არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ბავშვები. როგორც კი მივიღე სტატიათა სერია „ბავშვები — რას მოელიან მშობლებისგან?“ მაშინვე დიდი ინტერესით წავიკითხე ის (8 იანვარი, 2004). მყავს ხუთი შვილი, ამიტომ ეს სტატიები ძალიან შეეხო ჩემს გულს. კარგი იქნებოდა, თუ ყველა დედა წაიკითხავდა მას.

კ. მ. (საფრანგეთი)

ეს სტატიები მართლაც რომ დროული იყო. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ ბავშვი გვეყოლებოდა, თქვენც ამ დროს გამოაქვეყნეთ სტატია ორსული ქალებისთვის (8 იანვარი, 2003). ახლა ჩვენ სამი თვის ვაჟი გვყავს და თქვენც დაბეჭდეთ შესანიშნავი რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავზარდოთ ბავშვი. ეს სტატიები ახალგაზრდა დედებისთვის ძალიან დამხმარეა.

დ. კ. (პოლონეთი)

ბიოგრაფია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატიისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ბიოგრაფიების კითხვა. ჩემს გულს ძალიან შეეხო აილინ ბრემბას ბიოგრაფია „ჩაცმულობა და გარეგნობა ჩემთვის დაბრკოლების ლოდი იყო“ (8 იანვარი, 2004). მართლაც რა გულწრფელად სურდა მას, რომ ჭეშმარიტი რელიგია ეპოვა!

ლ. მ. (რუსეთი)

განსაკუთრებით დამაინტერესა აილინ ბრემბას ბიოგრაფიამ, რადგან ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, სადაც ბევრი ამიში და მენონიტი ოჯახია. ადრე ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა მათთან ბიბლიაზე საუბარს, რადგან საკუთარ რწმენაში ძალიან დარწმუნებულები ჩანდნენ. ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ყველანაირი ადამიანის მიმართ თუ ყურადღებასა და გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ, ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებაში დავეხმარებით მათ.

მ. ჰ. (შეერთებული შტატები)

მეც მიწევდა იმ აზრთან ბრძოლა, რომ კოსმეტიკის გამოყენება და ძვირფასეულობის ტარება მხოლოდ ამ ქვეყნიერებისთვის იყო დამახასიათებელი. მაგრამ იეჰოვას მოწმეთა შორის გამეფებული უთვალთმაქცო სიყვარული და ასევე საღვთო წერილისადმი მათ მიერ გამოვლენილი პატივისცემა, დამეხმარა იმის გაგებაში, რომ გარეგნობით არ შევაფასო ადამიანები.

ა. კ. (შეერთებული შტატები)

სამკურნალო მცენარეები. დიდი სიამოვნებით წავიკითხე სტატია „სამკურნალო მცენარეები — ეფექტურია მათი გამოყენება?“ (8 იანვარი, 2004). ვარ მედდა. სახსრების სამკურნალოდ ვიყენებ მცენარეებს, რაც ჩემს შემთხვევაში ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მაგრამ თქვენ არ მოიხსენიეთ, რომ ზოგმა სამკურნალო მცენარემ ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში შეიძლება ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს. ვფიქრობ, იეჰოვას მოწმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოპერაციის წინ შეწყვიტონ გარკვეული სამკურნალო მცენარეების მიღება.

ჯ. ჰ. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: დიდი მადლობა მნიშვნელოვანი შეხსენებისთვის. პაციენტმა ოპერაციამდე აუცილებლად უნდა უთხრას თავის ექიმს, თუ რა მედიკამენტებს იღებს. ეს სამკურნალო მცენარეების შემცველობის პრეპარატებსაც ეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მათთვის, რომლებიც მიჰყვებიან ბიბლიურ მითითებას ‘მოერიდეთ . . . სისხლს’ (საქმეები 15:29).

თავისუფლად ლაპარაკი. დიდი სიამოვნებით წავიკითხე სტატია „როგორ შევძლო თავისუფლად ლაპარაკი?“, რუბრიკიდან ახალგაზრდების შეკითხვები (8 იანვარი, 2004). ათი წელია ჟურნალისტად ვმუშაობ, მაგრამ ცოტათი მაინც ვღელავ, როცა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოვდივარ. თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, რომელიც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში ტარდება, უფრო მეტი განათლება მივიღე, ვიდრე ინსტიტუტსა და სამსახურში. ამ სკოლაში მიღებული განათლება ძალიან მეხმარება არა მარტო კარდაკარ მსახურების გაუმჯობესებაში, არამედ სამსახურში წარმატებების მიღწევაში.

ლ. ბ. (შეერთებული შტატები)