არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთად ცხოვრება კარგი საფუძველია ქორწინებისთვის?

ერთად ცხოვრება კარგი საფუძველია ქორწინებისთვის?

ერთად ცხოვრება კარგი საფუძველია ქორწინებისთვის?

ორი საპირისპირო სქესის ადამიანის ერთად ცხოვრება, ქორწინების გარეშე, „ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში (Journal of Marriage and Family). — დაახლოებით 50%–ს მათგან, ვინც ასეთ ცხოვრებას ეწევა, მიაჩნია, რომ ასეთი სახით დაინახავენ, რამდენად ეწყობიან ერთმანეთს“. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ქორწინებამდე ერთად ცხოვრებამ „უნდა გამორიცხოს ხასიათების შეუთავსებლობა და ქორწინების მომდევნო წლები უფრო სტაბილურს გახადოს“.

„მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს, — ნათქვამია ამავე ჟურნალში. — სხვა წყვილებისგან განსხვავებით, ისინი, რომლებიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ, ნაკლებად არიან კმაყოფილები ერთმანეთით, ნაკლებად ატარებენ დროს ერთად, ნაკლებად უდგანან მხარში ერთმანეთს; მათ უფრო ხშირად აქვთ უთანხმოებები, უფრო უჭირთ პრობლემების გადაწყვეტა და მეტი სირთულეები აქვთ ქორწინებაში . . . გარდა ამისა, მათ შემთხვევაში განქორწინების უფრო მეტი ალბათობა არსებობს“.

როგორც აქედან ჩანს, ის, რაც ადამიანს გონივრული ეჩვენება, სინამდვილეში შეიძლება არაგონივრული იყოს. ამას ადასტურებს იერემიას 10:23–ში ჩაწერილი სიტყვები: „ადამიანის ხელთ არაა მისი გზა . . . ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. გაცილებით გონივრულია, მივმართოთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, რომელიც შესანიშნავ რჩევებს გვთავაზობს ქორწინებასთან დაკავშირებით! (2 ტიმოთე 3:16). მაგალითად, ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ ბიბლია ამბობს: „მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24; მათე 19:5).

ადამიანური აზროვნებისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად არასაიმედოა, ღვთიური ხელმძღვანელობის მიყოლა ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინების საფუძველია (იგავები 3:5, 6).