არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ჩარჩოში, ამავე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე).

1. პეტრეს სიტყვების თანახმად, რა მიზნისთვის აირჩია ღმერთმა სულიერი ისრაელი „რჩეულ მოდგმად“? (1 პეტრე 2:9).

2. რომელი იყო იესოს პირველი სასწაული და სად მოხდა ის? (იოანე 2:1—11).

3. რისგან შექმნა ღმერთმა ევა, რომელიც ადამის ანალოგი იყო? (დაბადება 2:22).

4. ვინ იყო ის ცნობილი მამაკაცი, რომლის შვილებსაც ისრაელში ‘უგვანებად’ თვლიდნენ? (1 მეფეთა 2:12, სსგ).

5. ძველი დროის რომელი ფხვიერი მასის საწყაო უთანაბრდებოდა გომერს და ათ ბათს? (ლუკა 16:7).

6. თუმცა კი ფარისევლებმა იცოდნენ ცის ფერის ამოცნობა, როგორც იესომ თქვა, რისი ამოცნობა არ შეეძლოთ მათ? (მათე 16:3).

7. ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ვინ ესხმის თავს ღვთის ხალხს, რომელიც უსაფრთხოდ ცხოვრობს და კეთილდღეობით ტკბება? (ეზეკიელი 38:14—16; 39:11).

8. რატომ თქვა იესომ, რომ რელიგიური წინამძღოლების „ბაგეებით“ თაყვანისცემა ამაო იყო? (მარკოზი 7:6, 7).

9. ნოეს რომელი შვილის გამო იქნა ქანაანი დაწყევლილი? (დაბადება 9:22—25).

10. რომელი ტომის სახელით იწოდება ისრაელის უკიდურესი ჩრდილოეთი? (მსაჯულთა 20:1).

11. რა ჰქვია საფეიქრო დაზგაზე სიგრძივ გაბმულ ძაფებს? (ესაია 38:12).

12. სამი სასჯელიდან რომელი ამოირჩია დავითმა მას შემდეგ, რაც ისრაელის აღრიცხვით ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინა? (2 მეფეთა 24:12—15).

13. ბიბლიის რომელი სამი წიგნი დაწერა იუდეველმა მღვდელმა ეზრამ?

14. როგორც განმგებელმა ფელიქსმა შეიტყო, რომელი პროვინციიდან იყო პავლე? (საქმეები 23:34).

15. ვინ იყო მხედართმთავარი, როგორც აბესალომის დროს, როდესაც ის აუჯანყდა დავითს, ისე დავითის დროს აბესალომის სიკვდილის შემდეგ? (2 მეფეთა 17:25; 19:13).

16. ვინ ამოირჩია მხედართმთავარმა იოაბმა, რომ დავითისთვის თავისი შვილის აბესალომის დაღუპვის ამბავი შეეტყობინებინა? (2 მეფეთა 18:21, 32).

17. რით დაასკვნა იაკობმა, რომ მისი შვილი იოსები მხეცების მიერ იყო შეჭმული? (დაბადება 37:31—33).

18. რა ერქვა იმ ანგელოზს, რომელმაც მარიამს უთხრა, რომ ღმერთმა ის ამოირჩია იმ მიზნით, რომ იესო ეშვა? (ლუკა 1:26—31).

ვიქტორინის პასუხები

1. რათა ‘აუწყონ ღვთის აღმატებულობის შესახებ’.

2. წყლის ღვინოდ გადაქცევა; კანაში.

3. ადამის ნეკნისგან.

4. ელი.

5. კორი.

6. „დროის ნიშნების“.

7. გოგი და „მისი ხალხი“.

8. იმიტომ, რომ მათი ‘გულები შორს’ იყო მისგან.

9. ქამი.

10. დანი.

11. ქსელის ძაფი.

12. შავი ჭირი.

13. 1 ნეშტთა, 2 ნეშტთა, ეზრა.

14. კილიკიიდან.

15. ყამასა.

16. უცნობი ქუშელი.

17. მან ნახა იოსების გრძელი, ზოლებიანი ტანსაცმელი, რომელიც ამოვლებული იყო თხის სისხლში.

18. გაბრიელი.