„ეს ჟურნალი ღმერთის მხარდაჭერით გამოდის“
„ეს ჟურნალი ღმერთის მხარდაჭერით გამოდის“
მამაკაცი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს, ნიგერიაში აფრიკის ქალთა და ბავშვთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო. მას თან ჰქონდა „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ორი ნომერი.
სემინარიის პირველ დღეს მამაკაცი მიხვდა, რომ მომხსენებელი იმ ჟურნალიდან იყენებდა აზრებს, რომელიც თან ჰქონდა; ეს იყო სტატიათა სერია სახელწოდებით „სიცოცხლე მართლაც ღირს“ (22 ოქტომბერი, 2001 [რუს.]). მამაკაცმა მაშინვე ამოიღო ეს ჟურნალი და თვალის დევნება დაუწყო იმას, რასაც მომხსენებელი ამბობდა.
დღის ბოლოს მომხსენებელმა იურისტმა, რომელსაც ლექცია მეორე დღეს უნდა გაეგრძელებინა, დაინახა, რომ ამ მამაკაცს ხელში ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ეჭირა; მისი ყურადღება მიიპყრო გარეკანის სახელწოდებამ „დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ“. ადვოკატმა ითხოვა ეს ჟურნალი, გადააგდო თავისი გეგმა და ხელახლა მოამზადა მოხსენება ამ ჟურნალის გამოყენებით. მეორე დღეს, როდესაც მომხსენებელი თემას კითხულობდა, ქალმა, რომელიც ახლოს იჯდა ბიბლიის შემსწავლელთან, ამოიღო „გამოიღვიძეთ!“-ი და თვალის დევნება დაიწყო.
ბიბლიის შემსწავლელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სემინარის განხილვაში, რადგან კითხულობდა სტატიებს „გამოიღვიძეთ!“- იდან. „ეჭვი არ მეპარება“, — აღნიშნა მან, — რომ ეს ჟურნალი ღმერთის მხარდაჭერით გამოდის“.