ჩატეხილი ხიდი მდიდრებსა და ღარიბებს შორის
ჩატეხილი ხიდი მდიდრებსა და ღარიბებს შორის
წინა სტატიაში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტერმინი, რომლებიც მსოფლიო დაყოფაზე მიანიშნებდა. მაღალგანვითარებული, ინდუსტრიული და ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები ამაყობენ ცხოვრების მაღალი დონით, მაშინ როცა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ და ნაკლებად ინდუსტრიულ ქვეყნებში ცხოვრების დონე დაბალია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი სხვადასხვა მსოფლიოს ეკუთვნის.
მაგრამ ერთი და იმავე ქვეყანაშიც კი შეიძლება იყვნენ მდიდრებიც და ღარიბებიც. გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენებული მდიდარი ქვეყნები, სადაც ორივე ფენის ადამიანები ცხოვრობენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ქვეყნის ბიუჯეტიდან მაღალი ფენის წარმომადგენელთა 10 პროცენტი დაახლოებით 30 პროცენტით სარგებლობს, მაშინ როცა 20 პროცენტმა, რომლებიც დაბალ ფენას მიეკუთვნებიან, მხოლოდ 5 პროცენტი უნდა იკმაროს. შეიძლება იმ ქვეყანაშიც მსგავსი მდგომარეობაა,
სადაც თქვენ ცხოვრობთ, განსაკუთრებით, თუ საშუალო ფენას ცოტა ადამიანი მიეკუთვნება. მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შედარებით ბევრი ადამიანი ცხოვრობს საშუალოდ, მთავრობებს დღემდე არ ძალუძთ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა.არავის აქვს იდეალური მდგომარეობა
არც მდიდრებს და არც ღარიბებს არ შეუძლიათ თქვან, რომ ისინი იდეალურ მდგომარეობაში არიან. წარმოიდგინეთ, რა არასახარბიელო პირობებში ცხოვრობენ ადამიანები ღარიბ ქვეყნებში. უმრავლესობას არ შეუძლია სრულფასოვნად იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე. ამავე გვერდზე ჩარჩოში მოხსენიებულ ცხრა უმდიდრეს ქვეყანაში ყოველ 242—539 მცხოვრებზე ერთი ექიმი მოდის, 18 უღარიბეს ქვეყანაში კი ძალიან ცუდი მდგომარეობაა — 3 707—49 118 მცხოვრებზე მოდის ერთი ექიმი. ამიტომ, მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 73 წელს
აჭარბებს, უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრებთა უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 50 წელზე ნაკლებია.ღარიბ ქვეყნებში განათლების მიღება ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რის გამოც ხშირად ბავშვები სიღარიბეში ცხოვრებისთვის არიან განწირულნი. გაუნათლებლობაზე მიანიშნებს ის, რომ ბევრმა წერა–კითხვაც კი არ იცის. ცხრა უმდიდრესი ქვეყნიდან შვიდ ქვეყანაში მოსახლეობის 100 პროცენტი იღებს განათლებას, დანარჩენ ორ ქვეყანაში კი — 96—97 პროცენტი. 18 უღარიბეს ქვეყანაში განათლებულთა რაოდენობა 16 პროცენტიდან 81 პროცენტამდე მერყეობს, 10 ქვეყანაში კი მათი რაოდენობა 50 პროცენტამდეა.
თუმცა მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლებიც ხვდებიან გარკვეულ სირთულეებს. მაშინ როცა ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებლები საკვების ნაკლებობას განიცდიან, მდიდრები გადაჭარბებული კვებისგან კვდებიან. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „მსოფლიოში უმთავრეს პრობლემად კვების ნაკლებობა კი აღარ ითვლება, არამედ გადაჭარბებული კვება“ (Food Fight). ერთ ჟურნალში ნათქვამია: «ამჟამად დაახლოებით ცხრა მილიონ ამერიკელს „აწუხებს ჭარბი წონა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 45 კგ-ზე მეტს იწონიან. შეერთებულ შტატებში წელიწადში დაახლოებით 300 000 ადამიანი კვდება უდროოდ ჭარბი წონისგან» (The Atlantic Monthly). იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ „ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელმა შეიძლება გადააჭარბოს შიმშილითა და ინფექციით გამოწვეულ დაავადებათა მაჩვენებელს და მსოფლიოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე პრობლემად იქცეს“ *.
