არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

იმედი. როდესაც ცუდი რამ გადამხდება ხოლმე, პანიკაში ვვარდები. ეს სტატიები ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო! აქ მოცემული რჩევები იმდენად პრაქტიკულია, რომ პესიმისტური აზრების დაძლევაში მეხმარება; ჟურნალი საწოლთან ახლოს მიდევს და ყოველდღე ვათვალიერებ.

ს. ტ. (იაპონია).

დედის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ეს ჟურნალი მივიღე. დიდი ნუგეში ვპოვე სიტყვებში: „დედის საშვილოსნოში დაცული ჩვილის მსგავსად, მიცვალებულები ყველაზე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან“. ჯერ კიდევ განვიცდი დედის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ მიხარია, რომ ის იეჰოვას მეხსიერებაშია.

ვ. ლ. (შეერთებული შტატები).

თითქმის 50 წელია, რაც ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს ვკითხულობ. მუდამ მაოცებს ის, რომ ერთი და იმავე თემაზე არაერთ სტატიას აქვეყნებთ და სხვადასხვა, ახლებურ მიდგომებს გვთავაზობთ. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პესიმიზმთან დაკავშირებით, ნადვილად ღირდა დასაფიქრებლად.

ტ. ჰ. (შეერთებული შტატები).

სასიკვდილო სენით ვარ შეპყრობილი. ვცდილობ, დადებითი განწყობილება შევინარჩუნო, მაგრამ დღეს, როდესაც გავიღვიძე, პესიმიზმმა შემიპყრო. ამიტომ სტატიები კიდევ ერთხელ წავიკითხე. შედეგად უკეთ გავიგე სტატიების არსი, რამაც ძალიან მანუგეშა.

ბ. ჯ. (დიდი ბრიტანეთი).

ჩემს ქმარს კიბოსთან უწევს ბრძოლა. ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მე დამაწვა. გარდა ამისა, სამუშაოც დავკარგე. ამ ყველაფერმა სტრესში ჩამაგდო. მაგრამ ჩარჩომ „იმედის საფუძველი“ ძალები შემმატა. მინდა, რომ ეს სტატია რაც შეიძლება ბევრს შევთავაზო.

ი. ნ. (იაპონია).

ამ წერილით გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება სტატიისთვის „იმედი — სად შეიძლება მისი პოვნა?“ (8 მაისი, 2004). სტატია მთელმა ოჯახმა ერთად წავიკითხეთ და როდესაც დავამთავრეთ ცრემლებს ვერ ვიკავებდით. გარეკანზე გამოსახული ყვავილი შთამბეჭდავი იყო.

ჰ. ჰ. და ლ.ჰ. (შეერთებული შტატები).

ბუმბულის გაწმენდა. სადაც მე ვცხოვრობ, ხშირად შემიმჩნევია, თუ როგორ ისუფთავებენ ფრინველები ბუმბულს ნისკარტით. როდესაც წავიკითხე სტატია „მხოლოდ თავს იწონებენ?“ (8 მაისი, 2004), მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ბუბმულის გაწმენდა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ საგანმანათლებლო ინფორმაციისთვის, რასაც ღვთის უნიკალური შემოქმედების შესახებ გვთავაზობთ.

ფ. კ. (ნიგერია).

დიდი სიამოვნებით ვკითხულობ სტატიებს მცენარეებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე. ამ სტატიიდან გავიგე, რომ ფრინველებისთვის ბუმბულის გასუფთავების რიტუალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მანამდე არასოდეს მიფიქრია ამაზე.

კ. გ. (რუსეთი).

საცეკვაო კლუბები. გმადლობთ სტატიისთვის „ვიარო საცეკვაო კლუბებში?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მაისი, 2004 წელი). ვეთანხმები იმ აზრს, რომ ასეთ კლუბებში სიარული ქრისტიანებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ვნანობ, რომ ადრე არ ვიცნობდი იეჰოვას, როდესაც ასეთ კლუბებში დავდიოდი.

ლ. (ინდონეზია).

გულახდილად რომ ვთქვა, ისეთ ადგილებში დავდიოდი, სადაც არ უნდა მევლო. მიყვარს ცეკვა და ჩემს საქციელს ყოველთვის ამით ვამართლებდი. მეორე დღეს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. იმის გამო კი არა, რომ რაიმე ცუდი ჩავიდინე, არამედ იმიტომ, რომ ყველა ვინც იქ იმყოფებოდა, ცუდად იქცეოდა. ამ სტატიამ დამანახვა ის უზნეობა, რაც სინამდვილეში საცეკვაო კლუბებში ხდება, და მივხვდი, რომ იქ სიარული სახიფათოა.

დ. კ. (ავსტრალია).