რა საოცრად მიფრინავენ!
რა საოცრად მიფრინავენ!
საღამოს ბინდი ჩამოწოლილიყო. შემოდგომის გრილი სიო უბერავდა. არემარე დუმდა. მოულოდნელად ეს სიჩუმე ველური ბატების მყვირალა ხმამ დაარღვია. ცაზე ბატების გუნდი გამოჩნდა. ისინი დაახლოებით ოცნი იყვნენ, კუთხურად მიფრინავდნენ და მოხდენილად იქნევდნენ ფრთებს. ერთმა ბატმა გრაციოზული მიმოხვრით გეზი მარცხნივ აიღო და ბატების გუნდს უკანა მხრიდან შეუერთდა. ამ შთამბეჭდავმა სანახაობამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. რატომ მიფრინავენ ბატები კუთხურად? ან ნეტავ საით მიფრინავენ?
ბატი წყალმცურავი ფრინველია. ის იხვისა და გედის მონათესავეა. მსოფლიოში ბატების დაახლოებით 40 სახეობა არსებობს, რომელთა უმეტესობაც აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. კანადური ბატი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიში. მას გრძელი მუქი ფერის კისერი და ყელის გარშემო თეთრი ლაქა აქვს. მისი ერთ-ერთი ქვესახეობა, გიგანტური კანადური ბატი, 8 კილოგრამამდე იწონის, ხოლო მისი ფრთების სიგრძე 2 მეტრს აღწევს. ეს ბატი ზაფხულს შორეულ ჩრდილოეთში, ალასკასა და კანადაში ატარებს, ხოლო გამოსაზამთრებლად სამხრეთისკენ, მექსიკაში მიფრინავს.
მიგრაციის პერიოდი ბატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთში ნაადრევად თუ ჩაფრინდებიან, წყალი გაყინული დახვდებათ, მცენარეულობა კი — არასაკმარისი. ამიტომ კანადური ბატი ნელ-ნელა მიიწევს ჩრდილოეთისკენ ჰაერის თბობის პარალელურად. როცა დანიშნულების ადგილს აღწევენ,
ბატები ძველ პარტნიორებთან ერთად ბუდისთვის ადგილს იმზადებენ.ფრენისას ასეთი განლაგება ბატებს ერთმანეთის დანახვის საშუალებას აძლევს და ეს მათ სწრაფ მანევრირებაში ეხმარება, როცა წინ მფრენი ბატი იცვლის მიმართულებას, სიჩქარესა და სიმაღლეს. ამას გარდა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჰაერის ნაკადი, რომელსაც წინ მფრენი ბატი წარმოქმნის, დანარჩენებს ფრენას უადვილებს, რადგან ამ დროს კლებულობს ჰაერის ტურბულენტური დინება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს გადამფრენი გუნდი შედგება ოჯახებისგან, რომლებსაც ზრდასრული ბატები მეთაურობენ.
ხშირია შემთხვევები, როცა კანადური ბატი ყოველწლიურად ერთი და იმავე ადგილას იბუდებს. ჩვეულებრივ, ისინი ბუდეს უბრალო მასალისგან აკეთებენ, მაგალითად ჯოხების, ბალახისა და ხავსისგან. ბატებში მონოგამიაა გავრცელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. იმ შემთხვევაში, თუ ერთი კვდება, წყვილის გარეშე დარჩენილ ბატს შეუძლია სხვა პარტნიორი მოძებნოს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ის მარტო რჩება.
დედალი ბატი 4—8 კვერცხს დებს. კვერცხებზე ის 28 დღე ზის. მშობლები თავიანთ ბარტყებს თავგამოდებით იცავენ. როცა გრძნობენ, რომ მათ და ბარტყებს საფრთხე ემუქრებათ, ძალიან აგრესიულები ხდებიან. ფრთების მოქნევით მათ ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლიათ მტრისთვის.
ბატის ჭუჭულები, სანამ გამოიჩეკებიან, უკვე კავშირს ამყარებენ გარე სამყაროსთან. ისინი სხვადასხვა — კმაყოფილების გამომხატველ თუ უკმაყოფილების მაჩვენებელ — ბგერებს გამოსცემენ. ერთმანეთთან და თავიანთ ნაშიერებთან ურთიერთობის დასამყარებლად ზრდასრული ბატებიც ბგერებს გამოსცემენ. მკვლევარებმა კანადური ბატის, სულ ცოტა, 13 სახის მკვეთრი ბგერის ამოცნობა შეძლეს.
ბატები აშკარად ადასტურებენ იმას, რომ ‘ინსტინქტურ სიბრძნეს’ ფლობენ (იგავები 30:24, აქ). უეჭველია, რომ ამისთვის ქება-დიდება იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის — მას, ვინც ყველაფერი შექმნა და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს საოცარი ფრინველები (ფსალმუნები 103:24).
[ჩარჩო/სურათები 17 გვერდზე]
იცოდით, რომ? . .
● როგორც კი ჭუჭულები გამოიჩეკებიან, სამუდამოდ ტოვებენ ბუდეს თავიანთ დედ-მამასთან ერთად. როგორც წესი, ისინი ოჯახებით ცხოვრობენ.
● ამბობენ, რომ მთის ბატები მიგრაციის დროს ევერესტის მთასაც კი გადაუფრენენ ხოლმე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან დაახლოებით 8 900 მეტრია.
● ზოგი სახეობის ბატს შეუძლია შეუსვენებლივ ათასობით კილომეტრზე იფრინოს.
● გუნდ-გუნდად მფრენი ბატებისგან განსხვავებით, მარტო მფრენი ბატი ფრთებს მეტი სიხშირით იქნევს და, შესაბამისად, გულისცემაც გახშირებული აქვს.
[საავტორო უფლებები დაცულია]
Top left: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./Duane C. Anderson
[საავტორო უფლებები დაცულია 16 გვერდზე]
Flying geese: © Tom Brakefield/CORBIS