„გამოიღვიძეთ!“-მა გადაგვარჩინა
„გამოიღვიძეთ!“-მა გადაგვარჩინა
ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის მკითხველები აფასებენ მასში დაბეჭდილ სტატიებს. ერთი გერმანელი წყვილისთვის, რომელიც გასულ დეკემბერს შვებულებას კაუ-ლეკში (ტაილანდი) ატარებდა, განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა 2001 წლის 8 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „მკვლელი ტალღები: მითები და რეალობა“ (რუს.).
ერთ გერმანულ გაზეთში (Frankenpost) დაიბეჭდა, თუ რა გადახდა ამ წყვილს: «„ზღვაში ვცურავდით“, — გვიყვება როსვეტა გეზელე. ცურვის შემდეგ ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ ტანსაცმლის გამოსაცვლელად. რაინე გეზელე აღწერს, თუ რა საშინელი სურათი იხილეს მათ, როცა უკან დაბრუნდნენ: „როდესაც ათი წუთის შემდეგ პლაჟზე მივედით, ზღვა აღარ იყო. ერთადერთი, რის დანახვაც ზღვის ნაპირიდან შვიდი კილომეტრის მანძილზე — რიფამდე — შეგვეძლო, ზღვის ფსკერი იყო. ყველა, ვინც ამ დროს ზღვაში იყო, წყალმა წაიღო“.
ეს წყვილი გადარჩენას ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებულ სტატიას უმადლის. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ხშირად ცუნამს წინ უძღვის ზღვის უჩვეულო მიქცევა.
როდესაც მათ შორიდან მომავალი გიგანტური ტალღა შეამჩნიეს, სასწრაფოდ გაიქცნენ ზღვის ნაპირიდან. რაინე გეზელეს აზრით, ტალღების სიმაღლე 12—15 მეტრი იყო. მას საშინელ მოგონებად დარჩა პლაჟზე მყოფი ტურისტები, რომლებიც ზღვას გაოცებულები შეჰყურებდნენ. „ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ. დავუყვირე, სასწრაფოდ გაიქეცით-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყური არავინ მათხოვა“. როგორღაც რამდენიმე მათგანი ცოცხალი გადარჩა».
ზემოთ მოხსენიებულ წყვილთან დაკავშირებთი გაზეთში აგრეთვე ნათქვამი იყო: „რაინე და როსვეტა გეზელები იეჰოვას მოწმეები არიან და ტაილანდში ყოფნისას ახლომდებარე კრებას ესწრებოდნენ, რომელიც კაუ-ლეკიდან 140 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. როდესაც თანამორწმუნეებმა კატასტროფის შესახებ გაიგეს, მთელი კრება მათ მოსაძებნად გაემართა“.
გადარჩენილი წყვილი უსაზღვროდ მადლიერია „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი ფასეული ინფორმაციისთვის. ისინი ტაილანდელებსაც დიდად ემადლიერებიან, განსაკუთრებით თავიანთ სულიერ და-ძმებს, რომლებმაც ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული გამოავლინეს!