არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

გადასახადები. რამდენიმე კვირის წინ ვიკვლევდი საკითხს გადასახადებთან დაკავშირებით და დამებადა კითხვა: როდის შემოიღეს პირველად გადასახადები? ამ საკითხის კვლევა-ძიებაში ვიყავი, როდესაც ჩემმა ცოლმა მიიღო 2003 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის ერთი ეგზემპლარი, რომელშიც განხილული იყო სტატიათა სერია „ძალიან მაღალია თქვენი გადასახადები?“ ჩემდა გასაკვირად, ამ ნომერში მოცემული იყო ზოგიერთი საკითხი, რომელთაც მე ვიკვლევდი.

ს. ი. (ტაჯიკეთი)

სისხლის გადასხმა. მე ექიმი და სრული დროით მქადაგებელი ვარ. დიდად მადლიერი ვარ თქვენი, რომ გამოაქვეყნეთ იასუში აიზავას მონათხრობი, სათაურით „სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიარე“ (8 დეკემბერი, 2003). მისი შემთხვევა ჩემი შემთხვევის ანალოგიურია, რადგან მეც მომიწია, მესწავლა ცხოვრებაში მედიცინის მეორე ადგილზე დაყენება. ძმა აიზავას შესაძლებელია შევხვდე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ორივენი, როგორც ექიმები, ვიქნებით უმუშევრები. იმ დროს ექიმები საჭირონი აღარ იქნებიან!

ა. ს. (ეკვადორი)

2002 წლის ოქტომბერში ჩვენს უმცროს ქალიშვილს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის პროცესი მძიმე იყო, რადგან ამაში შედიოდა ორი ოპერაცია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. ამ დროის განმავლობაში მთელი ოჯახი ძალ-ღონეს არ ვიშურებდით იმისათვის, რომ ერთგულად დაგვეცვა ბიბლიური კანონი, თავი შეგვეკავებინა სისხლისგან. ეს არ იყო ადვილი, რადგანაც ლიტვაში თითქმის ყველა ბავშვს ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე სისხლის გადასხმას უნიშნავენ. სტატიამ „სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიარე“ გაგვაძლიერა, რომ გვემოქმედა იეჰოვას თვალსაზრისის თანახმად. ახლა ჩვენი ქალიშვილი თავს უკეთესად გრძნობს.

მ. და ს. დ. (ლიტვა)

და-ძმებს შორის მეტოქეობა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები . . . რა ვქნა, რომ და-ძმების სახელმა არ დამჩრდილოს?“ (8 დეკემბერი, 2003). ვარ 16 წლის და ასე მგონია, რომ ჩემს უფროს დას ყოველთვის მეტ ყურადღებას აქცევენ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ იეჰოვას ყოველთვის ვახსოვარ, მაგრამ თავს მაინც მარტოდ ვგრძნობ. სტატია ჩემს გრძნობებს შეეხო, რადგანაც ის გულთბილი სიტყვებითაა დაწერილი. მისი კითხვისას თვალებზე ცრემლები მომადგა. მადლობა პრაქტიკული რჩევებისთვის. მან გული მომილბო.

მ. ო. (იაპონია)

დროდადრო მეც ისეთივე გრძნობები მეუფლება, როგორც ყველა იმ ახალგაზრდას, რომელთა სიტყვებიც ციტირებულია სტატიაში. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ჩემი უფროსი დის სანიმუშო მაგალითზე მიმითითებდნენ. ასე რომ, ვიცი, თუ როგორი გრძნობა გაქვს, როდესაც ყოველთვის ოჯახის რომელიმე წევრს გადარებენ. თქვენი სიტყვები იმის თაობაზე, რომ საჭიროა ადამიანმა დაინახოს ის, რისი კეთებაც თვითონ შეუძლია კარგად, ჩემთვის „მოვერცხლილი ვაშლები“, ანუ დროულად ნათქვამი სიტყვები, იყო (იგავები 25:11).

ს. ტ. (შეერთებული შტატები)

მყავს უმცროსი ძმა და უფროსი და. ისინი ყველაფერში ჩემზე უკეთესები არიან. ასე რომ, თქვენი რჩევის შესაბამისად, ახლა ესპანურს ვსწავლობ და ვაპირებ, უფრო მეტი დრო დავუთმო მსახურებას. სწავლა სიხარულს მანიჭებს და ხალხი მეც მამჩნევს.

ჰ. ბ. (შეერთებული შტატები)

რა მომავალი ელის სამყაროს? სტატიიდან „ჩემი რელიგია მეცნიერება იყო“ (8 ოქტომბერი, 2003) ჩანს, რომ კენეტ ტანაკასთვის უცნობია მეცნიერების ის აზრი, რომ სამყარო განაგრძობს გაფართოებას.

რ. გ. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთის!“-ის პასუხი: კოსმოლოგებს არა აქვთ ერთი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგიერთი დღესაც იზიარებს აზრს, რომ სამყაროს გაფართოების პროცესი თანდათანობით შენელდება, ბოლოს სრულიად შეწყდება და სამყარო უკიდურესად შეკუმშულ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა კენეტ ტანაკა მხარს არც ერთს არ უჭერს. მისი განაცხადის უმთავრესი მიზანი იყო, ხაზი გაესვა იმისთვის, რომ მეცნიერებას არ შეუძლია სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი.