„როდის უნდა წაიკითხო ყველა?“
„როდის უნდა წაიკითხო ყველა?“
2001 წლის ივლისში ერთმა კაცმა ქალაქ ამურსკის (ხაბაროვსკის ოლქი) ბიბლიოთეკაში იპოვა ჟურნალების დასტა, „გამოიღვიძეთ!“-ის 34 ნომერი. მან გამოიწერა ისინი და სახლში წაიღო, მაგრამ აგვისტოში, როდესაც უკან მიტანის დრო დადგა, არ სურდა მათი დაბრუნება. ამიტომაც, მან ხელმეორედ გამოიწერა ისინი სექტემბრამდე. მას იმდენად მოეწონა პუბლიკაციები, რომ ნოემბრამდე გააგრძელა გამოწერის ვადა და ჟურნალის ექვსი ახალი გამოცემაც დაუმატა.
მანამდე ეს მამაკაცი ყოველთვის გაურბოდა რელიგიურ ლიტერატურას. რატომ დაიწყო „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა? „ჟურნალი უმთავრესად სოციალურ პრობლემებს განიხილავს, რომლებიც ძალიან საინტერესოა და ყველას ეხება“ — დაწერა მან.
„ხშირად, შესანიშნავი ინფორმაციაა მოცემული თანამედროვე ქალაქებისა და ქვეყნების, სხვადასხვა ხალხების ტრადიციების შესახებ“ — აღნიშნა მამაკაცმა. მას აგრეთვე მოეწონა სტატიები იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ, რომლებმაც შეინარჩუნეს სულიერი ფასეულობები და დაეხმარნენ სხვებს გაჭირვებისა და უბედურების გადატანაში. როგორ შეაფასა მან ჟურნალები? «მთელი სერიოზულობით შეიძლება ითქვას, რომ „გამოიღვიძეთ!“ არის „ტაიმი“, „პოპულარ საიენსი“ და „ნეშნლ ჯიოგრეფიკი“ ერთად აღებული!»
მამაკაცმა ითხოვა „გამოიღვიძეთ!“-ის ძველი ნომრები რუსულ ენაზე, 1995 წლიდან მოყოლებული უახლესი ნომრების ჩათვლით. „გამოიღვიძეთ!“-ის გარდა მან ითხოვა „იეჰოვას მოწმეების“ მიერ გამოცემული სხვადასხვა წიგნები და ბროშურები. ის წერს: „შეიძლება იკითხოთ, როდის უნდა წაიკითხო ყველა?“ თავის დასმულ შეკითხვას თავადვე პასუხობს, რომ მას აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს ღირებული მასალა, რადგან ფუჭად არ ხარჯავს დროს ტელევიზორის ყურებაზე და ინტერნეტზე.
„გამოიღვიძეთ!“ გვაწვდის მდიდარ ინფორმაციას დღევანდელი მოვლენების შესახებ და გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა გადაჭრის არსებულ პრობლემებს. შეგიძლიათ სთხოვოთ იეჰოვას მოწმეებს, რომ ყოველთვიურად მოგიტანონ „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ნომრები.
[სურათი 31 გვერდზე]
ბავშვები — რას მოელიან მშობლებისგან?
[სურათი 31 გვერდზე]
როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ მოშლილობას?
[სურათი 31 გვერდზე]
იცით ღვთის სახელი?
[სურათი 31 გვერდზე]
რამდენად რეალურია ბირთვული საშიშროება?
[სურათი 31 გვერდზე]
იმედი — სად შეიძლება მისი პოვნა?
[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]
Nuclear explosion: U.S. Department of Energy photograph