უნდა გამოვიყენოთ ხატები თაყვანისცემისას?
ბიბლიის თვალსაზრისი
უნდა გამოვიყენოთ ხატები თაყვანისცემისას?
ყოველი წლის 15 აგვისტოს საბერძნეთის კუნძულ ტინოსზე დიდი რელიგიური დღესასწაული აღინიშნება. ამ დროს ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა თაყვანი სცეს იესოს დედის, მარიამის, ხატს, რომელსაც, როგორც სწამთ, სასწაულებრივი ძალა აქვს *. ერთ–ერთ ბერძნულ მართლმადიდებლურ ნაშრომში ნათქვამია: „განსაკუთრებული რწმენითა და ღვთისმოსაობით მივაგებთ პატივს წმინდა ღვთისმშობელს, ჩვენი უფლის დედას, და მფარველობას ვთხოვთ. ჩვენ დახმარებას სასწაულთმოქმედ წმინდანებში ვეძებთ — წმინდა მამაკაცებსა თუ ქალებში — სულიერი და ხორციელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად . . . ღვთისმოშიშობით ვკოცნით და თაყვანს ვცემთ მათ წმინდა რელიკვიებსა და ხატებს“.
ბევრი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობაც თაყვანისცემის მსგავს ფორმას მისდევს. მაგრამ ეთანხმება ბიბლიურ სწავლებას თაყვანისცემის დროს ხატების გამოყენება?
პირველი ქრისტიანები
ვნახოთ, თუ რა მოხდა დაახლოებით ახ. წ. 50 წელს, როდესაც პავლე ათენს ესტუმრა. ამ ქალაქში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა თაყვანისცემის დროს გამოსახულებების გამოყენებას. პავლემ ათენელებს განუმარტა, რომ ღმერთი „ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს . . . ამიტომ . . . არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს“ (საქმეები 17:24, 25, 29).
1 იოანე 5:21). პავლე კორინთელებს სწერდა: „რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ (2 კორინთელები 6:16). პირველ საუკუნეში მცხოვრები ღვთის მსახურები ქრისტიანობის მიღებამდე თაყვანისცემის დროს გამოსახულებებს იყენებდნენ. პავლე ამის შესახებ შეახსენებდა თესალონიკეში მცხოვრებ ქრისტიანებს: „შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ, რათა ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის მონები გამხდარიყავით“ (1 თესალონიკელები 1:9). აშკარაა, რომ ამ ქრისტიანებს ხატებზე ისეთივე შეხედულება ექნებოდათ, როგორიც იოანესა და პავლეს.
სინამდვილეში, ასეთი გაფრთხილებები კერპების გამოყენებასთან დაკავშირებით ქრისტიანულ–ბერძნულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“ ხშირად გვხვდება. მაგალითად, მოციქული იოანე მოუწოდებდა ქრისტიანებს, ‘თავი დაეცვათ კერპებისგან’ (ქრისტიანები ხატების გამოყენებას იწყებენ
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს, რომ „ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბებიდან პირველი სამი საუკუნის განმავლობაში . . . ქრისტიანულ ეკლესიაში არ იყო განვითარებული ხატწერა და ეკლესია ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა მის დამკვიდრებას. მაგალითად, კლემენტ ალექსანდრიელი აკრიტიკებდა რელიგიურ (წარმართულ) ხელოვნებას, რადგან ასეთი ხელოვნება ხალხს აღძრავდა შემოქმედის ნაცვლად, ხელით შექმნილისთვის ეცათ თაყვანი“.
მაშ, როგორ დამკვიდრდა ხატების გამოყენება? „ბრიტანიკა“ განაგრძობს: „დაახლოებით III საუკუნის შუა პერიოდში ფერწერული ხელოვნება განვითარდა და ეკლესიამ მოიწონა ფერწერული გამოსახულებების გამოყენება. მაგრამ ხატწერის დამკვიდრებას ძლიერი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ეკლესიის შიგნით. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ფერწერული გამოსახულებების გამოყენება, რაც IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის დროს ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ პერიოდიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ხატწერა ქრისტიანულ ეკლესიაში“.
ბევრი წარმართისთვის, რომლებიც ეგრეთ წოდებული ქრისტიანები გახდნენ, ჩვეულებრივი იყო თაყვანი ეცათ იმპერატორის გამოსახულებისთვის. იოანე ტეილორი თავის წიგნში „ხატწერა“ განმარტავს: „ხალხი თაყვანს სცემდა ტილოზე ან ხეზე გამოსახულ იმპერატორის სახეს. ასეთ მოქმედებას მიჩვეული ადამიანებისთვის ადვილი იყო ხატებისადმი თაყვანისცემის დაწყება“. ამგვარად, წარმართებში დამკიდრებული გამოსახულებების თაყვანისცემა იესოს, მარიამის, ანგელოზებისა და წმინდანების გამოსახულებების თაყვანისცემით შეიცვალა. ასეთმა გამოსახულებებმა, რომლებიც ეკლესიებში გამოიყენებოდა, თანდათანობით მილიონობით ადამიანის სახლშიც გადაინაცვლა, სადაც მათ თაყვანს სცემდნენ.
თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“
იესომ თავის მსმენელებს უთხრა, რომ ღვთის მსახურები თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ასე რომ, როდესაც გულწრფელ ადამიანს სურს, გაიგოს, რამდენად სწორია თაყვანისცემის დროს ხატების გამოყენება, ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ღვთის სიტყვას უნდა მიმართოს.
მაგალითად, იესო ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). პავლემ განაცხადა, რომ „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო“; „ქრისტე . . . გვშუამავლობს“ (1 ტიმოთე 2:5; რომაელები 8:34). გარდა ამისა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ქრისტეს შეუძლია „სრულიად იხსნას ისინი, რომლებიც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრაელები 7:25). მხოლოდ იესო ქრისტეს სახელით უნდა მივმართოთ ღმერთს ლოცვით. არც ერთ ადამიანს და, მით უმეტეს, არც ერთ უსიცოცხლო ხატს არ შეუძლია იესოს მაგივრობა გაწიოს. ღვთის სიტყვიდან მიღებული ასეთი ცოდნა ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს დაეხმარება, იპოვონ სწორი გზა, რათა თაყვანი სცენ „მამას სულითა და ჭეშმარიტებით“, და ასეთი დიდებული თაყვანისცემის შედეგად კურთხევებით ისარგებლონ (იოანე 4:23). მართლაცდა, როგორც იესომ თქვა, „მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23).
[სქოლიო]
^ აბზ. 3 ხატი არის გამოსახულება ანუ სიმბოლო, რომელსაც თაყვანს სცემენ სხვადასხვა რელიგიის წევრები. მაგალითად, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ზოგან გამოსახულია ქრისტე, ზოგან სამება, „წმინდანები“, ანგელოზები ან, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, იესოს დედა, მარიამი. მილიონობით ადამიანი მოწიწებით ეპყრობა ხატებს. მსგავსადვე, ზოგი არაქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებიც სცემენ თაყვანს თავიანთი ღვთაებების გამოსახულებებსა და სტატუებს.
[სურათის საავტორო უფლება 27 გვერდზე]
Boris Subacic/AFP/Getty Images