«ეგრეთ წოდებული „ღმერთები“»
«ეგრეთ წოდებული „ღმერთები“»
პავლე მოციქულის მიერ ლისტრაში ხეიბრის განკურნების თვითმხილველებმა წამოიძახეს: „ღმერთებს ადამიანების სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულან!“ მათ პავლეს ჰერმესი, ხოლო მის თანამსახურ ბარნაბას ზევსი უწოდეს (საქმეები 14:8—14). ეფესოში ვერცხლისმჭედელმა დემეტრიოსმა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ პავლეს ქადაგების გაგრძელების საშუალებას თუ მისცემდნენ, ‘დიდ ქალღმერთ არტემიდას ტაძარსაც აღარაფრად ჩათვლიდნენ’ (საქმეები 19:24—28).
დღეს მცხოვრებ მრავალ ადამიანთა მსგავსად, პირველ საუკუნეში მცხოვრებნიც თაყვანს სცემდნენ «ეგრეთ წოდებულ „ღმერთებს“ ცაში თუ დედამიწაზე». პავლემ თქვა: «არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“». მაგრამ მან აგრეთვე განმარტა: „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა“ და „ერთია უფალი, იესო ქრისტე“ (1 კორინთელები 8:5, 6).
ეწოდებოდა იესოსაც ღმერთი?
იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ღმერთია, მაგრამ როგორც იეჰოვას მიერ დანიშნული მმართველი, ის ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია როგორც „ძლიერი ღმერთი“ და ‘მშვიდობის მთავარი’. ამ წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამია: „რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად“ (ესაია 9:6, 7). ამგვარად, „მთავარი“ — დიდი მეფის, იეჰოვას, ძე — იესო „ყოვლადძლიერი ღმერთის“ ზეციერი მთავრობის მმართველი იქნება (გამოსვლა 6:3).
ვინმემ შეიძლება იკითხოს: რა გაგებით არის იესო „ძლიერი ღმერთი“ და განა მოციქულმა იოანემ არ თქვა, რომ იესო ღმერთია? იოანეს 1:1–ში (სსგ) ნათქვამია: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ „სიტყვა“, რომელიც დედამიწას ბავშვი იესოს სახით მოევლინა, ყოვლისშემძლე ღმერთია. არის ეს მართალი?
თუ ამ მუხლს ისეთ ახსნას მივცემდით, რომ იესო თავად არის ყოვლისშემძლე ღმერთი, მაშინ ეს იქვე მოცემულ შემდეგ სიტყვებს ეწინააღმდეგება: „სიტყვა იყო ღმერთთან“. ის, ვინც ვინმესთან არის, შეუძლებელია თავად იყოს ის, ვისთანაც არის. გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიის ეს ნაწილი ბერძნულ ენაზე დაიწერა. ბერძნულ ტექსტში ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთთან,“ „ღმერთის“ წინ განსაზღვრული არტიკლია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი,“ „ღმერთის“ წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი. ამის გამო, ზოგიერთ თარგმანში ნათქვამია: „[სიტყვა] იყო ღვთაებრივი“ (A New Translation of the Bible) *.
იოანეს 1:1–ის მსგავსი კონსტრუქცია აქვს ანუ „ღმერთის“ წინ არ დგას განსაზღვრული არტიკლი. მათში სიტყვა „ღმერთი“ გამოყენებულია ადამიანების მიმართ. მაგალითად, ჰეროდე აგრიპა I–ის შესახებ ხალხი ყვიროდა: „ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისა“. როდესაც პავლე გველის ნაკბენისგან არ მოკვდა, ხალხმა თქვა: „ღმერთიაო“ (საქმეები 12:22; 28:3—6, სსგ). ასე რომ, ბერძნული გრამატიკისა და ბიბლიური სწავლების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ „სიტყვა“ არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი (იოანე 1:1).