მართალია, მდიდარ ქვეყნებში ადამიანებს ცხოვრების უფრო კარგი პირობები აქვთ, მაგრამ სიმდიდრე მათთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები; ამგვარად, მათ შეიძლება მთელი ყურადღება მატერიალური ნივთების შეძენას დაუთმონ და ძალიან ცოტა დრო დარჩეთ იმისთვის, რომ ცხოვრებით გაიხარონ. ისინი ადამიანებს სამსახურის, შემოსავლის ან მატერიალური ქონების გამო აფასებენ და არა ცოდნის, სიბრძნის, უნარისა და დადებითი თვისებების გამო.
ყოველკვირეულ გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ ყურადღება მახვილდებოდა უბრალო ცხოვრებაზე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. სტატია დასათაურებული იყო შემდეგი კითხვით: „რას იტყოდით მცირედით დაკმაყოფილებაზე?“ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ „მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, დასავლეთში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობა ნამდვილად აღარ არის ისეთი ბედნიერი, როგორც ეს რამდენიმე წლის წინათ იყო . . . ვინც მთელ ყურადღებას მატერიალური ნივთების შეძენას უთმობს, ბედნიერებას ვერ პოულობს“.
იდეალური წონასწორობის მიღწევა
დიახ, ფაქტები ცხადყოფს, რომ სიმდიდრესა და სიღარიბეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. ღარიბები შეიძლება ფუფუნებას იყვნენ მოკლებულნი, მდიდრებს კი იმდენი სიმდიდრე ჰქონდეთ, რომ ცხოვრება მეტისმეტად გაირთულონ. რა კარგი იქნებოდა, თუ მდიდრებიც და ღარიბებიც ერთმანეთისგან რამეს ისწავლიდნენ! მაგრამ რეალურია, ვიფიქროთ, რომ ოდესმე მივაღწევთ იდეალურ წონასწორობას?
ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეიძლება ფიქრობთ: მართალია ყველას აქვს სურვილი, გაწონასწორდეს, მაგრამ ეს ადამიანის ძალებს აღემატება. ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ისტორიაც ცხადყოფს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. თქვენ შეიძლება მხედველობიდან გრჩებათ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ამ პრობლემიდან. რა შეიძლება იყოს ეს?
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იხილეთ 2004 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—12 (რუს.).
[ჩანართი 6 გვერდზე]
„ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელმა შეიძლება გადააჭარბოს შიმშილითა და ინფექციით გამოწვეულ დაავადებათა მაჩვენებელს და მსოფლიოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე პრობლემად იქცეს“ (The Atlantic Monthly).
[სქემა 5 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქვეყნები ანბანის მამაკაცთა სიცოცხლის განათლება (%)
მიხედვითაა ჩამოთვლილი ხანგრძლივობა (წლები)
ცხრა ბელგია 75.1 100
უმდიდრესი დანია 74.9 100
ქვეყანა იაპონია 78.4 100
ისლანდია 78.4 100
კანადა 76.4 96.6
ლუქსემბურგი 74.9 100
ნორვეგია 76.5 100
შეერთებული შტატები 74.4 95.5
შვეიცარია 77.7 100
თვრამეტი ბენინი 50.4 37.5
უღარიბესი ბურკინა-ფასო 43 23
ქვეყანა ბურუნდი 42.5 48.1
გვინეა-ბისაუ 45.1 36.8
ეთიოპია 47.3 38.7
ზამბია 35.3 78
იემენი 59.2 46.4
კონგოს რესპუბლიკა 49 80.7
მადაგასკარი 53.8 80.2
მალავი 37.6 60.3
მალი 44.7 40.3
მოზამბიკი 38.9 43.8
ნიგერი 42.3 15.7
ნიგერია 50.9 64.1
რუანდა 45.3 67
სიერა-ლეონე 40.3 36.3
ტანზანია 43.3 75.2
ჩადი 47 53.6
[საავტორო უფლება]
წყარო: 2005 Britannica Book of the Year.
[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]
© Mark Henley/Panos Pictures