არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველთვის პოპულარული ხახვი

ყოველთვის პოპულარული ხახვი

ყოველთვის პოპულარული ხახვი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

განა შეიძლება წარმოვიდგინოთ სამზარეულო ჩვეულებრივი ხახვის გარეშე? ეს მრავალი დანიშნულების მქონე ბოსტნეული შეიძლება თითქმის ყველაფერში გამოვიყენოთ — სუპებში, სალათებში, ძირითად კერძებში და სამედიცინო დანიშნულებით. მან შეიძლება ცოტა გვატიროს კიდეც.

თავიანი ხახვი, რომელიც ისეთი მშვენიერი ყვავილოვანი მცენარეების ნათესავია, როგორიცაა: მოლის, ნეაპოლური და აფლატუნის ხახვი, თავადაც საუცხოოდ ყვავილობს. მაგრამ მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოში გვხვდება ხახვის ბოლქვი — მიწისქვეშა სახეშეცვლილი ყლორტი, რომელსაც სქელი წვნიანი სახეშეცვლილი ფოთლები აქვს.

ის არის ადამიანის მიერ მოყვანილ კულტურათაგან ერთ–ერთი უძველესი ბოსტნეული. თუ რამდენად ფართოდ იყენებდნენ მას, შეგვიძლია გავიგოთ ბიბლიური ცნობიდან. საღვთო წერილში ნაჩვენებია, რომ დაახლოებით ძვ. წ 1513 წელს ისრაელებს ენატრებოდათ ხახვი, რომელსაც ისინი ეგვიპტეში მონებად ყოფნისას მიირთმევდნენ (რიცხვნი 11:5).

მაგრამ რამ გახადა ხახვის არომატი ასე მიმზიდველი მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხალხისთვის? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგირდის შენაერთები აძლევს ხახვს განსაკუთრებულ არომატსა და სიცხარეს. სწორედ გოგირდმჟავასგან იქმნება ნივთიერება, რომელიც ცრემლებს გვაყრევინებს ხოლმე.

არა მარტო გამორჩეული გემოს მქონე

ხახვს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჯანდაცვის საქმეში. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი და ასკორბინის მჟავა ანუ ვიტამინი С. მაგრამ ხახვი მაინც განსაკუთრებით თავისი სამკურნალო თვისებების გამო ფასობდა. დღესაც კი მას ხშირად იყენებენ გაცივებასა და ლარინგიტთან, ათეროსკლეროზსა და გულის კორონარულ დაავადებასთან, დიაბეტთან და ასთმასთან საბრძოლველად. აგრეთვე თვლიან, რომ ხახვს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის შემცველობის ზრდას, აქვს ანთებისა და კიბოს საწინაააღმდეგო მოქმედება.

არსებობს სხვადასხვა ფერის ხახვი — თეთრი, ყვითელი, ყავისფერი, მწვანე, წითელი და იისფერი. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს ბოსტნეული უმი, მოხრაკული ან მოხარშული, დამწნილებული, გაუწყლოებული ან დაფხვნილი. განა ხახვი შესანიშნავი ბოსტნეული არ არის მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცრემლებს მოგადენთ?