არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ამ წიგნმა ძალიან შემცვალა“

„ამ წიგნმა ძალიან შემცვალა“

„ამ წიგნმა ძალიან შემცვალა“

ასეთი სიტყვები დაწერა ახალი წიგნის შესახებ „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ 12 წლის ბიჭმა ვირჯინიიდან (აშშ). მან თქვა, რომ ისწავლა ის, რაც არ იცოდა და არც არასოდეს გაუგია. ბიჭი გვიამბობს:

‹‹წიგნმა „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ დამანახვა, რომ ყოველთვის უნდა მიყვარდეს ღმერთი, მის შესახებ ყველასთან ვილაპარაკო და ლოცვაში ვესაუბრო მას. აგრეთვე ვისწავლე, ღმერთს მივმართო ხოლმე დახმარებისა და მფარველობისთვის. გავიგე, რომ ის, ვისაც ღმერთი უყვარს და ასრულებს მის მოთხოვნებს, სამოთხეში იცხოვრებს.

ამ წიგნმა ძალიან შემცვალა. ხშირად ვიტყუებოდი, მაგრამ მისი კითხვა რომ დავიწყე, შევწყვიტე ტყუილების თქმა. იმის შემდეგ, რაც ამ წიგნიდან ვისწავლე, ძლიერი სურვილი მაქვს, მსგავსი წიგნები კვლავაც წავიკითხო. ძალიან მინდა, უფრო მეტი ვიცოდე ღმერთის შესახებ››.

შესაძლოა თქვენც დაგეუფლოთ მსგავსი გრძნობები, როდესაც წაიკითხავთ ამ ლამაზად ილუსტრირებულ 256 - გვერდიან ისეთივე ფორმატის წიგნს, როგორიც ეს ჟურნალია. თქვენ ძალიან მოგეწონებათ, როცა გაეცნობით თავებს: „იესო ლოცვას გვასწავლის“, „სიკეთის გაკვეთილი“, „რას მოაქვს ბედნიერება?“, „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.

[სურათი 32 გვერდზე]

გაკვეთილი ტყუილის შესახებ