არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მინდოდა უფრო მეტი გამეგო ჩემი რელიგიის შესახებ“

„მინდოდა უფრო მეტი გამეგო ჩემი რელიგიის შესახებ“

„მინდოდა უფრო მეტი გამეგო ჩემი რელიგიის შესახებ“

ფლორიდაში (აშშ) მცხოვრებ 12 წლის სიარას სკოლაში ისტორიული მასალის მომზადება დაავალეს. მან საინტერესო თემა აირჩია — იეჰოვას მოწმეთა დევნა ნაცისტურ გერმანიაში. „ეს თემა იმიტომ ავირჩიე, რომ მინდოდა უფრო მეტი გამეგო ჩემი რელიგიის შესახებ“, — ამბობს ის. — მაინტერესებდა, დაწვრილებით გამეგო, თუ რა გადაიტანეს იეჰოვას მოწმეებმა ჰოლოკოსტის დროს“.

მნიშვნელოვანი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, სიარამ ხის პირამიდა გააკეთა იისფერი სამკუთხედის წარმოსადგენად, რაც იეჰოვას მოწმეების ამოსაცნობი ნიშანი იყო ბანაკში; მოწმეებს იისფერი სამკუთხედები ტანსაცმელზე ჰქონდათ მიკერებული. სიარამ პირამიდაზე სურათებთან ერთად წარწერებიც გააკრა. ამ წარწერებს შორის იყო იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის, ვოლფგანგ კუსეროვის ნაღვლიანი, მაგრამ ამასთანავე რწმენის განმამტკიცებელი წერილი, რომელიც სიკვდილით დასჯამდე დაწერა. ვოლფგანგ კუსეროვის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1985 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 10—15 (ინგლ.).

სიარას გამოფენამ ნათლად აჩვენა, რომ იეჰოვას მოწმეებს სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, შეეძლოთ, არჩევანი გაეკეთებინათ. თუ ისინი ხელს მოაწერდნენ საბუთზე, რომ უარს ამბობდნენ თავიანთ რწმენაზე, მათ გაათავისუფლებდნენ. ის ფაქტი, რომ უმრავლესობა ამას არ აკეთებდა, ადასტურებს, რომ იეჰოვას მოწმეები უმწიკვლობას ინარჩუნებდნენ.

სიარა ამბობს, რომ ამ თემამ მას დიდი სარგებლობა მოუტანა. ეს ნამდვილად დამხმარე აღმოჩნდა მისთვის, რომ საკუთარი რელიგიის შესახებ უფრო მეტი გაეგო. ის ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს იეჰოვას მოწმეთა პატარა ჯგუფი იყო გერმანიაში, მოწმეებს ძლიერი რწმენა ჰქონდათ, რაც დაეხმარა მათ, გაეძლოთ დევნებისთვის“.

თუ იეჰოვას ახალგაზრდა მოწმე ხარ, შენც ხომ არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი რწმენის შესახებ ისაუბრო სკოლაში?