არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩატეხილი ხიდის აღდგენა საუკეთესო გამოსავალია

ჩატეხილი ხიდის აღდგენა საუკეთესო გამოსავალია

ჩატეხილი ხიდის აღდგენა საუკეთესო გამოსავალია

მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს, რომ შიმშილით არ მოკვდეს. აშკარაა, რომ კაცობრიობას ესაჭიროება სამართლიანი და პატიოსანი მთავრობა, რომელიც გულწრფელად მოიწადინებს, ბოლო მოუღოს დღევანდელ უსამართლობას. ამასთანავე, ასეთი მთავრობა საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, რათა კეთილშობილური განზრახვების განხორციელება შეძლოს. შეგვიძლია გვქონდეს იმის რეალური იმედი, რომ ადამიანები ასეთ მთავრობას დაამყარებენ?

ისტორია ადასტურებს ბიბლიაში მოცემული გამაფრთხილებელი სიტყვების ჭეშმარიტებას: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფსალმუნები 145:3). განა არ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანურ მთავრობებზე ან მმართველებზე მინდობას ხშირად გულგატეხილობამდე მიჰყავს ადამიანები? აბა მაშ, ვისი იმედიღა უნდა გვქონდეს?

დღეს მილიონობით ადამიანი ლოცულობს სამართლიან მთავრობაზე, რომელიც ამ უსამართლობას აღმოფხვრის. შესაძლოა, თქვენც წარმოგითქვამთ ლოცვა, რომელიც იესომ ასწავლა თავის მიმდევრებს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს მოვალეებს და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:9—13).

ნამდვილად არის ეს მთავრობა ისეთი, როგორიც გვჭირდება? არის ის სამართლიანი და პატიოსანი? არის იმდენად ძლიერი, რომ განახორციელოს კეთილშობილური განზრახვები? ეს მთავრობა უდავოდ ასეთია! ღმერთი — „ჩვენი ზეციერი მამა“ — რომელმაც დაამყარა ეს მთავრობა, „მართალი და მხსნელი ღმერთია“ და „მართალია . . . ყველა თავის საქმეში“ (ესაია 45:21; დანიელი 9:14). მის შესახებ ნათქვამია, რომ „სუფთაა [მისი] სახედველნი ბოროტების საყურებლად“; ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღვთის მთავრობა არასოდეს გახდება უსამართლო (აბაკუმი 1:13). რამდენადაც „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“, ვიცით, რომ ის მიუკერძოებლად არის დაინტერესებული დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის კეთილდღეობით (საქმეები 10:34, 35; რომაელები 2:11).

უკვე არსებული და მოქმედი მთავრობა

მართალია, ღვთის სამეფო ზეციერი მთავრობაა, მაგრამ ის აქტიურად წარმართავს მოვლენებს დედამიწაზე, რათა ღვთის განზრახვები შესრულდეს. ამაში შედის ისიც, რომ არასრულყოფილი ადამიანური მთავრობა სრულყოფილი ღვთიური მთავრობით შეიცვლება. დანიელის 2:44–ში ასეთი დაპირებაა მოცემული: „იმ მეფეთა [მთავრობათა] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.

ამ სამეფოს ხელმძღვანელობით ღვთის ნება საბოლოოდ შესრულდება ცაშიც და დედამიწაზეც. მართლაც, რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ეს მთავრობა შეძლებს, მოსპოს უთანასწორობის ყოველგვარი კვალი, რაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებობს! მეტად აღარ იარსებებს მცირე რაოდენობით მდიდარი და უამრავი ღარიბი ადამიანი.

მართლაც, რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ღვთის ზეციერი მთავრობა უკვე დამყარებულია, რათა სამუდამოდ გადაჭრას ეს პრობლემები! ბიბლიური ქრონოლოგია და მსოფლიო მოვლენები ნათლად მიუთითებს, რომ 1914 წელს ზეცაში ღვთის მთავრობა დამყარდა *. ამგვარად, თითქმის საუკუნეა, რაც აქტიურად ეყრება საფუძველი სამართლიან ახალ ქვეყნიერებას.

ის, ვინც აღიარებს, რომ ღვთის სამეფო დამყარდა, და უკვე ახლავე მორჩილად მიჰყვება მის ხელმძღვანელობას, მიუკერძოებლობას ავლენს. იეჰოვას მოწმეები თითქმის ყველა ქვეყანაში ქადაგებენ. ამ ქვეყნების მცხოვრებთ, იმის მიუხედავად მდიდრები არიან თუ ღარიბები, შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ, როგორ მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს (იოანე 17:3). იეჰოვას მოწმეები ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით არ ყოფენ ადამიანებს თავიანთ შესაკრებლებში. მათ მატერიალური ქონების მიხედვით კი არ აფასებენ, არამედ იმით, თუ როგორი პიროვნებები არიან. ისინი სულიერ ფასეულობებს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას და არა მატერიალურს.

