არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მამები ახლახან დავამთავრე სტატიათა სერიის წაკითხვა „როგორი უნდა იყოს კარგი მამა?“ (8 ოქტომბერი, 2004). სამუშაოს განრიგში ცვლილებები შევიტანე, რათა უფრო მეტი დრო დავუთმო ოჯახს და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობებიც უფრო ეფექტურად შევასრულო. ზოგჯერ, როდესაც ჩემი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ვფიქრობ, ვთვლი, რომ საჭიროა შემოსავლის გაზრდა; ეს კი ქვეყნიური სამსახურისთვის მეტი დროის დათმობას მოითხოვს. მაგრამ ამ სტატიებმა დამარწმუნა, რომ ოჯახის წევრებისთვის დროის გამოყოფა ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ძალიან გამამხნევა სამაგალითო მამების შემთხვევებმა.

კ. ს. (იაპონია).

მე და ჩემი და ძალიან მადლიერები ვართ სტატიათა ამ სერიისთვის. მამასთან არა გვაქვს ხშირი ურთიერთობა. ჩვენ გვიყვარს ის და დარწმუნებულები ვართ, რომ მასაც ძალიან ვუყვარვართ; თუმცა ამას არასდროს გვეუბნება. ამ სტატიებმა დაგვანახვეს, რომ მსგავს მდგომარეობაში სხვებიც არიან და ესმით ჩვენი. გულწრფელად გიხდით მადლობას!

ვ. დ. (იტალია).

დიდება იეჰოვამ ლოცვაზე მიპასუხა სტატიით „უკეთესი, ვიდრე დიდება“ (8 სექტემბერი, 2004). დავრწმუნდი, რომ გონივრული გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც სრული დროით მსახურება განვაახლე. სტატიიდან ჩანს, რომ თავდაპირველად ჩარლზის მამა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. მაგრამ ვხედავთ, თუ რა კურთხევები მოუტანა ჩარლზის გადაწყვეტილებამ მამამისს! ვიმედოვნებ, დედაჩემიც შეეგუება ჩემს გადაწყვეტილებას, რომ იეჰოვას მსახურებას უფრო მეტი დრო დავუთმე. გმადლობთ, რომ ასეთი სტატიების საშუალებით იეჰოვას ერთგულ მსახურებს გვაცნობთ.

უ. პ. (უკრაინა).

ზოგჯერ ვხვდები, რომ ქვეყნიერებას ჩემი, როგორც ახალგაზრდის, ყურადღება სულ სხვა რამეზე გადააქვს. ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელსაც შეუძლია დიდება მომიტანოს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ პროფესიის არჩევისას არც კი ვფიქრობდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იეჰოვასთვის მსახურება. ძმა ჩარლზ სინუტკოს ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან მან თავად გამოსცადა, თუ რას ნიშნავდა დიდების მწვერვალზე ყოფნა; თუმცა მაინც იეჰოვას მსახურება არჩია. ამ სტატიამ დამანახვა, რომ დღევანდელ ქვეყნიერებაში არაფერი შეედრება იეჰოვასთვის სრული დროით მსახურებას.

რ. კ. (კანადა).

აღტაცებაში მომიყვანა იმან, რომ ძმა სინუტკომ მომღერლის კარიერა მიატოვა, რათა იეჰოვასთვის სრული დროით ემსახურა. მე და ჩემს ქმარს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს პიონერული მსახურება. გვსურს, ძმა სინუტკოს მსგავსი რწმენა გამოვავლინოთ და ღვთის სამეფო პირველ ადგილზე დავაყენოთ. დიდი მადლობა ასეთი გამამხნევებელი ისტორიისთვის!

ე. ს. (იაპონია).

ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი მსურს, მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „როგორ ავარიდო თავი სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 სექტემბერი, 2004). ჩემთვის, როგორც მასწავლებლისა და მრჩევლისთვის, ეს სტატია საინტერესო იყო. გაკვეთილზე ყურადღება გავამახვილე სტატიაში მოცემულ სასარგებლო აზრებზე, რათა მოსწავლეებისთვის დამენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი იეჰოვა ღმერთის თვალში ზნეობრივად სუფთები და მოსაწონები ყოფილიყვნენ; კარგად ესწავლათ და თავი აერიდებინათ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის დამყარების შედეგად გამოწვეული პრობლემებისთვის. ბევრმა მოსწავლემ ინტერესი გამოავლინა და ბიბლიის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი გამოთქვა. ამჟამად ზოგი მასწავლებელიც მთხოვს, რომ მათ კლასშიც ვისაუბრო ამ თემაზე. ჩემს კლასში ყოველკვირეულად ვმსჯელობ მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა საკითხზე წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“.

ბ. კ. (მოზამბიკი).

25 წლის ვარ და დღემდე ქალწულობას ვინარჩუნებ. ახლა უფრო მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ქორწინებამდე არავისთან ვიქონიო სქესობრივი კავშირი. კვლავაც განაგრძეთ ასეთი შესანიშნავი სტატიების წერა.

ფ. კ. (უგანდა).