არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა განიზრახა ღმერთმა ჩვენთვის?

რა განიზრახა ღმერთმა ჩვენთვის?

რა განიზრახა ღმერთმა ჩვენთვის?

▪ ნუთუ ღვთის განზრახვაა, რომ მხოლოდ მცირე ხნით — დაახლოებით 70 ან 80 წელი — ვიცხოვროთ დედამიწაზე და შემდეგ მოვკვდეთ? სურს ღმერთს, რომ ზეცაში საცხოვრებლად წაიყვანოს კეთილი ადამიანები? რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა? ადამიანთა მხოლოდ დროებით საცხოვრებლად?

32–გვერდიანი ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ გვიჩვენებს, რომ ღმერთმა დედამიწა სამუდამო საცხოვრებლად შექმნა ადამიანებისთვის. დედამიწა ისე იყო შექმნილი, რომ, თუ ადამიანები მასზე სათანადოდ იზრუნებდნენ, მშვენიერი სამოთხე იქნებოდა. ბროშურაში, თავებში: „რატომ კვდება ადამიანი?“ და „რა არის სიკვდილი?“, ნაჩვენებია, თუ რა არის ამის მიზეზი, ხოლო თავებში „იეჰოვა გვიგზავნის მხსნელს“ და „როგორ ვართ დახსნილნი ცოდვისა და სიკვდილისაგან“, ახსნილია, თუ როგორ გადაიქცევა დედამიწა შესანიშნავ სამოთხედ.

ბროშურაში 75–ზე მეტი სურათია, რომელთაგან თითოეულს დართული აქვს ერთი ან მეტი ბიბლიური მუხლი. ეს მუხლები სურათებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. თუ შვილები გყავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ აქ მოცემული სურათები, რათა მათ ღვთის განზრახვებთან გაცნობაში დაეხმაროთ.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.