არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘შენ უნდა ამაყობდე ამით’

‘შენ უნდა ამაყობდე ამით’

‘შენ უნდა ამაყობდე ამით’

ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატიოსნების გამოვლენა. თავიანთი შემოქმედის სიყვარული აღძრავს მათ, ასეთები იყვნენ, რასაც ლაზაროს მაგალითიც ცხადყოფს. რამდენიმე ხნის წინ, როცა უატულკოს (მეხიკო) სასტუმროში მუშაობდა, ლაზარომ იპოვა 70 დოლარი, რომელიც ვესტიბიულში ეგდო და ფული დაუყოვნებლივ მორიგე მენეჯერს გადასცა. ლაზარომ მოგვიანებით სააბაზანოშიც იპოვა პატარა საფულე და მიმღებში მიიტანა. მიმღებში მან ეს საფულე დაუბრუნა სასიამოვნოდ გაოცებულ მამაკაცს, რომელმაც ის დაკარგა.

ეს ამბავი მთავარმა მენეჯერმაც გაიგო, რომელმაც ჰკითხა ლაზაროს, თუ რამ აღძრა ის ფულისა და საფულის დასაბრუნებლად. ლაზარომ უპასუხა, რომ ბიბლიაში მოცემული მორალური პრინციპების ცოდნამ აღძრა, რომ არ მიეთვისებინა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა. სამადლობელ წერილში მთავარმა მენეჯერმა ლაზაროს მისწერა: „დღეს რთულია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც მაღალი მორალური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ. ჩვენ ვიწონებთ შენს საქციელს. შენ აჩვენე, რომ პატიოსანი ადამიანი ხარ და ამით მაგალითი მიეცი თანამშრომლებს. შენ და შენი ოჯახი უნდა ამაყობდეთ ამით“. ლაზარო იმ თვის საპატიო მუშაკად გამოაცხადეს.

ზოგიერთი თანამშრომელი ფიქრობდა, რომ ლაზარო არასწორად მოიქცა, როდესაც ნაპოვნი ნივთები დააბრუნა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ მენეჯერის რეაქცია დაინახეს, ლაზარო მორალური პრინციპების გამოყენებისთვის შეაქეს.

ბიბლია იესოს ერთგულ მიმდევრებს მოუწოდებს, რომ ‘ყველას სიკეთე გაუკეთონ’ და ‘ყველაფერში პატიოსნად მოიქცნენ’ (გალატელები 6:10; ებრაელები 13:18). უდავოა, რომ ქრისტიანების მხრივ პატიოსნების გამოვლენას დიდება მოაქვს ბიბლიის — „მართალი და წრფელი“ — ღმერთისთვის, იეჰოვასთვის (მეორე რჯული 32:4).