არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ამავე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ინგლისურ ენაზე).

1. ჩვენს გონებაში იმის ჩასაბეჭდად, რომ ‘უკან არ მივბრუნდეთ’, იესოს მოწოდების თანახმად, ვინ უნდა გვახსოვდეს? (ლუკა 17:31, 32).

2. მთესველის შესახებ იესოს მიერ მოყვანილ იგავში, რატომ გახმა კლდოვან ადგილას დავარდნილი თესლისგან აღმოცენებული მცენარე? (მარკოზი 4:5, 6).

3. რა არის ნაჩვენები იმით, რომ მკვდრეთით აღდგენილი იესო იეჰოვას „მარჯვნივ“ იჯდებოდა? (საქმეები 2:34).

4. ვინ არის ერთადერთი შუხელი, ვინც საღვთო წერილშია მოხსენიებული? (იობი 8:1).

5. რა სახელი დაარქვა ღმერთმა 97 წლის იაკობს? (დაბადება 32:28).

6. მიუხედავად იმისა, რომ საულმა ღვთისადმი ურჩობა გამოავლინა და დავითსაც დევნიდა, რატომ არ მოკლა დავითმა საული, როდესაც მას ამის შესაძლებლობა მიეცა? (1 მეფეთა 26:7—11).

7. იეჰოვას სიტყვების შესაბამისად, რა ცხოველებმა შეჭამეს იზებელი? (4 მეფეთა 9:36).

8. სად გაჩერდნენ პირველად ისრაელები წითელი ზღვისკენ მიმავალ გზაზე? (გამოსვლა 12:37).

9. იაკობის სიტყვების თანახმად, რა არის „ჩვენი ღვთის . . . თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა“? (იაკობი 1:27).

10. რა დროის მონაკვეთი უჩვენა ღმერთმა დანიელს იმის დასანახვებლად, თუ როდის მოვიდოდა მესია და შემდეგ როდის მოიკვეთებოდა ის? (დანიელი 9:24—27).

11. იესოს სიტყვების თანახმად, აღსასრულამდე რას „იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“? (მათე 24:14).

12. რა არის „ხორცის საქმეები“, რომელთა გამოც ადამიანი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს? (გალატელები 5:19—21).

13. რა უნარის გამო შეუძლია იეჰოვას სწორად განსაზღვროს, როგორია ესა თუ ის ადამიანი? (1 მეფეთა 16:7).

14. წინასწარმეტყველად არჩევამდე რა საქმიანობას ეწეოდა ამოსი? (ამოსი 7:14).

15. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ მის მოწაფეებს უნდა ‘მოეძულებინათ’ თავიანთი ოჯახის წევრები? (ლუკა 14:26).

ვიქტორინის პასუხები

1. „ლოტის ცოლი“.

2. მცენარეს პატარა ფესვი ჰქონდა; ამიტომ არ შეეძლო მცხუნვარე მზისთვის გაეძლო.

3. იესო იეჰოვას შემდეგ უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიჭერდა.

4. ბილდადი, იობის სამი მეგობრიდან ერთ–ერთი.

5. ისრაელი.

6. საული იეჰოვას ცხებული იყო. ამიტომ დავითმა ამ საქმის მოგვარება იეჰოვას მიანდო.

7. ძაღლები.

8. სუქოთი.

9. „მივხედოთ ქვრივ–ობლებს გასაჭირში და დაულაქავებლად დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“.

10. „სამოცდაათი შვიდეული“.

11. „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“.

12. „სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და ამის მსგავსი საქმეები“.

13. „უფალი გულს ხედავს“.

14. ის იყო ‘მწყემსი და ლეღვის მომკრეფი’.

15. მათ შედარებით ნაკლებად უნდა ყვარებოდათ ისინი.