გრძელდება სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
გრძელდება სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
▪ მრავალი ადამიანი ეძებს დამაკმაყოფილებელ პასუხებს შემდეგ კითხვებზე: გრძელდება სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? უკვდავია სული? რას ამბობს სინამდვილეში ბიბლია დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა ქალბატონმა ამ კითხვებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა იეჰოვას მოწმეთა ფილიალს საფრანგეთში. მან თქვა: „ყოველთვის მსიამოვნებს თქვენი ბროშურების კითხვა, რომლებშიც ნათლად იხსნება სხვადასხვა საკითხი. ცხოვრება უფრო ადვილი ხდება, როცა ბიბლიიდან დახმარებასა და ნუგეშს ვღებულობ“.
მან განმარტა: „გწერთ ბროშურის თაობაზე, სათაურით „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, რომელმაც ძალიან დიდი შვება მომიტანა. მასში ყველაფერი გასაგებად და უბრალოდ არის ახსნილი. — მან დაამატა, — მინდა მივიღო ამ ბროშურის 10 ან 15 ეგზემპლარი ჩემი ნაცნობებისთვის, რომ მათაც შეძლონ, თქვენი პუბლიკაციებით ისარგებლონ“.
ვფიქრობთ, თქვენც მიიღებთ სარგებლობას ამ 32-გვერდიანი ბროშურიდან „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ თუ გსურთ, მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, შეავსეთ თანდართული კუპონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მეხუთე გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ მსურს, მივიღო ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.