არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელოვანი „სამოთხეში“ ეძებს ბედნიერებას

ხელოვანი „სამოთხეში“ ეძებს ბედნიერებას

ხელოვანი „სამოთხეში“ ეძებს ბედნიერებას

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კუნძულ ტაიტიდან

მას შემდეგ, რაც პირველმა ადამიანმა, ადამმა, სამოთხე დაკარგა, მისი შთამომავლები მის ძიებაში არიან. სამოთხის თავგამოდებით ძიება ბევრ მხატვარს აღძრავს იმისკენ, რომ სამოთხე თავიანთ შემოქმედებაში ასახონ. ერთ-ერთი ასეთი მხატვარია მე-19 საუკუნის ცნობილი ფერმწერი პოლ გოგენი.

დაახლოებით ორი წლის წინ ასობით სტუმარი (რომელთა შორის მოყვარული მხატვრებიც იყვნენ) ორი გემით ჩავიდა მარკიზის ერთ-ერთ პაწაწინა კუნძულ ჰივაოაზე (საფრანგეთის პოლინეზია). სწორედ ამ კუნძულზე გარდაიცვალა გოგენი 1903 წელს. მხატვრის სიკვდილის ასი წლისთავზე მისი სახელობის კულტურის ცენტრი გაიხსნა; კუნძულისკენ სწორედ ამის გამო გაემართნენ სტუმრები, რომლებიც მხატვრის შემოქმედებით იყვნენ აღტაცებულნი.

სად არის სამოთხე?

და მაინც, რატომ გაიქცა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გოგენი ევროპიდან წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე მშვიდ კუნძულზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა? მას შემდეგ, რაც ღარიბ მხატვარს გაუჭირდა ევროპაში თავის რჩენა, მან საბოლოოდ შეიძულა თანამედროვე ცივილიზაცია. გოგენი მიიჩნევდა, რომ ევროპის კულტურა თავისი ტრადიციებით შეუწყნარებელი იყო. მხატვარმა ეს მას შემდეგ დაასკვნა, რაც პირველად კუნძული ტაიტი მოინახულა, სადაც დაახლოებით ორი წელი დაჰყო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო: „ვერაფერი მაიძულებს ევროპაში დარჩენას და არც არასოდეს დავბრუნდები უკან. მართლაც, არაფრის მომცემია ევროპაში ცხოვრება!“ ამით მან უარყო დასავლური შეხედულებები. იმ პერიოდში ევროპაში მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად გოგენი ნატრობდა დიდი ხნის წინათ დაკარგულ სამოთხეს, სადაც დაცული იქნებოდა ცივილიზაციის საზიანო გავლენისგან. გოგენი იმედოვნებდა, რომ სამოთხეში ცხოვრების ძლიერი სურვილი წყნარი ოკეანის კუნძულებზე აუსრულდებოდა, სადაც მზე იკაშკაშებდა, მშვიდობა იმეფებდა, და შინაგან სიმშვიდეს ჰპოვებდა. ის ხატვისთვის ასეთ მშვენიერ, იდეალურ ადგილს ნატრობდა.

გოგენი მის დროში მცხოვრები სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, უპირატესობას ანიჭებდა თანამედროვე ცივილიზაციისგან მოშორებით ბუნებაში ყოფნას, სადაც უბრალო ცხოვრება იყო. ვინაიდან პოლინეზიელები ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, ზოგიერთების აზრით, მათ მხოლოდ უბიწოდ ცხოვრება შეეძლოთ. მათ უბრალოებისა და წყნარი ხასიათის გამო იდეალურ საზოგადოებად თვლიდნენ. გოგენი ბედნიერებისთვის სწორედ ასეთ საზოგადოებას ეძებდა. მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ ტანჯავდა ადამიანის არსებობასთან, ბედისწერასთან, უიმედობასა და სიკვდილის შიშთან დაკავშირებული საიდუმლოებით მოცული საკითხები.

გოგენისთვის სამხრეთის ოკეანე იქცა ზეშთაგონების ახალ წყაროდ. ამ გარემოს წყალობით ის შემოქმედებას მეორედ ეზიარა. მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ადამიანში ჭეშმარიტი სილამაზე. პერსონაჟების სახეებზე სიმშვიდე, თვითრწმენა და კმაყოფილება შეინიშნებოდა. გოგენს სურდა, რომ ლეგენდარული სამყაროს სული ტილოს საშუალებით გადმოეცა, სადაც ტროპიკული ცის ქვეშ მშვიდობა იყო გამეფებული.

ნამდვილი ბედნიერება

იპოვა გოგენმა ნამდვილი ბედნიერება ტაიტიზე, ჰივაოაზე ან სხვა რომელიმე კუნძულზე? ის იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ ამ პატარა ტროპიკულ კუნძულებზეც კი სიცოცხლის ბოლო სიკვდილია. ამ ქვეყნიერებაში შეუძლებელია სრულყოფილების პოვნა. ტაიტიზე ცხოვრების პირველ წლებში გოგენმა დაწერა: „კარგა ხანია, რაც წყვდიადით არის მოცული ჩემი სული და ეს შემოქმედებაზეც ახდენს გავლენას. . . . სიხარულის ნაკლებობა ნახატებშიც აისახა“. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა ტილოზე გამოსახა იდეალური ადგილები, მათ ცხოვრებაში ვერსად მიაგნო. მას ჯერ კიდევ სჭირდებოდა ფული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა. ამ გარემოშიც კი გოგენისთვის სიცოცხლის შესახებ მნიშვნელოვანი კითხვები კვლავაც უპასუხოდ რჩებოდა. იმ დროს, როდესაც ის ერთი შეხედვით პარადოქსულ საკითხზე ფიქრობდა, გადაწყვიტა, დიდი ტილო შეექმნა, რომელიც მოგვიანებით მისი შემოქმედების შედევრად იქცა. ის იყო უზარმაზარი, 3,75 მეტრის სიგრძის ალეგორიული ხასიათის კომპოზიცია სათაურით D’où venons-nous? Que sommes-nous? Où allons-nous? („საიდან მოვდივართ? ვინა ვართ? საით მივდივართ?“) გოგენი ამ ტილოს საშუალებით შეეცადა, გადმოეცა, თუ რამდენად ჩაუწვდომელია ადამიანის არსებობა.

