სწორედ ის არის, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ
სწორედ ის არის, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ
წლების განმავლობაში წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმული მკითხველები მის შესახებ ამბობენ, რომ სწორედ ის არის, რაც უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა. მექსიკის შტატ სინალოაში მცხოვრებმა ერთმა მოზარდმა გოგონამ ამ წიგნის ათი ეგზემპლარი შეუკვეთა რამდენიმე მეგობრისთვის. მან თქვა, რომ, თუმცა იეჰოვას მოწმე არ არის, ნამდვილად მოეწონა ეს წიგნი. ის აღნიშნავს: „მე უდიდეს პატივს გცემთ თქვენ“.
შემდეგ ის დასძენს: „მე მრავალი მეგობარი მყავს, რომელთაც უამრავი კითხვა აქვთ დღევანდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მათ ვაჩვენე ეს წიგნი და ძალიან მოეწონათ. წიგნი ბრწყინვალეა და მასში არის ყველაფერი, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ“. მან ითხოვა, თუ შესაძლებელი იყო, ეს წიგნები ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე მიეღო.
წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ შედგება 39 თავისგან. მასში სხვა საკითხებთან ერთად განხილულია: „როგორ მივაღწიო მშობლებისგან მეტ თავისუფლებას?“, „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, „დასაშვებია ქორწინებამდელი სექსი?“, „როგორ გამოვიცნო ნამდვილი სიყვარული?“. თუ გსურთ ამ 320-გვერდიანი წიგნის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.