არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ახალგაზრდების შეკითხვები მადლობას გიხდით რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში გამოქვეყნებული შესანიშნავი სტატიისთვის „როგორ დავძლიო წარუმატებლობა?“ (8 დეკემბერი, 2004). ანას მსგავსად, ვფიქრობდი, რომ ღმერთს იმედი გავუცრუე და აღარ მაპატიებდა. მაგრამ, როგორც სტატიაში იყო მოცემული, იეჰოვა ახლოს იყო დავითთან მისი სისუსტეების მიუხედავად. როგორი გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ, თუ სულიერად დავეცემით, იეჰოვა მხარში ამოგვიდგება!

ჯ. ქ. (იტალია).

ყველაზე მეტად, რაც დამეხმარა, იყო გალატელების 6:4. მივხვდი, რომ ყოველთვის საკუთარ თავს ვადარებდი კლასში საუკეთესო მოსწავლეებს. ამ სტატიამ დამანახვა, რომ საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებდი.

ქ. ქ. (საფრანგეთი).

ტერაქტი ჩემზე ძალიან იმოქმედა სტატიამ „ტერაქტით მიყენებული ტრავმის შედეგებთან გამკლავება“ (8 ნოემბერი, 2004). სტატიაში მოყვანილი შემთხვევები მართლაც გამამხნევებელი იყო. ამ სტატიამ დამანახვა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ ბიბლიური მუხლების შეხსენებით და სამოთხის მტკიცე იმედის მეშვეობით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ბიბლიური მუხლის ცოდნა.

ი. ე. (იაპონია).

ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ დაზარალების მიუხედავად, ძმები ფიქრობდნენ ბიბლიაზე და იმედზე, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს. დიდი სურვილი მაქვს, რამდენიმე დღით ვესტუმრო ესპანეთს და ვუთხრა ძმებს, თუ როგორ გამამხნევა მათმა მაგალითმა.

ლ. ჯ. (შეერთებული შტატები).

მშობლები გმადლობთ რჩევებისთვის, რომელიც მოცემული იყო სტატიათა სერიაში „როგორი უნდა იყოს კარგი მამა?“ (8 ოქტომბერი, 2004). ახლა უკვე ვიცით, თუ როგორ მივმართოთ ჩვენი პატარას გული სულიერი საკითხებისაკენ, რათა მას ჩვილობიდანვე ჩავუნერგოთ იეჰოვას პრინციპები. მსგავსი სტატიები თითქოს ზუსტად ჩვენთვის იწერება. ისინი ყოველთვის დროულად აკმაყოფილებენ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს.

ქ. და მ. ფ. (პოლონეთი).

„იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“ მე 15 წლის ვარ. გულდასმით წავიკითხე სტატია „იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“ (8 ოქტომბერი, 2004). ნელის მაგალითი დამეხმარა, უფრო ნათლად გამეგო იაკობის 4:8–ში ჩაწერილი სიტყვები: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. მადლობა ასეთი რწმენის განმამტკიცებელი სტატიისთვის!

ქ. ფ. (შეერთებული შტატები).

კარგია, რომ ნელიმ თავისი გამოცდილება გაგვიზიარა. ეს დაეხმარება ბავშვებს მსგავს სიტუაციებში ყოფნის დროს. ასევე მნიშვნელოვანია უფროსებს ახსოვდეთ ასეთი ბავშვები. ადვილად შეიძლება იმის დავიწყება, რომ კრებაში მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

მ. კ. (დანია).

დამოწმება სკოლაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტატიამ „ახალგაზრდები, რომლებიც გაბედულად ლაპარაკობენ თავიანთი რწმენის შესახებ“ (8 სექტემბერი, 2004). ჰოლის, ჯესიკას და მელისას მაგალითები დამეხმარა, რომ ჩემი რწმენის შესახებ მესაუბრა სკოლაში, თანაკლასელებთან თუ მასწავლებლებთან. თავიდან ქადაგება მრცხვენოდა. მაგრამ ახლა აღძრული ვარ, რომ ვისაც სკოლაში ვხვდები, ყველას ვუქადაგო.

გ. ო. (ნიგერია).

ვიტილიგო ჩემს გულს ღრმად შეეხო სტატია „რა არის ვიტილიგო?“ (8 ნოემბერი, 2004). ვიტილიგო 9 წლიდან მაქვს. ახლა 30 წლის ვარ. არაერთი უშედეგო მკურნალობის შემდეგ დავასკვენი, რომ განსაკურნებლად უნდა დაველოდო ღვთის ახალ ქვეყნიერებას! მიუხედავად ამისა ცხოვრებაში ბედნიერი ვარ. კანის ამ დაავადების მიუხედავად შესაძლებელია კმაყოფილების მომგვრელი, ბედნიერი ცხოვრება!

მ. ს. (მოზამბიკი).