გიწვევთ წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე!
გიწვევთ წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე!
2005 წლის 24 მარტს, ხუთშაბათს, ჩატარდება შეხვედრა, რომელზე დასწრებაც მნიშვნელოვანია. ამ დღეს მთელ მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე მილიონობით დაინტერესებულთან ერთად შეიკრიბება, რათა გაიხსენონ უკანასკნელი ვახშამი, რომელიც იესომ თავის მოციქულებთან ერთად აღნიშნა. იესოს მითითებების თანახმად, ამ შეხვედრებზე ყველგან ჩამოტარდება უფუარი პური და წითელი ღვინო, და განხილული იქნება ამ ცერემონიის მნიშვნელობა (მარკოზი 14:22—24).
მრავალი ადამიანისთვის ეს დღე ცნობილია, როგორც უფლის სერობა ან უფლის გახსენების საღამო. იეჰოვას მოწმეები კი მას ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს უწოდებენ. ეს საღამო შეგვახსენებს იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც იესომ ცოდვილი კაცობრიობისთვის გაიღო (იოანე 3:16; 1 იოანე 2:2). უკანასკნელი ვახშმის შემდეგ იესო დააპატიმრეს, მოგვიანებით კი, როგორც ბოროტმოქმედი, ძელზე გააკრეს და ისე მოკლეს (იოანე 19:17, 18).
გულითადად გიწვევთ ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე, რომელიც იეჰოვას მოწმეების ყოველწლიური კალენდრის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ჩატარდება. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ თქვენ მახლობლად მდებარე სამეფო დარბაზში დააზუსტოთ.