პატიოსნება განადიდებს ღმერთს
პატიოსნება განადიდებს ღმერთს
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის უკრაინიდან
ერთხელ უკრაინაში მცხოვრები ჩიბისოვების ოჯახი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ქრისტიანული შეხვედრის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. გზაზე მათ შემთხვევით იპოვეს საფულე, რომელშიც ძვირფასეულობა, მართვის მოწმობა, საკრედიტო ბარათი და დაახლოებით 500 აშშ დოლარის ოდენობის ეროვნული ვალუტა იდო. ჩიბისოვების ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება. იმ დროს მხოლოდ ოჯახის თავი მუშაობდა და მათი შემოსავალი ყოველთვიურად დაახლოებით 70 დოლარის ოდენობის თანხას შეადგენდა. ამიტომ გზაზე ნაპოვნ ფულს მათთვის დიდი დახმარების გაწევა შეეძლო. როგორ მოიქცნენ ისინი?
დედა გვიამბობს: „ჩვენმა გოგონებმა მაშინვე დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორ დაგვებრუნებინა საფულე პატრონისთვის, რომელიც, როგორც მართვის მოწმობიდან ჩანდა, ქალი იყო. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიხარდა იმის დანახვა, რომ ჩვენი შვილები ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედებდნენ. მომდევნო დღეს საფულის მფლობელს, სახელად ოლიას, დავურეკე. ის სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც ჩვენთან მოვიდა. მან გვითხრა, რომ მის ოჯახს ქალაქში რამდენიმე პატარა მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ჩვენ მიერ ნაპოვნი ფულით მათ გამყიდვლებისთვის მთელი თვის ხელფასი უნდა მიეცათ. გარდა ამისა, როგორც ოლიამ აღნიშნა, საფულეში მას სავაჭრო ხარჯების აღრიცხვისთვის საჭირო საქმიანი ქაღალდები ედო და იქიდან ერთ–ერთი ქაღალდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ოლია დაინტერესდა, სად ვიპოვეთ საფულე. ჩვენ ავუხსენით ადგილმდებარეობა და ისიც ვუთხარით, რომ ქრისტიანული შეხვედრიდან ვბრუნდებოდით და ამიტომ მოვხვდით იქ. როდესაც ოლიას ბიბლიური ლიტერატურა შევთავაზეთ, მან თავაზიანად აიღო.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენი კრების ერთმა წევრმა გვითხრა, რომ ქუჩაში გამვლელ ქალს ბიბლიური ლიტერატურა შესთავაზა. ქალმა აუხსნა, რომ ადრე საერთოდ არ უსმენდა იეჰოვას მოწმეებს. მაგრამ ახლა ის არა მხოლოდ მზად იყო მოსასმენად, არამედ ლიტერატურასაც კი იღებდა მათგან. ეს კი, როგორც თავად ამ ქალმა ახსნა, იმის დამსახურება იყო, რომ მოწმეებმა მის ქალიშვილს საფულე დაუბრუნეს“.
[სურათი 31 გვერდზე]
ჩიბისოვების ოჯახი.