მიაქციეთ შვილებს სათანადო ყურადღება
ბიბლიის თვალსაზრისი
მიაქციეთ შვილებს სათანადო ყურადღება
უთმობდა ღვთის ძე ბავშვებს დროს? იესოს ზოგიერთი მოწაფე ფიქრობდა, რომ მას არ ეცალა ბავშვებისთვის. ერთხელ ისინი შეეცადნენ, ბავშვები იესოსთან არ მიეშვათ. მან კი უთხრა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“. შემდეგ კი მოეხვია მათ და საუბარი დაუწყო (მარკოზი 10:13—16). ამგვარად იესომ აჩვენა, რომ მზად იყო ბავშვებისთვის ყურადღების გამოსავლენად. როგორ შეუძლიათ მშობლებს მიჰყვნენ იესოს მაგალითს? შვილების სწორი აღზრდითა და მათთვის დროის გამოყოფით.
რასაკვირველია, მშობლები, რომლებსაც კარგად ესმით, თუ რა მოვალეობა აკისრიათ, ყველანაირად ცდილობენ, იზრუნონ ბავშვებზე და ცუდად არ მოეპყრონ მათ. შეიძლება ითქვას, მშობლებისთვის ბუნებრივია შვილებისადმი პატივისცემისა და ყურადღების გამოვლენა. თუმცა ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბევრს ჩვენს დროში არ ექნებოდა „თბილი გრძნობები“ (2 ტიმოთე 3:1—3). მშობლებს, რომლებიც სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებენ შვილებს, შეუძლიათ უფრო მეტი ისწავლონ, რათა უკეთესი მშობლები გახდნენ. ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპები კარგი შეხსენებაა მშობლებისთვის, რომლებსაც საუკეთესო სურთ შვილებისთვის.
აღზარდეთ გაღიზიანების გარეშე
დოქტორმა რობერტ კოლსმა, ცნობილმა მასწავლებელმა და ფსიქიატრმა, თქვა: „ბავშვებს ზნეობრიობა შინაგანად უვითარდებათ. ვფიქრობ, რომ ზნეობრივი ფასეულობების შეგრძნება მათში ღვთის მიერ არის ჩადებული; პატარებს დიდი სურვილი აქვთ, მიიღონ ზნეობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა“. ვის შეუძლია მათი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება?
ეფესოელების 6:4 მოგვიწოდებს: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბიბლია განსაკუთრებით მამებს ავალებს — შვილებს ღვთისადმი სიყვარული და მისი პრინციპებისადმი ღრმა პატივისცემა ჩაუნერგონ? ეფესოელების მე-6 თავის პირველ მუხლში, როდესაც პავლე მოციქული ბავშვებს მიმართავს, ‘დაემორჩილონ მშობლებს უფალში’, ამ დროს მამასაც გულისხმობს და დედასაც *.
რასაკვირველია, თუ ბავშვებს მამა არა ჰყავთ, მაშინ მათი აღზრდის პასუხისმგებლობა დედამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ბევრი მარტოხელა დედა წარმატებას აღწევს შვილების აღზრდაში, რადგან მათ იეჰოვას მოსაწონად ზრდის. თუ მარტოხელა დედა დაქორწინდება, შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა მის ქრისტიან მეუღლეს ეკისრება. დედამ კი ასეთ აღზრდას სიხარულით უნდა შეუწყოს ხელი.
როგორ შეიძლება შვილების აღზრდა „გაღიზიანების“ გარეშე? ამისთვის კონკრეტული წესი არ არსებობს, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. მშობლებმა ყველაფერი უნდა აწონ-დაწონონ და შემდეგ აირჩიონ აღზრდის მეთოდი. ისინი ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, სიყვარული და პატივისცემა გამოავლინონ შვილებისადმი. საგულისხმოა, რომ გაღიზიანების გარეშე შვილების აღზრდას კოლოსელების 3:21-შიც ესმება ხაზი. მამებს კვლავაც ურჩევენ: „ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“.
ზოგ მშობელს ახასიათებს ყვირილი. უდავოა, ეს გააღიზიანებთ პატარებს. წმინდა წერილი მოგვიწოდებს: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, ეფესოელები 4:31). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია „უფლის მონა კი არ უნდა დაობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ტიმოთე 2:24).
რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“ (დრო დაუთმეთ შვილებს!
შვილებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა აგრეთვე გულისხმობს მზადყოფნას — მათი კეთილდღეობისთვის მსხვერპლად გაიღო პირადი სიამოვნება და კომფორტი. ბიბლია ამბობს: „იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:6, 7).
ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის გამო, ცოტა მშობელი თუ უთმობს შვილებს დროს მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, როგორც მეორე რჯული უსვამს ხაზს, მშობლებმა დრო უნდა გამოუყონ შვილებს. ამისათვის საჭიროა კარგი ორგანიზება და ამავე დროს, მსხვერპლის გაღება. სწორედ ასეთი ყურადღება ესაჭიროებათ ბავშვებს.
12 000-ზე მეტი მოზარდის გამოკითხვის შედეგად სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ „თუ მშობელი აკმაყოფილებს მოზარდის ემოციურ მოთხოვნილებებს, ეს მისი კარგი ჯანმრთელობისა და ხიფათისგან თავის არიდების საუკეთესო გარანტიაა“. დიახ, ბავშვები მოწყურებულები არიან მშობლების ყურადღებას. ერთმა დედამ ჰკითხა შვილებს: „თქვენი ყველა სურვილის დაკმაყოფილება რომ შეგვეძლოს, რას ისურვებდით ყველაზე მეტად?“. ოთხივე ბავშვმა უპასუხა: „უფრო მეტი დროის გატარებას დედასთან და მამასთან“.
აქედან გამომდინარე, მშობლის მოვალეობის შესრულება ნიშნავს, იმაში დარწმუნებას, რომ შვილების საჭიროებები დაკმაყოფილებულია — მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილების სულიერ მოთხოვნილებებზე და ახლო ურთიერთობა განავითარონ მათთან. ამისათვის კი საჭიროა ბავშვებისთვის დახმარების გაწევა, რათა გახდნენ უნარიანები, თავაზიანები და პატიოსნები; მოყვასისადმი ყოველთვის სიკეთე გამოავლინონ და განადიდონ შემოქმედი (1 მეფეთა 2:26). დიახ, როდესაც ღვთის გზების თანახმად ზრდიან შვილებს, მშობლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 აქ პავლე იყენებს ბერძნულ სიტყვას „გონესინ“, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან „გონეს“, რაც ნიშნავს „მშობელს“. მაგრამ მე-4 მუხლში გამოიყენა ბერძნული სიტყვა „პატერეს“, რაც „მამებს“ ნიშნავს.
[სურათი 13 გვერდზე]
ყვირილმა შეიძლება გული ატკინოს ბავშვს.
[სურათი 13 გვერდზე]
დრო დაუთმეთ შვილებს!