მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მთები — დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია (22 მარტი, 2005 [რუს.]) ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სანახაობა, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ტიტონის მთა. როდესაც წავიკითხე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთების არსებობა, ამან ძალიან გამაოცა. ახლა უფრო მეტი გავიგე მთებისა და მათი შემოქმედის შესახებ.
ჯ. გ. (შეერთებული შტატები).
სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმას, რასაც იეჰოვას ულამაზეს შემოქმედებაში ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს აბინძურებენ და აჩანაგებენ, ზოგი კვლავაც აფასებს და ტკბება მთების სილამაზით. სიხარულით ვუზიარებ სხვებს მოახლოებული მომავლის შესახებ, რომელიც ფსალმუნების 71:16-შია ჩაწერილი.
რ. ჩ. (შეერთებული შტატები).
„ახალგაზრდების შეკითხვები“ . . . რატომ უნდა ვიმუშაო ფიზიკურად? (8 აპრილი, 2005) ვმუშაობ მამაჩემის კომპანიაში, რომელიც შენობების ინტერიერზე ზრუნავს. მითხრეს, რომ ასეთ საქმეში სულაც არ არის საჭირო ნიჭი. ამ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ იესო და პავლე ფიზიკურად მუშაობდნენ. ახლა აღძრული ვარ, უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიმუშაო. ვცდილობ, დავხელოვნდე ამ საქმეში, რათა ჩემი უნარი საკონგრესო და სამეფო დარბაზების მშენებლობისთვის გამოვიყენო.
მ. ვ. (იაპონია).
ამ სტატიამ ძალიან გამამხნევა! ეს ჩემთვის კიდევ ერთი შეხსენება იყო, რომ ცხოვრებაში მთავარი მიზანი იეჰოვასთვის მსახურებაა; ამაში კი პროფესიამ ხელი არ უნდა შემიშალოს. სტატიამ აღმძრა, ინიციატივა გამომევლინა და სახლში ყოველთვის გამეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ სტატიის დახმარებით იეჰოვას თვალსაზრისი გავიგე ფიზიკურ მუშაობაზე.
ი. კ. (რუსეთი).
სიცოცხლე — მოლეკულათა ჯაჭვებისგან შემდგარი საოცრება (8 თებერვალი, 2005). ვარ 15 წლის. ბიოლოგიაში „ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას“ ვსწავლობთ. როცა ეს ჟურნალი წავიღე სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებელმა ის კლასში განიხილა და მასში მოცემული სურათები აჩვენა მოსწავლეებს. გაკვეთილის შემდეგ ყველამ მოისურვა ჟურნალის აღება. ამ სტატიიდან ნათლად ჩანს, თუ რა დიდებულ სიბრძნეს ფლობს იეჰოვა. უეჭველია, ის განდიდებას იმსახურებს. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ყველა ქმნილება განადიდებს იეჰოვას!
ი. ბ. (რუსეთი).
„ადამიანებმა რომ იცოდნენ!..“ (8 იანვარი, 2005 [რუს.]). ვარ 17 წლის. ხშირად ვფიქრობდი იმ ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. დევიდის მაგალითმა გამიძლიერა გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ასეთ ტერიტორიებზე ვიმსახურო. გთხოვთ, განაგრძოთ ასეთი გამამხნევებელი მაგალითების გამოქვეყნება. ჩემი ასაკის ახალგაზრდებს ყოველთვის სჭირდებათ წახალისება, რათა გააფართოონ მსახურება.
კ. ო. (პოლონეთი).
მე 20 წლის ვარ. როცა ეს სტატია წავიკითხე, ცრემლები წამომივიდა. ვიფიქრე, ახალგაზრდაც რომ მოვკვდე, არ მინდა სინანულის გრძნობა მქონდეს, რომ იეჰოვას მსახურებაში ყველაფერი არ გავაკეთე, რაც შემეძლო. ჩემი მიზანია, მალე გავხდე სრული დროით მსახური. მინდა, ეს სტატია კედელზე ჩამოვკიდო, რომ არასოდეს გამინელდეს გრძნობა, რომელიც კითხვის დროს დამეუფლა. გმადლობთ ასეთი შესანიშნავი შემთხვევებისთვის.
ნ. ნ. (იაპონია).