სიცოცხლის არსთან დაკავშირებული კითხვები სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებსაც აწუხებდათ; ამ კითხვებზე პასუხები კი ბიბლიაშია მოცემული; ეს არის წიგნი, რომელშიც ღმერთი კაცობრიობასთან დაკავშირებულ განზრახვას გვიმხელს. პასუხები, რომლებსაც ბიბლია იძლევა, სწორია და დამაკმაყოფილებელი. ისინი მომავლის სარწმუნო იმედს გვინერგავს. აგრეთვე, ამ პასუხების საშუალებით ვიგებთ, რომ ნამდვილი ბედნიერების პოვნა მხოლოდ სამყაროს შემოქმედის, იეჰოვას, ნებასთან შეთანხმებულად ცხოვრებით არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ვცხოვრობთ თუ სხვაგან. საფრანგეთის პოლინეზიასა თუ დედამიწის სხვა ადგილებში იეჰოვას მოწმეები სიხარულით აუწყებენ სხვებს ამ შესანიშნავი იმედის შესახებ.

უდიდესი ხელოვანის ნახატების რეპროდუქცია

გოგენის ასი წლისთავზე წარმოდგენილ იქნა მხატვრის ნახატების ასი რეპროდუქცია, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული ნახატის შინაარსი და თავისებურებები. ძირითადად, რეპროდუქცია მიეკუთვნებოდა ორ მხატვარს კლოდ და ვიერა ფარინებს, რომლებიც ჰივაოაზე ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი, რათა გოგენის ნახატების რეპროდუქცია დაემზადებინათ; ნამუშევრები მათ საჩუქრად კულტურის ცენტრს გადასცეს.

მხატვრის შთაბეჭდილება რომ ზუსტად გადმოეცათ, მათ დეტალურად შეისწავლეს ფერები და ფორმები ორიგინალის დიდი ზომის ფოტოსურათებზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციის დამზადება საკმაოდ რთულია და ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. „ავტორი როცა ნაწარმოებს ქმნის, ის სრული თავისუფლებით სარგებლობს; თუ მაგიდას ხუთი ფეხი დაუხატა, ამას არავინ ჩათვლის უჩვეულოდ, პირიქით, ხალხი მას გენიოსად აღიარებს. მაგრამ მისი ნამუშევარი, ვინც რეპროდუქციას ქმნის და ბუჩქზე ერთი ფოთლის დახატვაც კი დაავიწყდება, მკაცრი კრიტიკის საგანი გახდება. ამიტომ არიან ისინი მხატვრებთან შედარებით ცოტანი“, — აღნიშნეს კლოდ და ვიერა ფარინებმა. რა განსაზღვრავს, თუ ვინ არის კარგი ხელოვანი, რომელიც რეპროდუქციას ქმნის? „რადგან მას მხოლოდ ფოტოსურათები აქვს, უნდა ფლობდეს ავტორის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ზუსტ ცოდნას. ამ შემთხვევაშიც კი ორიგინალის ფერები ფოტოსურათებზე შეიძლება ყოველთვის ზუსტად არ გადმოიცეს. ამიტომ ხელოვანმა მუზეუმებიდან უნდა შეკრიბოს ზუსტი ინფორმაცია ავტორის შესახებ“. დღეს გოგენის ტილოები ძალიან ძვირი ღირს და ამის გამო ფარინების ნახატები კულტურის ცენტრისთვის ძვირფასი საჩუქარია.

[სურათი 23 გვერდზე]

პოლ გოგენის ავტოპორტრეტი.

[სურათი 23 გვერდზე]

“Femmes de Tahiti” or “Sur la plage” („ტაიტელი ქალები“ ანუ „ზღვის ნაპირზე“).

[სურათები 24 გვერდზე]

“Femme à la mangue” (ქალი მანგოს ხის ქვეშ) კლოდ და ვიერა ფარინების მიერ გაკეთებულ რეპროდუქციასთან ერთად; ქვემოთ მათი სახელოსნო, რომელიც ჰივაოას ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს.

[საავტორო უფლებები]

Erich Lessing/Art Resource, NY

Copie dʹoeuvre de Gauguin, avec lʹaimable autorisation de Claude et Viera Farina

[სურათი 25 გვერდზე]

“Les Parau Parau” (მითქმა-მოთქმა)

[საავტორო უფლება]

Scala/Art Resource, NY

[სურათი 25 გვერდზე]

“Quand Te Maries-Tu?” (როდის თხოვდები?)

[საავტორო უფლება]

Erich Lessing/Art Resource, NY

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Artwork: Erich Lessing/Art Resource, NY