არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩემი პროფესორ-მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ“

„ჩემი პროფესორ-მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ“

„ჩემი პროფესორ-მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ“

ეს სიტყვები თქვა საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, რომელმაც წერილი გაუგზავნა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამომცემლებს. რატომ მისწერა მან „გამოიღვიძეთ!“-ს?

„1998 წლიდან ვკითხულობ თქვენს ჟურნალებს . . . ისინი ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ მეცადინეობისას. სტატიები ყოველთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და სანდო წყაროებზეა დაფუძნებული. ამას წინათ დამავალეს, დამეწერა თემა სათაურით „კლონირება და ღეროვანი უჯრედების სახეობები“, რისთვისაც გამოვიყენე ინფორმაცია 2002 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიათა სერიიდან „ღეროვანი უჯრედები — სად არის ზღვარი, რომელსაც ადამიანები არ უნდა გასცდნენ?“ (რუს.). ჩემი პროფესორ-მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე.

ძალიან მიხარია, რომ აქვეყნებთ სტატიებს ასეთ საინტერესო თემებზე, განსაკუთრებით კი სამედიცინო საკითხებზე. მართალია, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეები არა ვართ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობთ თქვენს ჟურნალებს. ასეთი სტატიები ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ თვალთახედვის გაფართოებაში გვეხმარება“.

შეიძლება გაგაკვირვოთ იმან, რომ ბიბლიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ეს ხაზგასმით არის ნაჩვენები 32-გვერდიან საინტერესო ბროშურაში „წიგნი ყველასთვის“. თუ გსურთ, მიიღოთ ბროშურის ეგზემპლარი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გაგზავნეთ მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.