმეებზეა საუბარი, რაც ღმერთს არ მოსწონს, მაშინვე გადავწყვიტე, ჩემი შვილებისთვის გადამეცა ეს ძალზედ საჭირო ინფორმაცია. მე სამი შვილი მყავს: გოგონები 10 და 11 წლის არიან, ბიჭი კი 5 წლისაა“. მან განაგრძო: „მართლაც რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი დამხმარე ლიტერატურის ქონა, რომ ოჯახს ღვთის ნორმების შესახებ ვასწავლო!“
აგრეთვე მან შეუკვეთა ბიბლიაზე დაფუძნებული სხვა პუბლიკაციებიც. თუ გსურთ სულიერი საზრდო თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, შეგიძლიათ მიიღოთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.