როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს უფრო მეტად?
როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს უფრო მეტად?
წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ ბევრი მკითხველი ურჩევს სხვებს, რომ წაიკითხონ ის. ერთი მკითხველი წერს: „ახლახან დავამთავრე ამ წიგნის კითხვა, რამაც არნახული შთაბეჭდილება დამიტოვა. მადლობა ყველა იმ შეხსენებისთვის, რომ ზეციერი მამა, იეჰოვა, ასეთი მოსიყვარულე, მზრუნველი, კეთილი და თბილია“.
სხვა მკითხველი თავის გრძნობებს ასე გამოხატავს: „ეს წიგნი საშუალებას მაძლევს, უფრო მეტად დავუახლოვდე ჩვენს მამას — გავიგო მისი მოწიწების შთამნერგავი აზრების და სათუთი გრძნობების შესახებ, რომლებსაც თითოეული ჩვენგანის მიმართ ავლენს. როდესაც ამ წიგნს კითხულობ, თითქოს ძვირფასი, ლამაზი ბრილიანტი გიჭირავს და ყურადღებით ატრიალებ ხელში, რათა დაკვირვებით დაინახო მისი თითოეული წახნაგი; წიგნის ყოველი მომდევნო თავი უფრო და უფრო დახვეწილი და საინტერესოა“.
ერთი მანდილოსანი აღნიშნავს: «ეს-ეს არის დავამთავრე წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ კითხვა. როდესაც დასკვნით ორ აბზაცამდე მივედი, რამდენჯერმე შევჩერდი, რომ მელოცა, რადგანაც სიყვარულისა და მოწიწების საოცარი გრძნობა დამეუფლა. იეჰოვასადმი სიყვარული და მადლიერება უსაზღვროდ გამიღრმავდა!»
შესაძლოა თქვენც მსგავსი გრძნობები დაგეუფლოთ, თუ წაიკითხავთ ამ 320-გვერდიან წიგნს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.