არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეგიძლიათ იპოვოთ ზნეობრიობა?

სად შეგიძლიათ იპოვოთ ზნეობრიობა?

სად შეგიძლიათ იპოვოთ ზნეობრიობა?

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც შეხედულებები ზნეობრიობაზე ცვალებადია. უზნეო მოქმედებებზე, რომლებსაც ადრე განსჯიდნენ, დღეს ხშირად თვალს ხუჭავენ. საინფორმაციო საშუალებებში ქურდებსა და თაღლითებს ხშირად მნიშვნელოვან და იდეალურ პიროვნებებად მიიჩნევენ. მრავალ ადამიანს მიესადაგება შემდეგი ბიბლიური აღწერილობა: „როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი“ (ფსალმუნები 49:18).

დიახ, თაღლითებით ძნელად თუ მოიხიბლები. ერთმა ჟურნალისტმა თქვა: „თაღლითები გამოირჩევიან სხვა ადამიანებისგან ბუნებრივი უნარით, რაც ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება, რომ თავიანთ გარშემო მყოფი ადამიანები მართონ. ამასთანავე, ისინი არ განიცდიან დანაშაულის გრძნობასა და სინდისის ქეჯნას ჩადენილი საქციელის გამო. პირიქით, ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ — განსაკუთრებულ სიამოვნებას, რაც აქეზებს მათ, კვლავაც განაგრძონ სხვების მართვა, რომ სურვილი დაიკმაყოფილონ იმისდა მიუხედავად, თუ რა ფასად დაუჯდება ეს მათ მსხვერპლს“.

რა თქმა უნდა, ადამიანები მეტად თანაუგრძნობენ ქვრივს, რომელმაც დაკარგა მთელი თავისი დანაზოგი თაღლითების გამო, ვიდრე დიდ კომერციულ ორგანიზაციას ან სადაზღვევო კომპანიას, რომლებიც აგრეთვე თაღლითური მაქინაციების მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი იმით იმართლებს თავს, რომ ბიზნესის სამყაროში მაინც ბევრი ფულია. მაგრამ თაღლითობა მარტო კომპანიებს კი არ აზარალებს, არამედ მომხმარებლებსაც, რომელთა ხარჯზეც კომპანიები დაკარგული ფულის დაბრუნებას ცდილობენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, საშუალო ოჯახი წელიწადში იხდის დამატებით სადაზღვევო თანხას — 1 000 დოლარზე მეტს, რაც თაღლითობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ხმარდება.

აგრეთვე, ბევრი ადამიანი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ შეიძინოს ცნობილი ფირმების გაყალბებული სახელით წარმოებული იაფფასიანი საქონელი, როგორიცაა: ტანსაცმელი, საათები, სუნამოები, კოსმეტიკა და ქალის ხელჩანთები. შესაძლოა, ისინი ხვდებიან, რომ საფირმო ნაწარმის გაყალბების გამო კომპანიები ასობით მილიარდ დოლარს კარგავენ ყოველ წელს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს მათთვის არც თუ ისე დიდი ზარალია. თუმცა, საბოლოოდ, მომხმარებელს უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს საფირმო ნაწარმსა და მომსახურებაში. ამასთანავე, ყალბი საქონლის ყიდვით თქვენ დამნაშავეებს ამდიდრებთ.

ერთმა მამაკაცმა, რომელიც თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლას ეწევა, დაწერა: „დარწმუნებული ვარ, მეტისმეტად გავრცელებული თაღლითობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკიდურესად უზნეო საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ზნეობრივი ნორმების მკვეთრი დაცემა ხელს უწყობს თაღლითობის გავრცელებას . . . ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც არ ასწავლიან ზნეობრივ პრინციპებს ოჯახში. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ზნეობრივი პრინციპები სკოლაშიც არ ისწავლება, რადგან მასწავლებლებს მორალის კითხვაში დაადანაშაულებდნენ“.

ამის საპირისპიროდ, იეჰოვას მოწმეები ასწავლიან ღვთის სიტყვაში მოცემულ ზნეობრივ ნორმებს და ცდილობენ, მათ თანახმად იცხოვრონ. ისინი ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:

● „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39).

● „არ მოატყუო“ (მარკოზი 10:19).

● „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად“ (ეფესელთა 4:28).

● „გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18).

თუმცა მოწმეები თვითკმაყოფილები და თავდაჯერებულები არ არიან, მაგარამ სწამთ, რომ, თუ ყველა გამოიყენებდა ამ პრინციპებს, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ისინი აგრეთვე დარწმუნებულნი არიან ღვთის დანაპირებში, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი დრო დადგება (2 პეტრე 3:13).

[ჩანართი 11 გვერდზე]

თუ ყველა გამოიყენებდა ღვთის სიტყვაში ჩაწერილ პრინციპებს, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა.

[სურათი 10 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპებით, რომელთაგან ერთ-ერთია: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.