„ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს“
„ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის პოლონეთიდან
2003 წლის ზაფხულის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში ჩატარებულ კონგრესებზე მრავალ ენაზე გამოიცა წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. ამ ლამაზად ილუსტრირებულ წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოლონეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. თუმცა წიგნი ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, წერილებიდან ჩანს, რომ მოზარდებსაც ძალიან მოეწონათ ის. ქვემოთ მოცემულია ნაწყვეტები წერილებიდან.
«ჩემი სახელია აგატა. რვა წლის ვარ. წიგნის მიღებისთანავე ვიგრძენი, თუ როგორ ვუყვარვარ იეჰოვას. განსაკუთრებით მომეწონა მე-7 თავი „მორჩილება დაგიცავს“. მე ყოველთვის არ ვემორჩილებოდი მშობლებს. ახლა მივხვდი, რომ უნდა შევიცვალო, რადგან იეჰოვას უყვარს მორჩილი ბავშვები».
13 წლის მარლენა აღტაცებით წერს: „ვიცი, რომ ეს წიგნი ჩემზე პატარებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ჩემი აზრით, ის ყველაში აღძრავს ინტერესს. მან გამიძლიერა რწმენა იეჰოვასა და იესოსადმი. რთული საკითხებიც კი მარტივად არის ახსნილი. კითხვას თავს ვერ ვანებებ. სურათებიც შესანიშნავია! თანდართული კითხვები ინტერესს აღძრავს ახალგაზრდებში. შესანიშნავი წიგნია. ყურადღებით ვკითხულობ მას. დიდი მადლობა“.
15 წლის იუსტინამ მოგვწერა, თუ როგორ გაიტაცა ამ წიგნის კითხვამ: „ის თავები, რომლებიც წავიკითხე, იმდენად საინტერესოა, რომ მინდა, მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა ამ მშვენიერი და სასარგებლო საჩუქრისთვის. ჩემი აზრით, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, მათ შორის უფროსი ასაკის ადამიანებმაც. მასში მოცემული მაგალითები იმდენად მარტივი ენითაა გადმოცემული, რომ ერთი წლის ბავშვსაც კი არ გაუჭირდება გაგება. სურათებიდან ბევრის სწავლა შეიძლება. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის, რაც ამ წიგნის კითხვამ მომანიჭა“.
ამ პუბლიკაციის გამოცემისთვის იუნიკამაც გამოხატა მადლიერება. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისაა, მან დიდი სიამოვნებით წაიკითხა ახალი პუბლიკაცია და თქვა, რომ ის „პრაქტიკულია ახალგაზრდებისთვის“. მან ასევე აღნიშნა: „წიგნში მოცემულია შესანიშნავი რჩევები, რომლებიც დიდად დამხმარეა ყოველდღიურ ცხოვრებაში — სახლში, სკოლასა და კრებაში. დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის“.
მარიამ გაგვიზიარა, რა რეაქცია ჰქონდა თავის ერთი წლის გოგონას, ოლივიას, ფერადი სურათების დანახვაზე. მან დაწერა: „მინდა, მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა ამ შესანიშნავი სახელმძღვანელოსთვის, რომელიც ძალიან დამხმარეა ბავშვების სასწავლებლად. ოლივიამ თვალი ვერ მოსწყვიტა წიგნს. ის გვიცოცდება კალთაში, რათა მოვუყვეთ, თუ რა წერია ამა თუ იმ თავში. მას განსაკუთრებით მოეწონა 83-ე გვერდზე მოცემული სურათი, სადაც აღბეჭდილია ორი სხვადასხვა რასის გოგონა, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან. ილუსტრაციები ისე ცოცხლადაა შესრულებული, რომ ბავშვი ეხება, კოცნის და უცინის“.
ამ პუბლიკაციის საგანმანათლებლო ღირებულების შესახებ მარია ასევე გვწერს: „წიგნში საუბარია ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა სქესობრივი კავშირი (გვერდები 58—60) და სქესობრივი ძალადობა ბავშვებზე (გვერდები 170, 171). ეს წიგნი დიდ დახმარებას უწევს მშობლებს, რომლებსაც სურთ, ბრძნულად აღზარდონ შვილები ამ ბოროტ, ხიფათით სავსე ქვეყნიერებაში“.
წიგნის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ გამომცემლები იმედოვნებენ, რომ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც იქნება დამხმარე ამ სახელმძღვანელოში მოცემული სწავლებები, რომლებიც 2000 წლის წინათ წარმოთქვა დიდებულმა მასწავლებელმა, იესო ქრისტემ.
[სურათი 31 გვერდზე]
აგატა
[სურათი 31 გვერდზე]
მარლენა
[სურათი 31 გვერდზე]
იუნიკა
[სურათი 31 გვერდზე]
მარია და ოლივია
[სურათი 31 გვერდზე]
იუსტინა