არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მგრძნობიარე მაყურებელი

მგრძნობიარე მაყურებელი

მგრძნობიარე მაყურებელი

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ფინეთიდან

ბევრი ბავშვისთვის ფილმები, ტელევიზორი, ვიდეო, DVD, ელექტრონული თამაშები და ინტერნეტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „ფილმების კლასიფიკაციის ფინეთის ბიუროს“ მიერ არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ „ზოგი შეფასების თანახმად, ბავშვებისა და მოზარდების მიერ საინფორმაციო საშუალებებთან გატარებული დრო 20-30-ჯერ აღემატება ოჯახის წევრებთან გატარებულ დროს“ *. სამწუხაროდ, ამგვარად ბავშვები უამრავ საზიანო ინფორმაციას იღებენ.

ზოგ ქვეყანაში უფლებამოსილი პირები ცდილობენ, ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებითა და იმაზე დაკვირვებით, თუ რა რეპუტაციით სარგებლობს ესა თუ ის პროგრამა, დაიცვან ბავშვები. მაგრამ ამ ცნობის თანახმად, ბავშვებმა და მშობლებმა ყოველთვის არ იციან, თუ რა რეპუტაციით სარგებლობს ესა თუ ის პროგრამა ან ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ამასთანავე, ბევრი კინოთეატრი და ვიდეოკასეტების გამქირავებელი პუნქტი ცნობილია, როგორც ასაკობრივი შეზღუდვების უგულებელმყოფელი. გარდა ამისა, მრავალი ტელეგადაცემა და ფილმი საერთოდ არ არის შეფასებული.

გამოკითხულთაგან ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, მოსწავლეები ყოველთვის არ მიიჩნევენ ძალადობად ისეთ მასალას, რომელშიც სისხლის ღვრა არ არის“. მრავალი ვიდეო და კომპიუტერული თამაში — ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტფილმებიც კი — შეიცავს პოტენციურად საზიანო მასალას.

ცნობაში ნათქვამია, რომ „ძირითადი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს უყურებენ ბავშვები“, ოჯახს აკისრია. ანგარიში მთავრდება დამაფიქრებელი შეკითხვით: „გვაქვს ჩვენ, როგორც მოზრდილ ადამიანებს, ძლიერი სურვილი, ძალა და საშუალებები, რომ დავიცვათ ბავშვები მასმედიის საზიანო გავლენისგან?“

[სქოლიო]

^ აბზ. 3 მოხსენება „ასაკობრივი შეზღუდვები სატელევიზიო პროგრამებში და ბავშვთა დაცვა“ დაფუძნებული იყო გამოკვლევაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საშუალო სკოლის 340 მოსწავლე, აგრეთვე მათი მშობლები და მასწავლებლები.