არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩვენ აღარ ვიზეიმებთ ჰელოუინს!“

„ჩვენ აღარ ვიზეიმებთ ჰელოუინს!“

„ჩვენ აღარ ვიზეიმებთ ჰელოუინს!“

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ბელგიიდან

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტიენენის (ბელგია) საშუალო სკოლის ერთ-ერთმა კლასმა. როგორ მივიდნენ მოსწავლეები ამ გადაწყვეტილებამდე? ბელგიაში ჰელოუინის აღნიშვნა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. 2002 წლის 31 ოქტომბერს ის პირველად იზეიმეს ამ სკოლაში. როცა ეს დღე მოახლოვდა, მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა, რომ დღესასწაულისთვის თითოეულს რაღაცა მოემზადებინა. „რაც უფრო უშნო და საშინელ რამეს მოიფიქრებთ, მით უკეთესი!“ — დასძინა მან.

ამ კლასში სწავლობდა 10 წლის მათიასი. მას გაახსენდა 2001 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატიათა სერია, რომელშიც საუბარი იყო ისეთ ცნობილ დღესასწაულებში არსებული ფარული საშიშროებების შესახებ, როგორიცაა ჰელოუინი. მათიასმა იცოდა, რომ ჰელოუინის დროს ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც ღმერთს არ მოსწონს. მან თავისი დავალების შესასრულებლად დაწერა თემა, რომელიც ამ სტატიებზე იყო დაფუძნებული. თემის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ მასწავლებელმა დაასკვნა, რომ ჰელოუინი არც ისე უწყინარი დღესასწაული იყო, როგორც ამას ჩვეულებრივ მიიჩნევდნენ. შემდეგ კი სთხოვა მათიასს, რომ კლასის წინაშე წაეკითხა ის.

თავიდან, როდესაც მათიასმა თემის კითხვა დაიწყო, ზოგი თანაკლასელი თითქოს არ უსმენდა. მაგრამ, მათიასი განაგრძობდა კითხვას და მალე ყველამ გულისყურით დაუწყო მოსმენა. თემის დასრულების შემდეგ მასწავლებელმა ჰკითხა კლასს: კიდევ გაქვთ სურვილი, რომ ჰელოუინი იზეიმოთ? მთელმა კლასმა ერთსულოვნად უპასუხა: „არა!“ ერთმა მოსწავლემ წამოიძახა: „საშინელებაა!“ მეორემ კი თქვა: „არ მეგონა, რომ ჰელოუინი ასეთ უპატივცემულობას ავლენდა დაღუპულებისადმი“.

მათიასი, რომელიც თავიდან საკმაოდ გაუბედავი იყო, ამ შემთხვევამ აღძრა, რომ, სხვების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა ყველასთვის გაეზიარებინა. ასევე, როგორც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, მასწავლებლისა და თანაკლასელების თვალში მან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.