სიმდიდრე ანაწევრებს მსოფლიოს
სიმდიდრე ანაწევრებს მსოფლიოს
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში ცივი ომი გაჩაღდა. მსოფლიო სამ პოლიტიკურ ბანაკად დაიყო. უხილავი კედელი აღიმართა საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში მყოფ კომუნისტურ ქვეყნებსა და არაკომუნისტურ ქვეყნებს შორის, რომელთაც სათავეში შეერთებული შტატები ედგა. ისეთ სახელმწიფოებს კი, რომლებიც არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნებოდა, „მესამე მსოფლიო“ ეწოდა.
ტერმინი, „მესამე მსოფლიო“, მოგვიანებით დამამცირებლად მიიჩნიეს და შეცვალეს სახელწოდებით „ღარიბი ქვეყნები“. დროთა განმავლობაში ამ სახელწოდებამაც უარყოფითი დატვირთვა მიიღო და ეკონომისტებმა ახალი ტერმინის — „განვითარებადი ქვეყნების“ — გამოყენება დაიწყეს. ამგვარად, ამ ტერმინის შეცვლით ყურადღება პოლიტიკური განსხვავებიდან ეკონომიკურ სხვაობაზე გადავიდა.
ამჟამად, XXI საუკუნის დასაწყისში, სამ ნაწილად დაყოფილი ზემოხსენებული მსოფლიო მეტად აღარ არსებობს. მაგრამ, ეკონომიკური და ინდუსტრიული თვალსაზრისით, განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს შორის განსხვავება ჯერ კიდევ შეინიშნება. მდიდარი ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ჩასული ტურისტები ხვდებიან ეკონომიურად გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის გამოსაკვებად ძალიან ბევრს წვალობენ.
ამიტომ, ისმება მნიშვნელოვანი კითხვა: ემუქრება მსოფლიოს ეკონომიკურად დაყოფა? თუ ღარიბები და მდიდრები თანასწორუფლებიანები გახდებიან და ცხოვრების ერთნაირი პირობები ექნებათ?
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
© Qilai Shen/Panos Pictures