არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნეტავ ეს ადრე გამეკეთებინა“

„ნეტავ ეს ადრე გამეკეთებინა“

„ნეტავ ეს ადრე გამეკეთებინა“

ამას შეიძლება ეწოდოს მანია და არცთუ უსაფუძვლოდ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მერვეკლასელი (დაახლოებით 13 წლამდე ასაკის) ბიჭები კვირაში საშუალოდ 23 საათს ვიდეოთამაშებს უთმობენ. ასეთი თამაშებით ბევრი უფროსი ასაკის ადამიანიც არის გატაცებული. განვიხილოთ ერთი ქრისტიანის, ჩარლზის, შემთხვევა *. „ჩემთვის ვიდეოთამაშები იყო საშუალება, რომლითაც გავურბოდი პრობლემებს და პასუხისმგებლობებს, და ამ დროს ვისვენებდი, — ამბობს ის. — მაგრამ ეს ჩვევად მექცა. ვიდეოთამაშებზე ისევე ვიყავი დამოკიდებული, როგორც ზოგიერთი ადამიანი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე“.

როგორც ჩარლზი ამბობს, როცა დაახლოებით 11 წლის იყო, „ძალიან ბევრს“ თამაშობდა. „მე არ ვთამაშობდი დემონურ ან ძალადობით აღსავსე თამაშებს, — ამბობს ის, — მაგრამ თამაშს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი“. მთელი კვირების განმავლობაში, სკოლაში თუ ქრისტიანულ მსახურებაში, ვფიქრობდი, როგორ გადამელახა თამაშთან დაკავშირებული ესა თუ ის სირთულე“.

ჩარლზზე დიდი გავლენა მოახდინა 2002 წლის 22 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.) გამოქვეყნებულმა სტატიამ „ელექტრონული თამაშები — სახიფათოა თუ არა?“ „სტატიის წაკითხვის შემდეგ ვცდილობდი, ნაკლები მეთამაშა, — ამბობს ის. — მაგრამ არ გასულა დიდი დრო, რომ თამაში ისევ ადრინდელივით დავიწყე“.

როცა საცოლეს ხვდებოდა, ასევე დაქორწინების შემდეგაც გარკვეული ხნის განმავლობაში ჩარლზი ბევრს არ თამაშობდა. „მაგრამ შემდეგ, — ყვება ის, — გამოვიდა ახალი თამაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. ვისესხე ფული, რომ მეყიდა კომპიუტერი, რომელიც ამ თამაშის პროგრამის ჩასატვირთად საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. იმ თამაშებიდან, რაც კი ოდესმე მითამაშია, ამ თამაშს ყველაზე დიდი დრო მიჰქონდა. ის იეჰოვასთვის განკუთვნილ დროსაც მართმევდა. ჩემს მეუღლესაც არ ვუთმობდი სათანადო ყურადღებას“. მალე ჩარლზი მიხვდა, რომ მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო. „გადავწყვიტე, ყველა ვიდეოთამაში გამენადგურებინა. — ამბობს ის. — თამაშები კომპიუტერიდან წავშალე და დისკები ქალაქის ნაგავსაყრელზე გადავყარე.

ნანობს ჩარლზი იმას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? სრულიადაც არა! „სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, თუ როგორი შვება ვიგრძენი, როდესაც საბოლოოდ გავაკეთე ეს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამოვიშორე. მას შემდეგ იეჰოვასთან უფრო ახლოს ვგრძნობ თავს და რეგულარულად ვესაუბრები მას ლოცვებში. აგრეთვე, მეტ ყურადღებას ვუთმობ ჩემს მეუღლეს. ძალიან მიხარია, რომ შევძელი ამ ჩვევის დაძლევა. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რატომ ადრე არ გავაკეთე ეს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.