მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
შინაური ცხოველები. დიდი მადლობა სტატიათა სერიისთვის „შინაური ცხოველები — რა თვალსაზრისი გაქვთ მათზე?“ (8 მარტი, 2004). ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგანაც სტატიები დაწერილი იყო ცხოველებისადმი მზრუნველობითა და სიყვარულით. გადავწყვიტე, ამ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი ჩემს ვეტერინარს მივცე. მსგავსმა სტატიებმა ცხოველების მოყვარული ადამიანები შეიძლება აღძრას იეჰოვასთან დასაახლოებლად.
ო. მ. (იტალია).
ახლახან მარტო ცხოვრება გადავწყვიტე და სახლში ორი კნუტი მოვიყვანე. კნუტები დიდ სიამოვნებას მანიჭებენ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ მნიშვნელოვანია, ისინი არ გავუტოლო ადამიანებს. ეს სტატია დამეხმარა იმის გაგებაში, რომ აუცილებელია, გაწონასწორებული თვალსაზრისი მქონდეს ცხოველებზე.
კ. ო. (იაპონია).
სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად. სამი კვირის წინ ჩემი ბებერი ძაღლი განზრახ მოვკალი, რათა ტანჯვისგან გამეთავისუფლებინა. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, რაც კი ოდესმე მიმიღია. ამ დილით კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სტატიათა სერიას შინაურ ცხოველებზე. მათში იგრძნობოდა თანაგრძნობისა და გაგების სული და ისინი ძალიან დამეხმარა.
ს. გ. (შეერთებული შტატები).
მე ვმუშაობ მამაკაცთან, რომელიც ცხოველთა საკვების მრეწველობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შინაურ ცხოველებზე დაწერილი სტატიათა სერია ჩემს სადგამ დაფაზე დავტოვე. როდესაც სასაუზმოდ წავედი, მან ნახა ჟურნალი, წაიკითხა და იმდენად მოეწონა, რომ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ის რეგულარულად მიღების სურვილი გაუჩნდა.
ლ. ვ. (შეერთებული შტატები).
ეს სტატიები შესანიშნავი იყო და დამეხმარა, რომ გაწონასწორებული შეხედულება მქონოდა ჩემს ცხოველებზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ, როდესაც ადამიანს სახლში კატა ან ძაღლი მიჰყავს, საჭიროა მათი დაკოდვა. იმის ერთ–ერთი მიზეზი, რომ ყოველწლიურად ამდენი კატა და ძაღლი იხოცება, ის არის, რომ ამ ცხოველების სახლში წაყვანის მსურველთა რიცხვი იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჭიროა.
შ. ბ. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: დიდი მადლობა, რომ ჩვენი მკითხველების ყურადღება გაამახვილეთ ამ საკითხზე.
თქვენს სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში „ყველა ცხოველი, შინაური თუ გარეული, ერთმანეთთანაც და ადამიანებთანაც მშვიდობიანად იქნებიან“. განა გონივრულია იმის დაჯერება, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იქნებიან?
დ. ბ. (კანადა).
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ცოდვის მონობაში მოექცა, მრავალმა რამემ ჩვენს პლანეტაზე პირვანდელი სრულყოფილი სახე დაკარგა. მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ შესრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება სამოთხეში ცხოველებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ შემოქმედი დედამიწაზე ბოლოს მოუღებს ყველაფერს, რასაც ზიანი მოაქვს (ფსალმუნები 36:10, 11).
ფეხით სიარული. დიდი მადლობა სტატიისთვის „არის ფეხით სიარული ვარჯიში?“ (8 მარტი, 2004). სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ ფეხით სიარული გულის დაავადებებისა და ინსულტის საშიშროებას ამცირებს! სტატიამ დამანახვა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც პასიური ცხოვრების წესს ვეწევი. ასე რომ, გადავწყვიტე, სტატიაში მოცემულ რჩევას მივყვე და უფრო ხშირად ვიარო ფეხით.
ლ. ბ. (შვედეთი).
ინტიმური ტელეფონი. მინდა გამოვხატო მადლიერება სტატიისთვის „რა არის ცუდი ინტიმურ ტელეფონში?“ (8 მარტი, 2004), რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“. ეს სერიოზული პრობლემა მწარე გაკვეთილის ფასად გამოვცადე. შედეგად, ამან ჩემს სულიერობაზე უარყოფითად იმოქმედა, რამაც უფრო სერიოზულ ცოდვებამდე და კრებაში პასუხისმგებლობების ჩამორთმევამდე მიმიყვანა. დაე იეჰოვას სიბრძნე იყოს თქვენთან, რომ კვლავ გამოაქვეყნოთ ასეთი სასარგებლო სტატიები, რომლებიც დაგვეხმარება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში.