რა მომავალი ელის მსოფლიოს?
რა მომავალი ელის მსოფლიოს?
რას მოგვიტანს მომდევნო 10, 20 ან 30 წელი? მომავალზე ფიქრი დღეს, როცა მსოფლიოს ტერორიზმი აზანზარებს, შეიძლება შიშის მომგვრელიც კი იყოს. ტექნიკა არნახული სისწრაფით ვითარდება. გლობალიზაციის შედეგად მრავალი ქვეყანა ერთმანეთზე ხდება დამოკიდებული. შეძლებენ მსოფლიო ლიდერები საერთო ენის გამონახვას და მოგვიტანენ უკეთეს მომავალს? ზოგს აქვს ამის იმედი. ისინი ფიქრობენ, რომ 2015 წლისთვის მსოფლიო ლიდერები შეამცირებენ სიღარიბისა და შიმშილობის მასშტაბებს, შეაჩერებენ შიდს-ის გავრცელებას და გაანახევრებენ იმ ადამიანთა ხვედრით წილს, რომლებიც სუფთა სასმელი წყლის გარეშე ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობენ (იხილეთ ჩარჩო „ოპტიმიზმი რეალობის პირისპირ“).
მაგრამ ხალხის წარმოდგენა მომავლის შესახებ ხშირად აუხდენელ ოცნებად რჩება. მაგალითად, ათწლეულების წინ ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ 1984 წლისთვის ფერმერები ოკეანეების ფსკერს წყალქვეშა ტრაქტორებით მოხნავდნენ. სხვა მეცნიერის აზრით, 1995 წლისთვის ავტომანქანებს ისეთი კომპიუტერული მექანიზმებით გამოუშვებდნენ, რომ ავარიები აღარ მოხდებოდა. კიდევ ერთმა სპეციალისტმა კი იწინასწარმეტყველა, რომ 2000 წლისთვის დაახლოებით 50 000 ადამიანი კოსმოსში იცხოვრებდა და იმუშავებდა. დღეს ეს ადამიანები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ჯობდა სულ არაფერი ეთქვათ. როგორც ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, „უნიჭიერესი ადამიანების სრულ უგუნურებად წარმოჩენა ყველაზე კარგად დროის სვლას შეუძლია“.
„რუკა“ ჩვენს სახელმძღვანელოდ
მომავალთან დაკავშირებით ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ და ვარაუდობენ, თუმცა ზოგჯერ მათი წარმოსახვა გაიდეალებულია და რეალობისგან შორს დგას. სად შეგვიძლია მომავლის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება?
მოვიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში ავტობუსით მგზავრობთ. ირგვლივ ყველაფერი უცხოა და ცოტა ხანში ღელვას იწყებთ. საკუთარ თავს ეკითხებით: „ნეტა სად ვარ? მართლა დანიშნულების ადგილისკენ მიდის ავტობუსი? დიდი მანძილი დარჩა კიდევ გასავლელი?“ ამის გასარკვევად უნდა გაიხედოთ ფანჯარაში, დააკვირდეთ საგზაო აბრებს და შეადაროთ ისინი რუკასთან.
დღეს მსგავს სიტუაციაში იმყოფება მრავალი ადამიანი, რომელთაც საკმაოდ აღელვებთ მომავლის საკითხი. მათ აინტერესებთ: „საით მივდივართ? სწორი კურსი გვაქვს აღებული მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად?
თუ სწორ გზაზე ვართ, ბევრი დარჩა მიზნის მიღწევამდე?“ ამ შემთხვევაში ჩვენი „რუკა“ ბიბლია იქნება, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ასეთ კითხვებზე პასუხების მიღებას. საჭიროა „გავიხედოთ ფანჯარაში“, დავაკვირდეთ მსოფლიოში არსებულ ვითარებას და თან გულდასმით ვიკითხოთ ბიბლია. ამგვარად ბევრს გავიგებთ იმის შესახებ, თუ სად ვართ და საით მივდივართ. უპირველესად კი განვიხილოთ, საიდან დაიწყო ჩვენი პრობლემები.ტრაგიკული დასაწყისი
ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი სრულყოფილები შექმნა. ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ. ადამი და ევა მარადიული ცხოვრებისთვის იყვნენ შექმნილნი და არა იმისთვის, რომ მხოლოდ 70 ან 80 წელი ეცოცხლათ. ღმერთმა მათ უთხრა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას“. ღმერთს სურდა, რომ ადამს, ევასა და მათ შთამომავლებს მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ (დაბადება 1:28; 2:8, 15, 22).