ბიბლიაში გვხვდება სხვა მუხლებიც, რომლებსაც ბერძნულ ენაზემხედველობაში მივიღოთ, რა არის იოანეს სახარების პირველ თავში იმის შესახებ ნათქვამი, თუ ვინ არის „სიტყვა“. „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა, — წერდა იოანე. — ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის [და არა ღვთის] დიდება“. ამგვარად, „სიტყვა“, რომელიც ხორცი გახდა (კაცი იესო), დედამიწაზე ცხოვრობდა და ხალხმა ნახა ის. ამიტომ შეუძლებელია იესო ყოფილიყო ყოვლისშემძლე ღმერთი, რომლის შესახებაც იოანე ამბობს: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:14, 18).
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: მაშ, რატომ წამოიძახა თომამ მკვდრეთით აღდგენილი იესოს დანახვაზე: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“? როგორც უკვე აღინიშნა, იესო ღმერთია იმ გაგებით, რომ ის არის ღვთიური, მაგრამ ის არ არის მამა. იესომ სწორედ ამ შემთხვევის წინ უთხრა მარიამ მაგდალელს: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“. აგრეთვე გავიხსენოთ, თუ რატომ დაწერა იოანემ თავისი სახარება. თომას მოხსენიებიდან სამი მუხლის შემდეგ, იოანე აღნიშნავს, რომ სახარება იმისათვის დაწერა, რათა ხალხს ‘ერწმუნა, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე’ და არა ღმერთი (იოანე 20:17, 28, 31).
ვინ არის „ამ ქვეყნის ღმერთი“?
ცხადია, რომ არსებობს მრავალი ღმერთი. როგორც უკვე დავინახეთ, ზოგიერთი მათგანი ბიბლიაშია მოხსენიებული. დიდი ხნის წინათ იეჰოვას ძალის თვითმხილველმა ხალხმა მის შესახებ წამოიძახა: „ნანდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი“ (3 მეფეთა 18:39, „მცხეთური ხელნაწერები“). მაგრამ სხვა ღმერთსაც აქვს ძალა. ბიბლია მოიხსენიებს მათ, ვისაც „ამ ქვეყნის ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონება“ (2 კორინთელები 4:4, სსგ).
სიკვდილის წინა ღამეს იესომ სამჯერ გააფრთხილა თავისი მოწაფეები ამ ღმერთის შესახებ და მას „ამ ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა. იესომ თქვა, რომ ეს ძლიერი მმართველი, ანუ ღმერთი, „გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31; 14:30; 16:11). ვინ არის ეს ღმერთი და რა ქვეყნიერებაზე მმართველობს ის?
ეს არის მოჯანყე ანგელოზი, სატანა ეშმაკი. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლია ამბობს, რომ, როდესაც სატანა სცდიდა იესოს, მან უჩვენა «მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“» (მათე 4:8, 9). ამ სიტყვებს არავითარი აზრი არ ექნებოდა, თუ სატანა იესოს შესთავაზებდა იმას, რაც მისი არ იყო. მართლაც, მოციქულმა იოანემ თქვა: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19).
გაიხსენეთ იესოს დანაპირები: „ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31). ფაქტობრივად, ეს ქვეყნიერება ანუ ეს სისტემა, თავის მმართველებიანად მოისპობა. ეს იწინასწარმეტყველა მოციქულმა იოანემ, როდესაც თქვა: „გადადის ქვეყნიერებაც“. მაგრამ იოანემ დასძინა: „ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). ახლა, მოდი განვიხილოთ, თუ რა დიდებული განზრახვა აქვს ამ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და როგორ შეგვიძლია ჩვენ ამით ვისარგებლოთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იმ ენებზე, რომლებსაც აქვს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლები და დიდი და პატარა ასოები იოანეს 1:1 შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „სიტყვა იყო ღმერთი“ (ღმერთი დაწერილია დიდი ასოთი და განუსაზღვრელი არტიკლით) და „ღმერთი (პატარა ასოთი) იყო სიტყვა“. იხილეთ ჯეიმზ თომანეკის „ახალი აღთქმა“; ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დაიაგლოტის“ სტრიქონობრივი თარგმანი.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ლისტრას მცხოვრებლებმა პავლესა და ბარნაბას ღმერთები უწოდეს.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
იესომ მარიამ მაგდალელს უთხრა: „მე ავდივარ . . . ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან’.