არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გიწვევთ საჯარო მოხსენებაზე „ვის უნდა დავემორჩილოთ?“

გიწვევთ საჯარო მოხსენებაზე „ვის უნდა დავემორჩილოთ?“

გიწვევთ საჯარო მოხსენებაზე „ვის უნდა დავემორჩილოთ?“

თავად ცნება „სხვებისადმი მორჩილება“, მრავალ ადამიანში არასასიამოვნო გრძნობას იწვევს. ყველგან გავრცელებული შეხედულება ასეთია: ‘მინდა თავისუფალი ვიყო და ვაკეთო ის, რაც გამიხარდება’. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი ავლენს მორჩილებას. თქვენ ყოველთვის იღებთ გამაფრთხილებელ ზომებს და მიყვებით მითითებებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ, გარკვეულწილად, მორჩილებას ავლენთ. ვის შეუძლია უარყოს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დადგენილი კანონების მორჩილება საჭიროა საზოგადოებაში წესრიგისა და მშვიდობის დასამყარებლად? მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ყველა ადამიანს საგზაო მოძრაობის წესები რომ უგულებელყო!

მიუხედავად ამისა, ადამიანის მიერ სხვებზე გამოყენებულ ძალაუფლებას ყოველთვის კარგი შედეგები არ მოაქვს. დიდი ხნის წინ ბიბლიაში ჩაიწერა, რომ „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (ეკლესიასტე 8:9). არსებობს ისეთი მმართველი, რომელიც იმსახურებს ჩვენს ნდობასა და მორჩილებას? თუ ასეა, როგორ შეიძლება მისი ამოცნობა? რას უნდა მოველოდეთ მისი მმართველობისგან? ამ კითხვებს პასუხი გაეცემა საინტერესო საჯარო მოხსენებაში „ვის უნდა დავემორჩილოთ?“. ეს მოხსენება წარმოთქმული იქნება იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე ამ თვის დასაწყისში. ასობით ასეთი კონგრესი მთელ მსოფლიოში ჩატარდება. იმის გასაგებად, თუ ახლომახლო სად ტარდება კონგრესი, დაუკავშირდით იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.