მაგრამ ადამი და ევა ღმერთს დაუპირისპირდნენ. შედეგად, მათ დაკარგეს სამოთხე, სადაც ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მათი ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა. ადამსა და ევას თითოეული დღე ერთი ნაბიჯით აახლოებდა სიკვდილთან. რა იყო ამის მიზეზი? შემოქმედის წინააღმდეგ ამხედრებით მათ შესცოდეს, „ცოდვის საზღაური [კი] სიკვდილია“ (რომაელები 6:23).
საბოლოოდ, ადამი და ევა დაიხოცნენ. თუმცა მათ დარჩათ რამდენიმე ვაჟი და ქალიშვილი. შეძლებდნენ მათი შვილები ღვთის თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებას? ვერ შეძლებდნენ, რადგან მათ მშობლებისგან მემკვიდრეობით არასრულყოფილება მიიღეს. დიახ, ცოდვა და სიკვდილი თაობიდან თაობაში, ადამის ყველა შთამომავლის ხვედრი ხდებოდა. გამონაკლისს არც ჩვენ წარმოვადგენთ. ბიბლიაში რომაელები 3:23; 5:12).
წერია: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (როგორ დავადგინოთ, თუ „სად ვიმყოფებით“?
ადამისა და ევას დაუმორჩილებლობით დაიწყო კაცობრიობის ხანგრძლივი და ავბედი „მოგზაურობა“, რომელიც დღემდე გრძელდება. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, კაცობრიობა „დაემორჩილა ამაოებას“ (რომაელები 8:20). და ეს მართლაც ასეა, თუ დავფიქრდებით საუკუნეების მანძილზე ადამიანთა წარუმატებელ მცდელობებზე. ადამის შთამომავლებს შორის არაერთმა ადამიანმა ააღწია მეცნიერების, მედიცინისა თუ ტექნიკის მწვერვალს. მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოუტანა ხალხს მშვიდობა და ჯანმრთელობა, როგორც ეს ღმერთს ჰქონდა განზრახული.
ადამისა და ევას დაუმორჩილებლობა თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ვის არ გამოგვიცდია უსამართლობით მიყენებული ტკივილი, დამნაშავეობის შიში, ქრონიკული ავადმყოფობით გამოწვეული სირთულეები ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება. ჩვენი ცხოვრების მყუდროება ნებისმიერ წამს შეიძლება დაარღვიოს მოულოდნელმა ტრაგედიამ. ბედნიერი წუთების მიუხედავად, რეალობას ვერ გავექცევით; რეალობას, რომლის შესახებაც ძველ დროში მცხოვრებმა მამაკაცმა, იობმა, დაწერა: „ადამიანი . . . დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1).
ესაია 55:10, 11). საიდან ვიცით, რომ ეს მალე მოხდება?
თუ კაცობრიობის წარსულზე და ჩვენ გარშემო არსებულ სავალალო მდგომარეობაზე დავფიქრდებით, ერთი შეხედვით, მომავალი კარგს არაფერს უნდა გვიქადდეს. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი ასეთი პირობების არსებობას უსასრულოდ არ დაუშვებს. ადამიანებთან დაკავშირებით მისი თავდაპირველი განზრახვა მალე განხორციელდება (ბიბლია ჩვენს მძიმე დროს „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). ამაში არ იგულისხმება ის, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას ან ჩვენს პლანეტას დღეები აქვს დათვლილი. ეს მიუთითებს „ამ სისტემის აღსასრულზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო მოეღება ჩვენი მწუხარების გამომწვევ პირობებს (მათე 24:3). ბიბლიაში აღწერილია ჩვენი დროისთვის ჩვეული მოვლენები და ადამიანთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებები. ამასთან დაკავშირებით გადახედეთ მე-8 გვერდზე მოცემულ ჩარჩოს და შემდეგ „გაიხედეთ გარეთ“, რათა შეადაროთ იმას, რაც მსოფლიოში ხდება. ჩვენი „რუკის“ — ბიბლიის დახმარებით ვხედავთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ამ სისტემის აღსასრულთან. მაგრამ შემდეგ რა მოხდება?
