არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

დასახიჩრებული ბავშვი. მაილინის შემთხვევა ჩემს გულს ღრმად შეეხო, როდესაც წავიკითხე სტატია „ახალი სახე მაილინისთვის“ (8 ივნისი, 2004). ძალიან გამამხნევა იმან, რომ 11 წლის ბავშვი საშინელ დაავადებას ებრძვის და ამასთანავე, სხვებს ბიბლიურ იმედს უზიარებს.

მ. ბ. (იტალია).

მაილინისა და მისი ოჯახის დადებითმა განწყობამ ძალიან გამამხნევა. დღეს საინფორმაციო საშუალებები დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნობას; ამან შეიძლება გულგატეხილობამდე მიგიყვანოს. მსურს, მაილინმა იცოდეს, რომ მე მასში ჭეშმარიტ სილამაზეს ვხედავ. ვიმედოვნებ, რომ, როდესაც ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა მაილინს ლამაზი სახით დაასაჩუქრებს, მეც მასთან ერთად გავიხარებ. მისმა რწმენამ განმამტკიცა.

მ. ს. (შეერთებული შტატები).

მალე მკერდის მოსაკვეთად ოპერაცია უნდა გავიკეთო. როდესაც ავადმყოფობის გამო გარეგნობა გიმახინჯდება, სიმამაცე და სიმტკიცეა საჭირო, რომ სულით არ დაეცე. მაილინის სიმამაცემ და დადებითმა განწყობილებამ ძალიან გამამხნევა. მას მინდა ვუთხრა: „ყოველივე კარგს გისურვებ. შენ მშვენიერი ხარ!“

გ. რ. (საფრანგეთი).

დავიბადე კურდღლის ტუჩით. სკოლაში ბავშვები უცნაურად მიყურებდნენ, ზოგი მაფურთხებდა კიდეც. მჯერა, რომ გაბედულებასა და თავდაჯერებულობაში ის დამეხმარა, რასაც დედა ბიბლიიდან მასწავლიდა. თუმცა უკვე 31 წლის ვარ, გარეგნობის გამო თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ. ამიტომ ძალიან განვიცადე მაილინის შემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ სიძნელეს დავძლევთ.

ტ. ს. (იაპონია).

მაილინის შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ბედნიერება და კმაყოფილება მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულსა და მსახურებას მოაქვს და არა გარეგნობას. მაილინის მაგალითმა გამაძლიერა.

ა. თ. (ფილიპინები).

შეყვარებულისგან უხეში მოპყრობა. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის: „რატომ მექცევა ის ასე უხეშად?“ (8 ივნისი, 2004). შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, როდესაც უთანხმოება მოგვივიდოდა. შეყვარებულის აზრით, დამნაშავე ყოველთვის მე ვიყავი. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი რამ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, რადგან შევწყვიტე მასთან ურთიერთობა. მან თავისი მოქმედებებით დამანახვა, რომ ვერ იქნებოდა კარგი მეუღლე.

სახელი არ არის მითითებული (ბელიზი).

სტატია ჩემი გრძნობების გამოხატვაში დამეხმარა. ქორწინებამდე და მის შემდეგ ის გადავიტანე, რაც სტატიაში იყო აღწერილი. ფსიქოლოგიურმა ძალადობამ ღირსების გრძნობა დამაკარგვინა. ვიმედოვნებ, რომ ეს სტატია ბევრს აღძრავს, დაქორწინებამდე გადაამოწმონ თავიანთი ურთიერთობები. რა გონივრულია ქორწინებამდე ერთმანეთის კარგად გაცნობა, რათა თავიდან ავირიდოთ ასეთი პრობლემები.

მ. მ. (გერმანია).