არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„უსარგებლოა“ დნმ?

„უსარგებლოა“ დნმ?

„უსარგებლოა“ დნმ?

ბევრი მეცნიერი ბიოლოგიას, გენეტიკასა და მასთან დაკავშირებულ მეცნიერულ დარგებს ევოლუციის თეორიის საფუძველზე აშუქებს. ამ თვალსაზრისს ხშირად ისინი მცდარ დასკვნებამდე მიჰყავს. მაგალითად, დარვინის პირველი მიმდევრები გარკვეულ ორგანოებს — აპენდიქსს, ჰიპოფიზსა (შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) და ნუშისებრ ჯირკვლებს — რუდიმენტულად მიიჩნევდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ეს რუდიმენტული ორგანოები ევოლუციის შედეგად მიღებული ნარჩენები იყო, რომლებიც არანაირ ფუნქციას აღარ ასრულებდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ამ ორგანოებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ამიტომ ევოლუციონისტებს თავიანთი შეხედულებების შეცვლა მოუწიათ.

იმავეს თქმა შეიძლება გენეტიკის დარგზეც. თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანებში და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში დნმ-ის დაახლოებით 98 პროცენტი არ ფუნქციონირებდა. აქედან გამომდინარე, ბევრმა, ვინც ევოლუციის თეორიის გავლენის ქვეშ მოექცა, მიიჩნია, რომ დნმ „ევოლუციურად უსარგებლო“ იყო; ეს თვალსაზრისი სწრაფად გავრცელდა.

მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დარვინისტების შეხედულება მცდარი იყო. ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ „უსარგებლო“ დნმ-ს მნიშვნელოვანი ფუნცია აკისრია ორგანიზმში; ის გამოყოფს სიცოცხლისთვის აუცილებელ რთულ ორგანულ ნაერთს რნმ-ს (რიბონუკლეინმჟავა). კუინზლენდის (ავსტრალია) უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მოლეკულური ბიომეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ჯონ მატიკის აზრით, ნაჩქარევად მიღებული თეორია დნმ-ის „უსარგებლობის“ შესახებ „ტიპიური შემთხვევაა იმისა, რომ უკვე 25 წელია, რაც ფაქტების ობიექტურად შეფასების შემდეგ ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი მოსაზრება კრახს განიცდის“. ჯონ მატიკი დასძენს, რომ ეს თეორია შეიძლება „ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად ჩაითვალოს მოლეკულური ბიოლოგიის ისტორიაში“.

განა უფრო გონივრული არ არის, დნმ იმის საფუძვლად მივიჩნიოთ, რომ არსებობს ბრძენი შემოქმედი? მათ, ვისაც შემოქმედის სწამთ, ესმით, რომ დროთა განმავლობაში ნათელი ეფინება ღვთის იმ შემოქმედებით საქმეებს, რომლებიც დღეს ხალხს თავსატეხს უჩენს. შედეგად, ადამიანებს იმედგაცრუების ნაცვლად, უფრო მეტად უჩნდებათ მოწიწების მომგვრელი შიში (იგავები 1:7; ეკლესიასტე 3:11).

[სურათის საავტორო უფლებები 21 გვერდზე]

DNA: Photo: www.comstock.com; researcher: Agricultural Research Service, USDA