გზა, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის
ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შემდეგ ღმერთმა დაუყოვნებლივ დაიწყო თავისი განზრახვის გამჟღავნება. ამ განზრახვის თანახმად, უნდა დაარსებულიყო სამეფო, „რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“ (დანიელი 2:44). ბევრი ადამიანი სწორედ ამ სამეფოს შესახებ ლოცულობს, როცა წარმოთქვამს ლოცვას „მამაო ჩვენო“. ეს სამეფო არნახულ პირობებს შეუქმნის კაცობრიობას (მათე 6:9, 10).
ღვთის სამეფო არ არის ჩვენს გულში არსებული აუხსნელი ცნება. ის რეალური ზეციერი მთავრობაა, რომელიც ძირეულ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე. დავფიქრდეთ, თუ ამ სამეფოს მეშვეობით როგორ შეასრულებს ღმერთი ადამიანებთან დაკავშირებულ ყველა დანაპირებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ უპირველესად ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). რას გააკეთებს ღმერთი მათთვის, ვინც მას ემორჩილება? ბიბლიაში წერია, რომ ის „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). განა შეძლებს ამას ოდესმე რომელიმე ადამიანი? მხოლოდ ღმერთს შეუძლია შეგვიქმნას ისეთი პირობები, როგორიც თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული.
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენც იცხოვროთ ასეთ პირობებში? იოანეს 17:3-ში ნათქვამია: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეხმარებიან ადამიანებს ასეთი ცოდნის შეძენაში. მათი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს დაახლოებით 230 ქვეყანასა და ტერიტორიას. იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა 400-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, დაუკავშირდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მათ მე-5 გვერდზე მოცემულ შესაბამის მისამართზე.
[ჩანართი 6 გვერდზე]
„ახლა თქვენ მისმინეთ, რომლებიც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო. ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“ (იაკობი 4:13, 14).
[ჩანართი 6 გვერდზე]
კაცობრიობის მიერ განვლილი გზის აღწერისას ბიბლიას პირველ ადამიანებამდე მივყავართ. ამგვარად, მისი მეშვეობით ვხედავთ, საიდან მოვდივართ. ბიბლია იმასაც გვიჩვენებს, თუ საით მივდივართ. ბიბლია კარგად რომ გვესმოდეს, ის გულმოდგინედ, რუკასავით უნდა შევისწავლოთ.
[ჩანართი 7 გვერდზე]
„ცოდვაში“ იგულისხმება არასწორი საქციელი ან მდგომარეობა, როცა ადამიანი არასწორისკენაა მიდრეკილი. ჩვენ დაბადებიდან ცოდვილნი ვართ და ეს გავლენას ახდენს ჩვენს მოქმედებებზე. „ნამდვილად არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს სჩადის და არ სცოდავს“ (ეკლესიასტე 7:20).
[ჩანართი 8 გვერდზე]
თუ ისეთი ფურცლის ასლს გადაიღებთ, რომელსაც შავი ლაქა აქვს, ეს ლაქა ყველა ასლზე გადავა. როგორც ადამის შთამომავლებს — ასე ვთქვათ, მის ასლებს — ყველას გვადევს ცოდვის დაღი. ეს სწორედ ის „ლაქაა“, რომელიც „ორიგინალს“ ანუ ადამს ჰქონდა.
[ჩანართი 8 გვერდზე]
ბიბლიაში წერია: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23, სსგ). ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რატომ ვერ ამყარებენ ადამიანები მშვიდობას დედამიწაზე. ადამიანი ისე არ არის შექმნილი, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად ‘წარმართოს საკუთარი ნაბიჯები’.