გსურთ, გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ გახდეთ ამ სამართლიანი მთავრობის ქვეშევრდომი? მაშინ, დღესვე დაიწყეთ ღვთის სიტყვის გამოკვლევა და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ გაიხაროთ ცხოვრებით, როცა მსოფლიოს მეტად აღარ დაყოფს სიმდიდრე.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვერდები 95—107. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

მდიდრები თუ ღარიბები ყველანი ძმები ვართ

▪ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მრავალი იეჰოვას მოწმე ევროპასა და აზიაში საკვების, ტანსაცმლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა მოწმეებმა დიდი რაოდენობის საკვები და ტანსაცმელი გაუგზავნეს თავიანთ სულიერ ძმებს ევროპაში, ფილიპინებსა და იაპონიაში. შეერთებულ შტატებსა და კანადაში მცხოვრებმა მოწმეებმა ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ფინეთში, ჩეხოსლოვაკიასა (ახლანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი) და ჰოლანდიაში ამანათები გაგზავნეს.

[სურათები]

შეერთებული შტატები

შვეიცარია

გერმანია

▪ ამ ბოლო წლებში, კერძოდ 1994 წლის ზაფხულში, ევროპაში მცხოვრებმა მოხალისე მოწმეების ჯგუფმა სასწრაფოდ აღმოუჩინა დახმარება თავიანთ ქრისტიან და–ძმებს აფრიკაში. რუანდელ ლტოლვილებს კეთილმოწყობილი ბანაკები და საველე ჰოსპიტლები აუშენეს. 7 000–ზე მეტი დაზარალებული ადამიანისთვის — რაც დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა იმ დროს რუანდაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა რაოდენობას — გაგზავნეს უამრავი რაოდენობით ტანსაცმელი, საბნები, საჭმელი და ბიბლიური ლიტერატურა.

▪ ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ომი დაიწყო. მოსავალი განადგურდა, საკვების მარაგი ხალხმა დაიტაცა, საზღვრები კი ჩაიკეტა. ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთხელაც ძლივს ჭამდა და ისინი ცუდი კვების გამო დაავადდნენ. ევროპაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა სწრაფად იმოქმედეს. მოწმეთაგან შემდგარმა მაშველთა ჯგუფმა, რომელშიც ექიმებიც იყვნენ, თან წაიღო მედიკამენტები და ფული. 1997 წლის ივნისში ბელგიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში მცხოვრებმა მოწმეებმა გაგზავნეს 500 კგ. მედიკამენტი, 10 ტონა ცილების მაღალი რაოდენობის შემცველი ორცხობილა, 20 ტონა სხვადასხვაგვარი საკვები, 90 ტონა ტანსაცმელი, 18 500 წყვილი ფეხსაცმელი და 1 000 საბანი, რომელთა საფასური დაახლოებით 1 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

▪ იეჰოვას მოწმეები მატერიალური დახმარების გარდა, უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან იმით, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინონ ხალხს. ამაში შედის სამეფო დარბაზების აშენებაც, სადაც ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლა შეუძლიათ. 1997 წლის მონაცემების თანახმად, „სხვა ქვეყნებში მცხოვრები ძმების დახმარებით, [„საგუშაგო კოშკის“] საზოგადოებამ შეძლო, დახმარებოდა 75 სხვადასხვა ქვეყანას 413 სამეფო დარბაზის აშენებასა და 727 შენობის რეკონსტრუქციაში; და ეს სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში გაკეთდა“. 2003 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო: „ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქვეყნებში, რომლებსაც დახმარებას უწევენ სამეფო დარბაზების აშენებაში, არის რუმინეთი, სადაც 2000 წლის ივლისიდან 124 სამეფო დარბაზი აშენდა. უკრაინაში, სადაც თითქმის ყველა სამეფო დარბაზისთვის სტანდარტული მოდელი იქნა გამოყენებული, 2001 წელს 61 სამეფო დარბაზი აშენდა, 2002 წელს კი —76. სამეფო დარბაზების ფონდში შესული თანხით სამეფო დარბაზები აშენდა ბულგარეთში, მაკედონიაში, მოლდავეთში, რუსეთში, სერბია– ჩერნოგორიასა და ხორვატიაში.

[სურათები]

ხორვატია

ბულგარეთი

რუმინეთი

[სურათი 7 გვერდზე]

ერთი მოხალისე ორ ლტოლვილ ობოლზე ზრუნავს.

[საავტორო უფლება]

© Liba Taylor/Panos Pictures

[სურათი 10 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები იმედის მომცემ ცნობას ქადაგებენ.

[სურათი 10 გვერდზე]

ღვთის სამეფო აღმოფხვრის სიღარიბეს.