არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ანუგეშებენ მგლოვიარეებს

ისინი ანუგეშებენ მგლოვიარეებს

ისინი ანუგეშებენ მგლოვიარეებს

ხალისკოში (მექსიკა) მცხოვრებმა ქალმა მექსიკაში არსებულ იეჰოვას მოწმეების ფილიალს წერილი მისწერა. მან თქვა: «გთხოვთ, გამომიგზავნოთ ბროშურის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ რამდენიმე ეგზემპლარი. მართალია არა ვარ იეჰოვას მოწმე, მაგრამ ვიზიარებ თქვენს ბევრ შეხედულებას».

წერილის ავტორმა ახსნა მიზეზი, თუ რატომ სურდა ბროშურები. მან თქვა: „ვფიქრობ, კარგი იქნება ამ ბროშურების იმ ადამიანებისთვის მიცემა, რომლებიც ყვავილების საყიდლად ჩვენს მაღაზიაში შემოდიან. ბროშურას მას შევთავაზებ, ვინც მიცვალებულისთვის გვირგვინს იყიდის. მათ შორის შეიძლება იყოს ის, ვისაც დაეღუპა მეუღლე, შვილი ან ახლობელი. ვფიქრობ, ეს ბროშურები ძალიან დამხმარე იქნება მათთვის.

შესაძლოა, თქვენ ან თქვენმა ნაცნობმაც ჰპოვოთ ნუგეში ამ 32-გვერდიანი ბროშურის წაკითხვით. ის პასუხს გვცემს ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: როგორ შევეგუო ჩემს მწუხარებას? როგორ შეუძლია სხვებს დახმარება? რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის?

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა: „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.