[ჩანართი 9 გვერდზე]
ბიბლიაში ფსალმუნმომღერალი ღმერთს მიმართავს: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნები 118:105, სსგ). ბიბლია ჩვენი „ლამპარია“ და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ის ‘გვინათებს ბილიკს’ და, ამგვარად, იმასაც ვხედავთ, თუ რას უქადის მომავალი კაცობრიობას.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
ოპტიმიზმი რეალობის პირისპირ
2000 წლის სექტემბერში გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად შეიმუშავეს 2015 წლისთვის განსახორციელებელი მიზნები. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მათგანი:
▪ იმ ადამიანთა ხვედრითი წილის 50 %-ით შემცირება, რომელთა შემოსავალი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია ან საკმარისი საკვები არ გააჩნიათ.
▪ ყველა ბავშვის უზრუნველყოფა დაწყებითი განათლებით.
▪ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა განათლების ნებისმიერ საფეხურზე.
▪ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ორი მესამედით შემცირება.
▪ დედათა სიკვდილიანობის შემცირება 75 პროცენტით.
▪ აივ-ის/შიდს-ის, მალარიისა და სხვა სერიოზულ დაავადებათა გავრცელების შეჩერება და მათი მასშტაბების შემცირება.
▪ იმ ადამიანთა ხვედრითი წილის 50%-ით შემცირება, რომელთაც არ გააჩნიათ სუფთა სასმელი წყალი.
განხორციელდება ეს მიზნები? ამ საკითხის განხილვის შემდეგ, 2004 წელს ჯანდაცვის მესვეურები მთელი მსოფლიოდან იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რეალური სურათისთვის თვალის გასწორება ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. წიგნის „მსოფლიო მდგომარეობა 2005 წელს“ წინასიტყვაობაში ნათქვამია: „მიზნების განხორციელებას ბევრგან კვლავ ხელს უშლის სიღატაკე. ისეთი დაავადებები, როგორიცაა აივ/შიდს-ი, უფრო ფართო ხასიათს იძენს და, შენელებული მოქმედების ბომბის მსგავსად, ბევრ ქვეყანას უქმნის საშიშროებას. გასული ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 20 მილიონი ბავშვი დაიღუპა ისეთი დაავადებებით, რომლებიც წყლით ვრცელდება და რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. ასობით მილიონი ადამიანი კვლავ სიღატაკეში, სუფთა სასმელი წყლის გარეშე, ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობს“.
[ჩარჩო/სურათები 8, 9 გვერდებზე]
რა ცხადყობს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
უპრეცედენტო ომები (მათე 24:7; გამოცხადება 6:4).
შიმშილობა (მათე 24:7; გამოცხადება 6:5, 6, 8).
ეპიდემიები (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8).
უკანონობის გამრავლება (მათე 24:12).
დედამიწისთვის ზიანის მიყენება (გამოცხადება 11:18).
დიდი მიწისძვრები (ლუკა 21:11).
ძნელად ასატანი დრო (2 ტიმოთე 3:1).
ფულის უზომო სიყვარული (2 ტიმოთე 3:2).
მშობლებისადმი ურჩობა (2 ტიმოთე 3:2).
თბილი გრძნობების დაკარგვა (2 ტიმოთე 3:3).
ღმერთზე მეტად სიამოვნებათა სიყვარული (2 ტიმოთე 3:4).
თავშეუკავებლობა (2 ტიმოთე 3:3).
კარგის სიძულვილი (2 ტიმოთე 3:3).
მოახლოებული საშიშროების არაფრად ჩაგდება (მათე 24:39).
დამცინავების მიერ ბოლო დღეების ნიშნების უგულებელყოფა (2 პეტრე 3:3, 4).
მთელ მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება (მათე 24:14).
[საავტორო უფლებები დაცულია 8 გვერდზე]
© G.M.B. Akash/Panos Pictures
© Paul Lowe/Panos Pictures
[სურათი 9 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან იმით, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ.