ახალგაზრდებისთვის დახმარების აღმოჩენა
ახალგაზრდებისთვის დახმარების აღმოჩენა
დღეს მოზარდები საშიშ ქვეყნიერებაში იზრდებიან. ზოგ მოზარდს არაფრის გაკეთება შეუძლია, როდესაც მათი მშობლები განცალკევებით ცხოვრებას ან გაყრას ამჯობინებენ. სხვები იმის მოწმენი ხდებიან, თუ როგორ იწყებენ თანასკოლელები ნარკოტიკების გამოყენებას და დანაშაულის ჩადენას. ბევრს თანატოლები — როგორც ბიჭები, ისე გოგონები — სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებენ. გარდა ამისა, თითქმის ყველა მოზარდი პერიოდულად დეპრესიაში ვარდება, თავს მიტოვებულად გრძნობს ან ფიქრობს, რომ ვერავინ უგებს.
როგორ შეუძლიათ მოზარდებს მსგავსი სირთულეების გადალახვა? „ბავშვებს ესაჭიროებათ მყარი მორალური ნორმები — წერს დოქტორი რობერტ შო. — ეს მათ დაეხმარება, სწორად აირჩიონ მეგობრები, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები და სხვებისადმი თანაგრძნობა გამოავლინონ“. საუკეთესოდ შემუშავებული მორალური ნორმების წყარო ბიბლიაა, რადგან მასში შემოქმედის აზრებია ჩაწერილი. იეჰოვა ღმერთზე უკეთ ვის შეუძლია იცოდეს, რა გვჭირდება იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ დღევანდელ მშფოთვარე ცხოვრებას?
რეალური და სასარგებლო ხელმძღვანელობა
ბიბლიური პრინციპები რეალური და სასარგებლოა. ისინი განსაკუთრებით მშობლებისთვის და იმ სრულწლოვანებისთვის არის სასარგებლო, რომლებსაც სურთ, დაეხმარონ მოზარდებს სრულფასოვან და მოწიფულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
მაგალითად, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს“, რეალობაა (იგავები 22:15). ზოგი მოზარდი თავის ასაკთან შედარებით მოწიფული ჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან. ამის გამო ისინი მოზარდობის პერიოდში ადვილად ვარდებიან სახიფათო სიტუაციებში, არასწორ სურვილებს ჰყვებიან და ბევრ რამეს განიცდიან (2 ტიმოთე 2:22). როგორ შეიძლება მათთვის დახმარების აღმოჩენა?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ მშობლებსა და შვილებს მეორე რჯული 6:6, 7). ასეთ საუბრებს ორმაგი სარგებლობა მოაქვს: ახალგაზრდები ღვთის გზებით სიარულს სწავლობენ (ესაია 48:17, 18); გარდა ამისა, ეს მშობლებსა და შვილებს ერთმანეთთან აახლოებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვი, შესაძლოა, გულჩათხრობილი ხდება და თავს მიტოვებულად გრძნობს.
ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. საღვთო წერილი მშობლებს მოუწოდებს: „ელაპარაკე მათზე [ღვთის ნორმებზე] სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (ცხადია, მრავალი მოზარდის ცხოვრებაში დგება ისეთი პერიოდი, როდესაც თავს მიტოვებულად გრძნობს. თუმცა ზოგჯერ ეს იმდენად დიდხანს გრძელდება, რომ ქრონიკულ ხასიათს იღებს. „ასეთი მოზარდები ამბობენ, რომ უჭირთ სკოლაში მეგობრის პოვნა. ისინი მარტოობის გრძნობით არიან შეპყრობილნი და ფიქრობენ, რომ არავის მოსწონთ, არავინ არის ისეთი, ვისთანაც ისაუბრებენ და დახმარებისთვის მიმართავენ “, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც მოზარდობის პერიოდს ეხება *.
მშობლებს და სხვებს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობით არიან დაინტერესებულნი, შეუძლიათ მოზარდებს სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარონ. როგორ? „ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ჰკითხოთ, რა აწუხებთ მათ“ — წერს იმ ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რომელიც მოზარდების პრობლემებს განიხილავს. უდავოა, რომ გაიგო, რა აქვს მოზარდს გულში, ამას დრო და მოთმინება სჭირდება. მაგრამ მიღწეული შედეგი ღირს ძალისხმევად (იგავები 20:5).
გონივრული საზღვრების აუცილებლობა
ურთიერთობის გარდა მოზარდებს ესაჭიროებათ, და გულის სიღრმეში სურთ კიდეც, იგავები 29:15). სპეციალისტების აზრით, მოზარდთა დამნაშავეობის ძირითადი მიზეზი შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ მშობლები არ უდგენენ შვილებს საზღვრებს. «თუ ბავშვი ყოველთვის თავის ნებაზეა მიშვებული და არ ესმის სიტყვა „არა“ ან მას არასდროს უდგენენ საზღვრებს, — ამბობს სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რობერტ შო, — ის ვერასდროს გაიგებს როგორც საკუთარ, ისე სხვების ემოციებს, მოთხოვნილებებს და სურვილებს. თუ ბავშვში არ განავითარეს სხვებისადმი თანაგრძნობის უნარი, ის ვერასდროს გამოავლენს სიყვარულს».
რომ გონივრული საზღვრები ჰქონდეთ დადგენილი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას“ (მსგავს აზრს გამოთქვამს დოქტორი სტენტონ სამენოუ, რომელიც უკვე წლებია, რაც დაკვირვებას ახდენს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მოზარდებზე. „ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი სრული თავისუფლებით უნდა სარგებლობდეს, — წერს ის. — ისინი ობიექტურად არ აფასებენ სიტუაციას და თვლიან, რომ ბავშვებს თუ გარკვეულ მოთხოვნებს დაუდგენენ, ტვირთს აჰკიდებენ და ბავშვობას წაართმევენ. სინამდვილეში თუ ასე მოიქცევიან, შეიძლება დამღუპველ შედეგებამდე მივიდნენ. მშობლები ვერ აანალიზებენ, რომ დასჯის გარეშე ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს საკუთარი თავისთვის კონტროლის გაწევა“.
ნიშნავს ეს იმას, რომ მშობელი მკაცრი უნდა იყოს? სრულებითაც არა. საზღვრების დადგენა შვილების წარმატებით აღზრდის ერთ–ერთი საშუალებაა. უკიდურესობაში გადავარდნამ და მკაცრი წესების დადგენამ შეიძლება ოჯახში მდგომარეობა დაძაბოს. ბიბლიაში ნათქვამია: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21; ეფესოელები 6:4).
ამიტომ, მშობლებმა დროდადრო უნდა გადაამოწმონ თავიანთი სწავლების, აღზრდის მეთოდები და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილები მოზარდობის ასაკში შედიან და მოწიფული ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენას იწყებენ. შესაძლოა გარკვეული წესები ან შეზღუდვები არ იყოს მკაცრი, მაგრამ მოზარდს დაეხმაროს, გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს და თავის საქციელზე თავად იყოს პასუხისმგებელი (ფილიპელები 4:5).
ურთიერთობის აღდგენა
წინა სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, სანამ ღმერთი ბოროტებას გაანადგურებს, ქვეყნიერებას „ძნელად ასატანი დრო“ დაუდგება. ფაქტები ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორედ ამ უღვთო ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. სრულწლოვანების მსგავსად, მოზარდებიც მოთმინებით უნდა შეეწინააღმდეგონ ქვეყნიერებას, რომელიც ‘საკუთარი თავის მოყვარული, თბილ გრძნობებს მოკლებული და თავშეუკავებელი’ ადამიანებითაა სავსე (2 ტიმოთე 3:1—5) *.
მშობლებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ, როდესაც ხედავენ, რომ მათსა და შვილებს შორის ურთიერთობა ცივდება. ურთიერთობის აღსადგენად შვილებთან საუბარია საჭირო. საქებარია, რომ ბევრი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შვილებზე დადებითი გავლენა მოახდინოს და მათ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშოს.
ამ მხრივ ბიბლია ფასდაუდებელი დამხმარე სახელმძღვანელოა. ეს წიგნი ბევრ მშობელს ეხმარება, რომ ოჯახში თავიანთი მოვალეობა შეასრულონ, ხოლო მოზარდებს საბედისწერო შეცდომების დაშვებისგან იცავს (მეორე რჯული 6:6—9; ფსალმუნები 118:9). ბიბლია ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, სიტყვაა, ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის საუკეთესო დახმარებას გაუწევს ახალგაზრდებს *.
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 იმავე წიგნში ნათქვამია, რომ ქრონიკული მარტოობით შეპყრობილ მოზარდებს ეს პრობლემა საკმაოდ დიდხანს უგრძელდებათ მათგან განსხვავებით, რომლებიც დროებით განიცდიან მარტოობას. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ყმაწვილსა თუ გოგონას „ჰგონია, რომ საკუთარი ნაკლოვანებების გამო მათ არასდროს ეყოლებათ მეგობრები და ეს მუდმივად გაგრძელდება; ისინი ვერასდროს შეძლებენ სიტუაციის შეცვლას“.
^ აბზ. 16 იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 11 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
^ აბზ. 18 იეჰოვას მოწმეებს დიდ დახმარებას უწევს ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. ეს სახელმძღვანელო 39 თავისგან შედგება და თითოეულში დამაფიქრებელი კითხვები განიხილება. აი ამ პუბლიკაციაში გარჩეული ზოგი საკითხი: „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, „როგორ გავუძლო თანატოლების ზეგავლენას?“, როგორ დავაღწიო თავი მარტოობას?“, „ვარ თუ არა მზად პაემნებისთვის?“, „რატომ უნდა ვთქვა უარი ნარკოტიკებზე?“, „დასაშვებია ქორწინებამდელი სექსი?“
[სურათი 10 გვერდზე]
თქვენი საწუხარი მზრუნველ და მოწიფულ ადამიანს გაუზიარეთ.