არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან ეს წაიკითხა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში

მან ეს წაიკითხა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში

მან ეს წაიკითხა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში

ვერაკრუსში (მექსიკის შტატი) მცხოვრები რვა წლის გოგონა, სახელად პერლა, მეორე კლასის მოსწავლეა. ერთხელ მასწავლებელმა კითხვა დაუსვა ბავშვებს, თუ იცოდნენ, რა სიდიდის იყო ვეშაპი. თავდაპირველად არავინ უპასუხა; ცოტა ხნის შემდეგ კი პერლამ აიწია ხელი და თქვა: „რუხი ვეშაპი შეიძლება 16 ტონას იწონიდეს და მისი სხეულის სიგრძე 14 მეტრს აღწევდეს“.

გაკვირვებულმა მასწავლებელმა პერლას ჰკითხა: „საიდან იცი ეს?“

«ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-იდან, — მიუგო პერლამ. — თუ ნებას მომცემთ, გაჩვენებთ ამ ჟურნალს». პერლას გასავრცელებლად ყოველთვის ჩანთით დააქვს „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ნომრები. მართლაც საოცარი დამთხვევა იყო, რომ მას იმ დროს ხელთ ჰქონდა 2003 წლის 8 სექტემბრის ნომერი, რომელშიც მოცემული იყო სტატია: „დაუვიწყარი შეხვედრა რუხ ვეშაპებთან“ (ეს სტატია არ გამოცემულა ქართულ ენაზე).

პერლას მასწავლებელმა სიამოვნებით აიღო ჟურნალი. მან არა მხოლოდ წაიკითხა ის, შეინახა კიდეც. პერლას თანაკლასელებმაც გამოთქვეს ჟურნალის აღების სურვილი. ამიტომ პერლამ დამატებით ცხრა ეგზემპლარი მიიტანა სკოლაში. მასწავლებელი, რომლისთვისაც პერლას ყოველ ორ კვირაში ერთხელ მიაქვს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ნომრები, ხშირად აქებს ამ პატარა გოგონას.

ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ პერლა იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესს დაესწრო. მასწავლებელმა წინასწარ სთხოვა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ პერლა კონგრესიდან საჩუქარს წამოუღებდა. გოგონამ მისთვის წიგნის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ერთი ეგზემპლარი აიღო, რომელიც იმ ზაფხულს გამოიცა.

მოგვიანებით მასწავლებელმა მოსწავლეებს უთხრა: „პერლა მართლაც რომ სამაგალითოა, რადგან ის არა მხოლოდ სასკოლო მასალას სწავლობს გულდასმით, არამედ სხვა სასარგებლო ინფორმაციითაც არის დაინტერესებული, და ჩვენც გვიზიარებს მას“.