არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდული ძალები მარადიულად!

ახალგაზრდული ძალები მარადიულად!

ახალგაზრდული ძალები მარადიულად!

იესოს ვერდით ბოძზე გაკრულ მამაკაცს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. „იესო, — შეეხვეწა ის, — გამიხსენე, როცა მიხვალ შენს სამეფოში“. იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43). მართალია, ეს მამაკაცი, რომლის სახელიც ჩვენთვის უცნობია, ხანდაზმულობით გამოწვეული ავადმყოფობით არ მომკვდარა — ის დანაშაულისთვის დასაჯეს, მაგრამ ხანში შესულებს შეუძლიათ მისი მდგომარეობით თავი გაიმხნევონ.

შეუძლებელია ამ მამაკაცის მიერ გამოვლენილმა რწმენამ გულგრილები დაგვტოვოს! თუმცა მის გვერდზე იესოც წამების ბოძზე კვდებოდა, მას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ღვთის სამეფოში იესო მეფე იქნებოდა. მას აგრეთვე ესმოდა, რომ იესო ერთ მშვენიერ დღეს გაიხსენებდა მას. მხოლოდ წარმოიდგინეთ — ეს მსჯავრდადებული მამაკაცი მკვდრეთით აღდგება დიდებულ სამოთხეში, რომლის მეფეც იესო იქნება!

კაცობრიობა იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც ის მომაკვდავი მსჯავრდებული იყო. რა გაგებით? ასაკის მიუხედავად, ჩვენ ყველანი ვიხდით ცოდვის საზღაურს და გათავისუფლებას ვსაჭიროებთ (რომაელები 5:12). იმ ბოროტმოქმედის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია იესო ქრისტეს მივმართოთ იმ იმედით, რომ შეგვიმსუბუქებს ტკივილს, რომელსაც განვიცდით! დიახ, იესომ გზა გაუხსნა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლისკენ სამოთხეში დედამიწაზე, სადაც ყველა ფიზიკურად და გონებრივად სრულყოფილი იქნება (იოანე 3:16, 36).

ხანდაზმულებისთვისაც და ახალგაზრდებისთვისაც ყველაფერი ახალი იქნება

ქრისტეს მეფობის დროს დედამიწაზე მცხოვრებნი „დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11). აღარავინ იტყვის: „ავადა ვარ“ (ესაია 33:24). ნებისმიერი უძლურება, რის გადატანაც გვიწევს, წარსულს ჩაჰბარდება და „ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება“ (ესაია 35:6). მოხუცები აღიდგენენ ახალგაზრდულ ძალებს; მათი სხეული „სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება“ (იობი 33:25).

მაგრამ რეალურია ასეთი იმედის ქონა? დაფიქრდით მასზე, ვინც სამოთხში ცხოვრების იმედი მისცა მომაკვდავ მამაკაცს. იესოსთან ხალხს ბევრჯერ მიუყვანია ხეიბარი, დასახიჩრებული, ბრმა ან ყრუ ადამიანი. ის „კურნავდა ნებისმიერ ავადმყოფობასა და უძლურებას“ (მათე 9:35, 36; 15:30, 31; მარკოზი 1:40—42). ამით მან ცხადყო, თუ რას გააკეთებს მისი სამეფო. იესომ რამდენიმე ადამიანი მკვდრეთითაც კი აღადგინა (ლუკა 7:11—17; იოანე 11:38—44). მან ამით ძალა შეჰმატა თავის სიტყვებს, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

წარმოიდგინეთ, რომ სამოთხეში დასეირნობთ განახლებული სხეულით, გაქვთ კარგი მხედველობა, ტკბებით ჩიტების ჭიკჭიკითა და მხიარული ხმებით, აღარ გტკივათ ხელ–ფეხი და გაქვთ სრულყოფილი გონება. სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება მოხუცებულობის „ავი დღეები“ (ეკლესიასტე 12:1—7; ესაია 35:5, 6). სიკვდილსაც კი „ბოლო მოეღება“ — ის ‘სამუდამოდ შთაინთქმება’ (1 კორინთელები 15:26, 54).

მიმდინარე მსოფლიო მოვლენები და ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებით დროს, როცა სიბერეს ბოლო მოეღება (მათე 24:7, 12, 14; ლუკა 21:11; 2 ტიმოთე 3:1—5). ახლოა დრო, როცა ხანდაზმულები, რომლებიც ღვთისადმი რწმენას ავლენენ და მას ემსახურებიან, კიდევ ერთხელ გაიხარებენ ახალგაზრდული ძალებით, მაგრამ ამჯერად ეს მარადიულად გაგრძელდება!

[ჩარჩო/სურათი 9 გვერდზე]

ავარჯიშეთ გონება!

გონებრივი ვარჯიში ისევე ავითარებს ადამიანის ტვინს, როგორც ფიზიკური ვარჯიში ამაგრებს კუნთებს. ტვინის სტიმულირებისთვის ახალ-ახალი საქმიანობაა საჭირო. ქვემოთ მოყვანილია ზოგი საშუალება, რაც ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის კავშირების წარმოშობასა და ამ კავშირების განმტკიცებას.

▪ დაინტერესდით ხელოვნებით, სიტყვათა თამაშით, სურათების აწყობით და კროსვორდების ამოხსნით; ისწავლეთ ახალი ენა.

▪ იქონიეთ ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანთან; მათთან ყოფნითა და საუბრებით თავს აარიდებთ ერთფეროვან ცხოვრებას და მახვილ გონებას შეინარჩუნებთ.

▪ განივითარეთ სულიერობა. „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

▪ იკითხეთ შესაფერისი მასალა; მოუყევით სხვებს წაკითხულის შესახებ.

▪ გაიხსენეთ და მოყევით რადიოში ან ტელევიზორში მოსმენილი ახალი ამბები, რათა გაივარჯიშოთ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მეხსიერება.

▪ გამოიყენეთ პასიური ხელი (მარცხენა, თუ თქვენ ცაცია არა ხართ, ან პირიქით) ტელევიზორის დისტანციური მართვის, ტელეფონის აღების ან კბილების გახეხვის დროს.

▪ რამდენადაც შესაძლებელია, დღის მანძილზე ყველა გრძნობა გამოიყენეთ, იქნება ეს მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება თუ შეხება.

▪ მოაგროვეთ ინფორმაცია და გაემგზავრეთ ახლომახლო თუ შორ მანძილზე საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

იესოს დაპირების თანახმად, ხანდაზმულობასა და მასთან დაკავშირებულ ტკივილებს სამუდამოდ შეცვლის ახალგაზრდული ძალა და ენთუზიაზმი.