არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პიგმეებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება

პიგმეებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება

პიგმეებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კამერუნიდან

მთელ მსოფლიოში, 230-ზე მეტ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რომ სამეფოს შესახებ ცნობამ „ყველანაირ ადამიანამდე“ მიაღწიოს (1 ტიმოთე 2:4; მათე 24:14). მათ შორის არიან აფრიკაში მცხოვრები პიგმეები, ტანმორჩილი ხალხი, რომელთა სიმაღლეც საშუალოდ 120—140 სმ-ია. ისინი ძირითადად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, კონგოს რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კამერუნის დიდ ტყეებში მკვიდრობენ.

პირველი შეხვედრა პიგმეებსა და სტუმრებს შორის, რომელთა ჩანაწერებმაც ჩვენამდე მოაღწია, მაშინ შედგა, როდესაც ეგვიპტის ფარაონმა ნეფერირკარმა გაგზავნა ექსპედიცია მდინარე ნილოსის სათავის საძებნელად. აფრიკის შუაგულ ტყეში, ექსპედიციის ჩანაწერების თანახმად, მათ ძალიან დაბალი ადამიანები ნახეს. მოგვიანებით პიგმეებს ბერძენი მწერალი ჰომეროსი და ფილოსოფოსი არისტოტელე იხსენიებენ. ევროპელები ამ ხალხს მე-16-17 საუკუნეში შეხვდნენ.

დღეს იეჰოვას მოწმეები აფრიკის ტყეებშიც ქადაგებენ. თუმცა პიგმეები ეხმაურებიან სამეფოს შესახებ ცნობას, არც ისე ადვილია მათი ხელმეორედ მონახულება, რადგანაც ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან — დაახლოებით რამდენიმე თვეში ერთხელ საცხოვრებელ ადგილს იცვლიან.

პიგმეები მშვიდობიან და ბუნებით გაუბედავ ადამიანებად არიან ცნობილნი. მათი რიცხვი აფრიკაში დაახლოებით 150 000-დან 300 000-მდეა. მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ეკლესიებმა მათთვის სპეციალურად ააშენეს სკოლები და პატარა სახლები, რომლებიც მორგებული იყო მათი ცხოვრების სტილს. მაგრამ ყოველი მცდელობა, მიეზიდათ ისინი და ერთ ადგილას დაესახლებინათ, წარუმატებლობით მთავრდებოდა.

გამონაკლისი კამერუნში არის ჟავია მბაკი, პიგმეებში პირველი, ვინც იეჰოვას მოწმე გახდა. მან ბიბლიური ცნობა მას შემდეგ მიიღო, რაც წაიკითხა ილუსტრირებული წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, ასევე სხვა პუბლიკაციები *. ჟავია 2002 წელს მოინათლა და ის ახლა პიონერად მსახურობს (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სახარების სრული დროით მქადაგებლებს). ის აგრეთვე მომსახურეა პატარა ქალაქის მბანგის ქრისტიანულ კრებაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დრო გვიჩვენებს, სხვა პიგმეებიც თუ გადაწყვეტენ, თაყვანი სცენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელსაც უყვარს „ყველანაირი ადამიანი“.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 26 გვერდზე]

ჟავია მბაკი — კამერუნიდან პირველი პიგმეი, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა — მსახურებაში მონაწილეობის დროს.