არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოქვაბულის მარგალიტები

გამოქვაბულის მარგალიტები

გამოქვაბულის მარგალიტები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

ამერიკელმა სპელეოლოგმა (მეცნიერი, რომელიც შეისწავლის გამოქვაბულებს), რომელიც გამოქვაბულში ხალიჩასავით გადაფენილ მილიონობით „მარგალიტზე“ იდგა, აღტაცებით წამოიძახა: „გმადლობ ღმერთო, რომ მაჩუქე სიცოცხლე, რათა ეს საოცრება მენახა!“. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში ეწვია მღვიმურ სისტემებს — მარგალიტების გამოქვაბულს, რომლის სიგრძე 529 მეტრია, ხოლო სიღრმე 17 მეტრი. გამოქვაბულის შიგნით შთამბეჭდავი კლდოვანი სტრუქტურების ნახვა შეიძლება. რადგან გაგონილი გვქონდა ასეთი გამოქვაბულის არსებობის შესახებ, გადავწყვიტეთ, ის საკუთარი თვალით გვენახა.

გამოქვაბული კერძო პირის რანჩო იყო. ძალიან გაგვიმართლა, რადგან მესაკუთრის ცოლი გავიცანით. როდესაც გავიარეთ მარმარილოს დერეფანი, ვიხილეთ ორ მილიონამდე კალციტის ბურთულა ანუ „მარგალიტი“. იატაკზე „მარგალიტები“ 50 მეტრის რადიუსშია მიმოფანტული; მათი სისქე კი დაახლოებით 12 სანტიმეტრია. ვერავინ გაუძლებს ცდუნებას, ხელი არ წაავლოს ოსპის მარცვლის მსგავს პატარა ბურთულებს, რომლებიც თითებში სრიალებს. ყველაზე დიდი ბურთულები პატარა ფორთოხლის ზომისაა. თუ ცნობისმოყვარე ადამიანი „მარგალიტების“ გროვაში მღვიმის ძირამდე ჩაყოფს ხელს, აღმოაჩენს, რომ „მარგალიტები“ თანაბრად არის მიმობნეული.

როგორ წარმოიქმნება გამოქვაბულის მარგალიტები? ზემოდან განუწყვეტლივ ჩამოედინება წყლის წვეთები, რომლებიც ჭერსა და კედელს კირს აცილებს. კირიანი წყალი ეკვრის ქვიშას, ძვლის მაგვარ ნამსხვრევებსა და სოდის ლოლოებს. როდესაც კალციტის დიდი რაოდენობა ერთად შეგროვდება, „მარგალიტები“ წარმოიქმნება.

თუმცა ეს გამოქვაბული წლების განმავლობაში იყო ცნობილი ადგილობრივ მცხოვრებთათვის, მისით მხოლოდ ახლახან მოიხიბლნენ და დაინტერესდნენ უცხოელი სპეციალისტები. დღეს დიდ ძალისხმევას ახმარენ გამოქვაბულის გამოკვლევასა და სხვადასხვა სახით მის დაცვას.

ისეთი ადგილები, როგორიც ეს გამოქვაბულია, გვახსენებს ფსალმუნების 110:2-ში ჩაწერილ სიტყვებს: „დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მის მოყვარულთათვის“ (ფსალმუნები 110:2).