რას აღგვითქვამს „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“?
რას აღგვითქვამს „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“?
იეჰოვა ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი დედამიწაზე სამოთხეში — ედემის ბაღში — დაასახლა. ღმერთმა მათ უთხრა, რომ ჰყოლოდათ შვილები და ‘დაუფლებოდნენ დედამიწას’; ამ დავალებაში შედიოდა ოჯახის ზრდის პარალელურად სამოთხის საზღვრების გაფართოება (დაბადება 1:26—28; 2:15). ოდესმე შესრულდება ღვთის განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ?
ცხადია, შესრულდება! ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, „შთანთქავს [იეჰოვა] სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმენდს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“. როდესაც ეს ახდება: «იტყვის ხალხი იმ დღეს: „აი, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით, რომ გვიხსნიდა ჩვენ. ეს არის უფალი, მას ველოდით, ვილხინოთ და ვიხაროთ მისი ხსნით“» (ესაია 25:8, 9).
ბიბლიის ბოლო წიგნი აღგვიწერს, თუ რა მდგომარეობა იქნება დედამიწაზე თანამედროვე ქვეყნიერების, ანუ სატანის მმართველობის ქვეშ მყოფი სისტემის, მოსპობის შემდეგ. ღვთის მოყვარული ადამიანებისგან შემდგარი „ახალი დედამიწის“ თაობაზე ბიბლიაში ნათქვამია: „ღვთის კარავი ადამიანებთან არის. ის მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხები იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს გამოცხადება 21:1—4).
მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (რა დიდებული დანაპირებია! შეიძლება ამის დაჯერება? დავფიქრდეთ, რა საფუძველს გვაძლევს იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე და მის მიერ მოხდენილი სასწაულები იმისათვის, რომ დარწმუნებულნი ვიყოთ ღვთის ნებისმიერი დანაპირების შესრულებაში (2 კორინთელები 1:20).
იესოს მიერ გამოსასყიდად გაღებული სიცოცხლე
მას შემდეგ, რაც სატანამ ადამი აცდუნა და ღვთისადმი ურჩობის გამოვლენით ცოდვა ჩაადენინა, ადამის ყველა შთამომავალს მემკვიდრეობით ცოდვა გადაეცა. ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. მაგრამ ბიბლიური ცნობა განაგრძობს: „ერთის [სრულყოფილი კაცის, იესოს] მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რომაელები 5:12, 19). როგორც პირველ სტატიაში აღინიშნა, იესო არის „უკანასკნელი ადამი“ „ზეციდან“, რომელმაც თავისი სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (1 კორინთელები 15:45, 47; მათე 20:28).
ამგვარად, ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს, შეუძლია ‘გათავისუფლდეს [ცოდვისგან] გამოსასყიდით’ და მარადიულად იცოცხლოს (ეფესოელები 1:7; იოანე 3:36). ჩვენ ვხარობთ იმით, რომ იეჰოვა ღმერთმა ისე შეიყვარა ქვეყნიერება, რომ თავისი ძე მხსნელად მოგვივლინა (ლუკა 2:10—12; იოანე 3:16). იმის გამოკვლევა, თუ რა გააკეთა პირველ საუკუნეში იესომ ტანჯული კაცობრიობისთვის, გვანახვებს იმას, თუ რა მოხდება მომავალში. იესო მართლაც რომ საოცრად მოიქცა!
ახალ ქვეყნიერებაზე წარმოდგენის შექმნა
იესოს შეეძლო მასთან მიყვანილი ნებისმიერი ავადმყოფის განკურნება. არ არსებობდა ისეთი ავადმყოფობა თუ უძლურება, რომლისთვის შველა არ შეეძლო. გარდა ამისა, მან მხოლოდ რამდენიმე თევზითა და პურით ათასობით ადამიანი დააპურა და ეს არაერთხელ გააკეთა (მათე 14:14—22; 15:30—38).
როდესაც იესომ დაბადებიდან ბრმას თვალი აუხილა, მისმა ახლობლებმა და ნაცნობებმა აღიარეს, რომ ეს სასწაული იყო, მაგრამ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ამიტომ კაცმა, რომელსაც იესომ მხედველობა დაუბრუნა, ამ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „არასოდეს გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის. ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“ (იოანე 9:32, 33).
პატიმრობაში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმა, რომელიც იესოს ნათესავი იყო, მოწაფეები გაგზავნა იესოსთან, რათა დანამდვილებით გაეგო მის შესახებ ინფორმაცია. ბიბლიაში ნათქვამია: „მაშინ მან მრავალი განკურნა სნეულებების, მძიმე დაავადებებისა და ბოროტი სულებისგან და მრავალ უსინათლოს აუხილა თვალი“. შემდეგ იესომ იოანეს მოწაფეებს უთხრა: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (ლუკა 7:18—22).
დაფიქრდით, თუ რაღაც კარგი მოხდა წარსულში, განა ეს არ გარწმუნებთ იმაში, რომ სავსებით შესაძლებელია მსგავსი რამ ისევ მოხდეს? სასწაულებით იესომ მცირე მასშტაბით ცხადყო, რას გააკეთებდა ის ბევრად უფრო დიდი მასშტაბით ღვთის სამეფოში მეფობის პერიოდში. მისი სასწაულები ადასტურებს, რომ იესო ნამდვილად ღვთის ძე, ღვთის მიერ წარმოგზავნილი პიროვნება იყო.
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს პირდაპირი გაგებით შესრულდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში მოხსენიებული სასწაულები. მაგალითად, ბრმებს თვალები აეხილებათ, ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ, კოჭლები იხტუნებენ და არავინ იქნება ავად. მთელ დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს. ის ცხოველებიც კი, რომლებიც დღეს საშიშნი არიან, არავითარ ზიანს არ მიაყენებენ ადამიანებს (ესაია 9:6, 7; 11:6—9; 33:24; 35:5, 6; 65:17—25).
გსურთ იცხოვროთ ასეთ ვითარებაში მარადიულად ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? იესომ თავისი მამისადმი აღვლენილ ლოცვაში ცხადყო, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ მიზნის მისაღწევად. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ნურაფერს მისცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების მიღებაში შეგიშალოთ ხელი.
[სურათი 10 გვერდზე]
აი, რას გვპირდება ღმერთი დედამიწასთან დაკავშირებით.